მესი და რონალდუ ერთ გუნდში? – კუადრადოს კომენტარი

მესი და რონალდუ ერთ გუნდში? – კუადრადოს კომენტარი

ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ, L’Equipe-მა, გუშინ ლიონელ მესი ტურინის “იუვენტუსს” დაუკავშირა. იტალიური კლუბის კოლუმბიელი მოთამაშე ხუან კუადრადო სავარაუდო ტრანსფერზე საუბრობს. 

“სიმართლე რომ ვთქვა, მესისა და რონალდუს ერთ გუნდში წარმოდგენა მიჭირს. ეს ძნელი წარმოსადგენია. თუმცა, რონალდუს გადმოსვლის დროსაც ასე ვფიქრობდით – არავის ეგონა, რომ ის ნამდვილად გადმოვიდოდა, მაგრამ უეცრად “იუვენტუსის” ფეხბურთელი გახდა”. – ამბობს კუადრადო. 

მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, “იუვენტუსთან” ერთად “ბარსელონას” კაპიტნის დამატებით “პარი სენ-ჟერმენიც” ინტერესდება, ფავორიტი კი “მანჩესტერ სიტია”. 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (1)

  • MARADONA1968
    29 აგვ 2020, 14:23

    მესი და რონალდუს "სიბერეში" ერთ გუნდში ყოფნა, ეს იქნება სამყაროს ამ ორი ვარსკვლავის ახალი საოცრება, თუკი ეს მოხდა, ფეხბურთის გულშემატკივარს მესის და რონალდუს თამაშით სუპერსანახაობა ელოდება.