workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

მოგესალმებით ბარსელონას დიდი გულშემატკივარი და მეც, ირევე როგორც თქვენ, ძალიან მტკივა ბარსას დღევანდელი მდგომარეობა, ამიტომ მაქვს ჩემეული აზრი თუ როგორ უნდა დავუბრუნდეთ უმაღლეს მწვერვალებს.

ვინ უნდა დაიკავოს პრეზიდენტისა და მთავარი მწვრთნელის პოსტები?

პრეზიდენტის როლში კიდევ ერთხელ ვიხილავდი ჟოან ლაპორტას, რადგან მსოფლიო ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო გუნდი, სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს იყო. ლაპორტა არის ადამიანი რომელიც პატივს ცემს პირველ რიგში ,,ბარსელონას”, პატივს სცემს ლეგენდებს და დარწმუნებული ვარ ბარსელონას წარმატების მთავარი შემოქმედი ,,ლა მასია” კვლავ გახდება საუკეთესო აკადემია მსოფლიოში. 

მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვიხილავდი ხავის, ერთ-ერთ უჭკვიანეს ფეხბურთელსა და ლეგენდას. პეპ გუარდიოლაც თითქმის არსაიდან მოვიდა და როგორ მოვიდა ძალიან კარგად გვახსოვს. ბარსელონას მწვრთნელი უნდა იყოს პიროვნება, რომელსაც ფეხბურთელებიც პატივს სცემენ და გასახდელში ნომერ პირველი პიროვნება უნდა იყოს ასეთათ სწორედ ხავის ვხედავ. 

ვინ უნდა დატოვოს კლუბი და რატომ?

ნუ პირველ რიგში ხელმძღვანელობამ რათქმაუნდა… ფეხბურთელებს რაც შეეხება, გუნდიდან აუცილებლად გავუშვებდი უმტიტის, ნეტოს, ხორდი ალბას, სერხი რობერტოს, ვიდალს, ბრეიტვეიტს და მიუხედავად დიიდი პატივისცემისა ლუის სუარესს, რომელიც ბოლო წლებია ნამდვილად ვერ არის ფორმაში, განსაკუთრებით ლიგის მატჩებში.

ვინ უნდა შეიძინოს ბარსელონამ?

პირველ რიგში გასაძლიერებელია დაცვის რგოლი, უპამეკანო და გარსია არიან ფეხბურთელები, რომლებიც არაუხოსთან და ტოდიბოსთან ერთად შექმნიან დაცვის ცენტრში დიდ კონკურენციას და ვფიქრობ ძალიან კარგადაც გაართვამენ თავს. მარცხენა მცველად ვიხილავდი ალფონსო დევისს, რაც ძალიან რთული იქნება ამიტომ, აიტ ნურიზეც არ ვიტყოდი უარს, მარჯვენა მცველად დესტის მოვიყვანდი. ნახევარმცველებიდან აუცილებლად ვიყიდდი აუარს, ხოლო თავდასხმის ხაზში ცენტრალურ თავდასხმელად გრიზმანს დავაყენებდი ხოლო სკამისთვის ახალგაზრდა ნიდერლანდელ ბოადუს მოვიყვანდი, რომლისაც ძალიან მეიმედება.

ვინ უნდა დაწინაურდეს ბარსა ბ-დან?

მეორე გუნდიდან უნდა დაწინაურდნენ პენია, არაუხო, როდიბო, პუჩი, ფატი სამომავლოდ ილაიშ მორიბა და მონჩუ. მონჩუ არის დაუფასებელი ახალგაზრდა, რაც პუჩის ,,დამსახურებაა” ჩემი აზრით, დიდად არ ჩამოუვარდება ნახევარდაცვის ცენტრში თამაშით, და ხავის თამაშის სტილს ვამსგავსებ. ვფიქრობ ხავი მშვენიერ ფეხბურთს ათამაშებს. 

სასტარტო შემადგენლობა:

ტერ შტეგენი(პენია). ა. დევისი(აიტ ნური), გარსია(არაუხო), უპამეკანო(ტოდიბო), სემედუ(დესტი). აუარი(კოუტინიო), დე იონგი (მონჩუ,პიანიჩი), პუჩი (პედრი). ფატი(დემბელე) გრიზმანი(ბოადუ) მესი (ტრინკაუ). 

როგორ უნდა დაიბრუნოს ძველი სათამაშო ფილოსოფია და დიდება?

ძირეული ცვლილებების შემდეგ ლაპორტა და ხავი, ასევე სპორტულ ჟურნალისტად დანიშნული პუიოლი :დ პირველ რიგში გაწმენდენ გუნდს , მოიყვანენ ახალგაზრდა ფეხბურთელებს და რაც მთავარია ბარსელონას დიდების ეპოქა აგებულია ლა მასიაზე, აკადემიაზე რომელმაც უამრავი ლეგენდა აჩუქა არამარტო ბარსელონას, არამედ ფეხბურთსაც. სწორედ ლა მასიაზე ყურადღების მიქცევით, ახალგაზრდების სწორი აღზრდითა და განვითარებით დავუბრუნდებით ძველ მწვერვალებს და კიდევ მრავალჯერ გავიხარებთ საყვარელი გუნდის წარმატებებით.

FC Barcelona   Mes Que Un Club

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nukrii
    schedule 12 სექ 2020, 10:36
    #4

    Flying Johan,
    ის ოთხეული რაც დავწერე მაგას პლიუს თავიდან ლენგლე რომელსაც არ ვუშვებ არსად ჯერ, ვფიქრობ შექმნიან კონკურენციას…
    აი რა სახის მაგალითებზე საუბრობ მაგალითად

  • Flying Johan
    schedule 12 სექ 2020, 05:40
    #3

    არაუხოსთან და ტოდიბოსთან ერთად შექმნიან დაცვის ცენტრში დიდ კონკურენციას

    არაუხოს და ტოდიბოს კონკურენცია რა ვთქვი მე .. მაგათი კონკურენციის იმედზე რო იქნება ბარსელონა … სირცხვილია .

    ზოგადად ძან მშრალი სტატიაა.. არგუმენტები აკლია … მაგალითები და ა.შ .

    საბოლოო ჯამში სადღეგრძელო უფროა ვიდრე გეგმა .

    ერთადერთი გასაშვებ ფეხბურთელებში შემიძლია დაგეთანხმო

  • nukrii
    schedule 09 სექ 2020, 13:18
    #2

    KING_BARCA,
    ბავშვთა ბაღია აქ და არ გაგიკვირდეს, მაინცდამაინც გაპიარებული ფეხბურთელის ყიდვა უნდა დაწერო, რომლის ერთი მატჩიც არ აქვთ ნანახი რომ მოეწონოთ შენი აზრი 😉

  • KING_BARCA
    schedule 08 სექ 2020, 16:34
    #1

    უნ ლიაიქი ამ სტატიას არ ეკუთვნის,შესაძლოა თქვენი შეხედულება სხვანაირია,მაგრამ ადამიანმა ჩამოაყალიბა თავისი აზრი,და თუ რამე არ მოგეწონათ ჯობდა კომენტარებში დაგეფიქსირებინათ,ეს მაფიქრებინებს რო სხვა სტატიის ავტორების უნლაიქებია,რაც სამარცხვინოა და დაუშვებელი!!!