
,,ბარსელონას” ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა, კმაყოფილება გამოთქვა ვილიას ტრანსფერთან დაკავშირებით: ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ ,,ვალენსიას” ლიდერთან, (უკვე, ,,ბარსელონას” ფეხბურთელთან .ავტ) დავიდ ვილიასთან. იგი 4 წლით მოირგებს ლურჯ–ბროწეულსფერ მაისურს.
,,მე ამ შენაძენს 10 ქულით შევაფასებდი. ეს ზღაპრული ამბავი იყო ყველა კულესთვის და პირადად ჩემთვის, რადგან ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს.
“მე ძალიან კმაყოფილი ვარ.” -განაცხადა ჩავიმ პრესკონფერენციაზე, რომელსაც ესწრებოდა კალათბურთელი რიკი რუბიო.
ჩავიმ ვილია დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელად, საუკეთესო გოლეადორად და შესანიშნავ ადამიანად. ჩავი დარწმუნებულია, რომ ვილა ისეთივე შესამჩნევი იქნება ,,ბარსაში,” როგორიც ის იყო ,,ვალენსიაში” და როგორიც ის არის ესპანეთის ნაკრებში.
მისი, თქმით ასტურელს შეუძლია თავდასხმის ნებისმიერ პოზიციაზე თამაში: მარჯვენა, მარცხენა და ცენტრალურ თავდასხმელათაც კი. ჩავიმ ვილია ეტო’ო ს შეადარა.
ნახევარმცველი დარწმუნებულია, რომ დევიდი გუნდს სწრაფადვე შეუერთდება.
პეპ გუარდიოლა: “მან იცის ესპანური ფეხბურთის სტილი და მას არ უნდა ეჰქონდესს პრობლემა, რომელსაც ჰქვია ,,ადაპტაცია””
,,მე, მას ვურჩევ, რომ არ დაკარგოს თავისი სტილი და იყოს ისევ ისეთი თავდაჯერებული, როგორიც იყო.” – ურჩია ჩავიმ.
ასევე ჩავიმ უარყო ის ინფორმაცია, რომ ის არ წავიდოდა შემდეგი სეზონიდან არცერთ კლუბში, თუ, რა თქმა უნდა, მას არ გააგდებდნენ.