workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის ვარიანტები

მესის ვარიანტები

ახლა ყველაფერი სამართლებლივ დავაზეა დამოკიდებული. თუ “ბარსას” ხელმძღვანელობა აღმოჩნდება მართალი, მესის გამოსასყიდი თანხა 700 მილიონი ევრო იქნება, რისი გადამხდელიც არავინ არ არის. შეიხი გაისვრიდა ამ თანხას თავისი ჯიბიდან, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, კლუბს იმდენის დახარჯვის უფლება აქვს, რასაც გამოიმუშავებს. “სიტიმ” მთელი გუნდი უნდა გაყიდოს იმისათვის, რომ მესი შეიძინოს. პ.ს.ჟ-მა კი მბაპეს და ნეიმარს კიდე 3-4 ფეხბურთელიც უნდა წაამატონ, რაც ასევე ვერ არის ადექვატური საქციელი.

მაგრამ აქ მეორე საკითხი შემოდის. უღირს თუ არა ისეთი ფასეულობების მქონე კლუბს, როგორიც “ბარსელონაა”, რომ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი, ძალით დატოვონ კლუბში?! ისე, როგორც “ნაპოლიმ” დაატყვევა მარადონა. ამის გაკეთება ძალიან უღირსი საქციელი იქნება, თუმცა, ბართომეუსგან გასაკვირი არაფერია.

მარადონა გაცილებით დიდია, ვიდრე “ნაპოლი”, აი “ბარსა” სულ სხვა დონის კლუბია და ელემენტარულად არ ეკადრება, რომ ფეხბურთელი, რომელმაც ოქროს ეპოქა აჩუქა, ძალით გააჩეროს გუნდში.

ამიტომ, თუ ბართომეუ, ერთხელ მაინც პატიოსნად მოიქცა და მესის მრისხანებამ არ გადაუარა, ორი გზა რჩება. თუ ხელმძღვაბნელობა იქბება მართალი, მათ ადექვატური ფასი უნდა დაასახელონ, რაც დაახლოებით 250 მილიონი ევრო იქნება, 33 წლის ფეხბურთელში ეს თანხა არ ჟღერს ნორმალურად, მაგრამ ჩვენ ლიონელ მესიზე ვსაუბრობთ, რომელსაც მხოლოდ გაყიდული მაისურებით შეუძლია ეს თანხა ამოიღოს.

თუ მესი იქნება მართალი, ის უფასოდ წავა, რაც კლუბისთვის ორმაგად დიდი დარტყმა იქნება.

Marca კი გვთავაზობს გუნდებს, სადაც მესის ეპატიჟებიან.

მილანის “ინტერი”

დიდი ხანია მესის “ინტერში” გადაბარგებაზე იწერება, თავიდან ხუმრობით დაიწყო, მერე პროვიკაციის ხასიათს ატარებდა, ახლა კი რეალობად იქცა. ცეცხლზე ნავთი დაასხა ლეოს მამის გადაწყვეტილებამ, რომ საცხოვრებლად მილანში გადასულიყო, თანაც “ინტერის” ბაზასთან საკმაოდ ახლოს.

“ინტერი” ორი რამის გამოა მიმზიდველი. პირველი კრიშტიანუ რონალდუსთან კონკურენციაა, “იუვენტუსის” ჰეგემონიის დამხობა და კრიშტიანუს კიდევ ერთხელ დამარცხება, ძალიან დიდი გამოწვევა იქნება, ზუსტად ისეთი, როგორიც მესის შეეფერება.

მეორე მიზეზი “ინტერის” ისტორიაა, ეს კლუბი ყოველთვის ასოცირდებოდა არგენტინელებთან, იქ განსაკუთრებით უყვართ ამ მიწის შვილები და ლეო მესის ხილვაც ოცნებად აქვთ ქცეული.

“ინტერმა” ერთხელ უკვე შეძლო “ბარსელონას” ბრილიანტის გადაბირება, რონალდომ მაშინ სატრანსფერო რეკორდი დაამყარა და “ინტერში” გატარებული პირველი სეზონის შემდეგ, სანდო მაცოლამ “ფენომენი” უწოდა.

პსჟ

ფრანგების უპირატესობა ფულია, მათ შეუძლიათ მესის ხელფასი უპრობლემოდ გადაიხადონ, იდეალური პირობები შესთავაზონ, პარიზის მეფედ აქციონ და მოსაწყენი ლიგა 1 სახალისო გახადონ, ეს ხომ ახალი ტრიოს დაბადება იქნება?! ნეიმარი, მესი, მბაპე.

ლიგა 1-ს ინტრიგა ისედაც დაკარგული აქვს, აი ჩემპიონთა ლიგაზე პ.ს.ჟ-ს გაცილებით კარგი შანსი ექნება და ეს ფეხბურთელებიც დიდ სიამოვნებას მიიღებენ ერთად თამაშით. მბაპე იქ დიდხანს არ გაჩერდება, მაგრამ მის მოსათაფლად ხელმძღვანელობას ლეო მესის გამოყენების შესაძლებლობა მიეცემა.

ყველას სურს მესის გვერდით თამაში. აი, მაურო იკარდის, ისევ აბარგება მოუწევს.

“მანჩესტერ იუნაიტედი”

შედარებით ახალი ინფორმაციაა, გლეიზერებს უკვე წლებია ცუდი სატრანსფერო პოლიტიკის გამო აკრიტიკებენ. ამჯერად შეუძლიათ სამუდამოდ დაადუმონ კრიტიკოსები. მით უმეტეს, თუ მესი უფასოდ წავა გუნდიდან, იმდენ ხელფასს გადაუხდიან, რამდენიც მოუნდება, მესის კი არა სანჩესს იმდენს უხდიან, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ “მანჩესტერს” არ სჭირდება და განათხოვრებული ჰყავს.

ლეოს გამოწვევა, გარდა პრემიერ ლიგის მოგებისა, იქ წარმატების მიღწევა იქნება, სადაც კრიშტიანუმ ფეხი აიდგა. მართალია გუნდში აღარ არის სერ ალექსი, მაგრამ “იუნაიტედი” არის ის კლუბი, რომელიც მესის დონეს შეეფერება. “მანჩესტერი” ნელ-ნელა სულ უფრო უკეთესი ხდება, მესისთან ერთად კი კვლავ შეძლებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

“სიტი”

მთავარი ფავორიტი, რა თქმა უნდა, “მანჩესტერ სიტია”, არა ერთხელ დაგვიწერია, რომ “სიტის” “ბარსელონიზაცია” ჯერ კიდევ ჩიკი ბეგირისტაინის გადაბირებით დაიწყო, აკადემია “ლა მასიას” ყაიდაზე მოაწყვეს და შემდგომ წლებში “ბარსას” ფეხბურთელებიც გადაიბირეს, ყველაზე დიდი ლუკმა იაია ტურე იყო, რომელიც “სიტის” ლეგენდად იქცა, მერე კი რევოლუციის ჯერიც მოვიდა და ჩიკიმ პეპი დაარწმუნა გადასვლაში.

ახლა მესის დროა. არაბებს გეგმაზომიერი და ხანგრძლივი პროექტი, იდეალურ დასასრულამდე მიჰყავთ. გარდა იმისა, რომ ლეოს პეპი და აგუერო დახვდებიან, გუნდში იქნება კევინ დე ბრუინი, რომელიც აბსოლუტურად გაათავისუფლებს მესის ნახევარდაცვაში ბურთის ამოტანისგან, ლეოს საქმე მხოლოდ გოლების გატანა იქნება და იმხელა თავისუფლებას მიიღებს, რამხელაც ჩავი-ინიესტას დროიდან მოყოლებული არ ჰქონია.

“ნიუელს ოლდ ბოისი”

მათთვის ჯერ ადრეა, მესის კიდევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში, არგენტინაში დაბრუნების დრო მაშინ მოვა, როცა ლეო უკანასკნელ მუნდიალს ჩაატარებს, ეს კი 2022 წელს მოხდება. თუმცა, არავინ იცის რა მოხდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (18)

  • Lasha71
    schedule 26 აგვ 2020, 16:52
    #18

    პსჟ არა და მით უმეტე ეშმაკები!

    ლეო რომ დარჩეს ეს ნააბიჭვარი ძღრენიჭამია ბართომეუ სასწრაფოდ უნდა უნდა გადადგეს !

  • KING_BARCA
    schedule 26 აგვ 2020, 13:40
    #17

    მესი რო წავა აქედან,ესეთი თავმდაბალი ფეხბურთელი,ამის ფონზე ვინმე წესიერის მოსვლის იმედი გაქვთ? ))))

  • Giorgi99
    schedule 26 აგვ 2020, 13:39
    #16

    მესის წასვლის რამდენიმე ვარიანტია, 1)გუდმა გაუშვას თავისი ნებით და გააცილონ როგორც ლეგენდა. 2) სასამართლოს საშუალებით, რაც ბარსას რეპუტაციას დაარტყავს კიდევ. 10 ივნისამდე შეეძლო გამოეყენებინა ეგ პუნქტი, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი პანდემია და სეზონი გადაწიეს, დავა შეიძლება სასამართლოში. 3) გამოსასყიდი თანხა გადაიხადონ.

  • GUGU MSN
    schedule 26 აგვ 2020, 13:37
    #15

    MESSI 2017,MESSI 2017,

    ციტატა: MESSI 2017
    წასვლა უნდა და წავიდეს 300 მილონად გავყიდოთ დათუ გუნდიათვის სიკეთე უდ.ა უფასოთ არ უ.და წვაიდეს და მაგშენა ჟდნა ხვდებოდეს რომ გუნდს იმის საშვალება არ აქვს რომ წესიერი ფეხბურთელიბითოდს მაგსი ტრანსფერით აღებულ ფულად კი მბაპეს ან ნეიმარს ვიყიდით

    რაის მბაპე და ნეიმარიო არცერთი აქ მომსვლელი აქ არ არის

  • ozbeta
    schedule 26 აგვ 2020, 12:45
    #14

    ციტატა: M10 S9 D11

    ციტატა: ozbeta

    ციტატა: M10 S9 D11

    ციტატა: ozbeta

    ციტატა: M10 S9 D11

    ციტატა: ozbeta
    ევროპაში არ უნდა დარჩეს

    რატო არ უნდა დარჩეს რატო შეუძლია ისევ მწვრევალების დაპყრობა და რატო არ უნდა დაიპყროს რახან არის შანსი რო ბარსას დსეტაკოს თუ რახან ხავი და ინიესტა არ დარჩა ევროპაში სათამაშოდ მესიმაც იგივე უნდა გააკეთოს იმათ ფეხებზე ეკიდათ უკვე თამაში წავიდნენ მაყუთები მოჭრეს ამას კიდევ უნდა ლიგის მოგება ბოდიში ძაან ცუდი ლოგიკაა

    რეალში რომ გადავიდეს უგულშემატკივრებ მესის?

    რეალში არ გადავა არასოდეს

    ციტატა: Lukaturmanidze

    ციტატა: kingarturo

    ციტატა: basa7
    ხალხნო მესი რომ გამოვიდეს ახლა და ამ ამბების გამო საერტოდ კარიერას ვასრულებო რო თქვას მაინ ტრაკი იქნება ხო?

    პროსტა როგორ არ გცხვენიათ და მესიზე პირში ენა როგორ გიტრიალდებათ მართლა ძალიან მიკვირს

    ამ სიტუაციაში რასაც ეგ აკეთებს ზუსტად ეგაა და რა ჩვენი ბრალია? რახან მესია მაგის გამო არ უნდა გავაკრიტიკოთ როცა ამას იმსახურებს? რაც გააკეთა და ბარსელონას აჩუქა ამ კაცმა მაგას არავინ უარყოფს, მარა დასაც ეხა შვრება უკანალის თამაშია ეს.

    ,გეთანხმები,მესი არაა ნამდვილი ლიდერი გასაჭირში ადგა და ყველაზე პირველი მიდის გუნდიდან თან აყალმაყალით

    ეგ გუნდი 2017 წლიდან გასაჭირშია

    კარგი, სიტიში გადავიდა და გოლი გაგვიტანა, გაგიხარდება? ან სიტიმ გამოგვაგდო ლიგიდან, ბედნიერი იქნები?

    არ ვიქნები ბედნიერი მარა რა მერე ჩემი და შენი ბედნიერების გულისთვის თამაშობს მესი?

    ეჭვი არ შეგეპაროს, ფანების გაერეშე არავინაა არც მესი და არც არავინ. გულშემატკივარმა გახადა ის ვინც არის, ბარსამ მისცა ყველაფერი რაც გააჩნია და ბართოლომეუს გამო მილიონობით ფანს გული არ უნდა დაწყვიტოს. ტუ წასვლა უნდოდა მაგალითი ინიესტასგან, ხავისგან, პუიოლისგან, მალდინისგან, ტოტისგან უნდა აიღოს და არა კრიშტიანუ რონალდოსგან.

  • M10 S9 D11
    schedule 26 აგვ 2020, 12:41
    #13

    ციტატა: ozbeta

    ციტატა: M10 S9 D11

    ციტატა: ozbeta

    ციტატა: M10 S9 D11

    ციტატა: ozbeta
    ევროპაში არ უნდა დარჩეს

    რატო არ უნდა დარჩეს რატო შეუძლია ისევ მწვრევალების დაპყრობა და რატო არ უნდა დაიპყროს რახან არის შანსი რო ბარსას დსეტაკოს თუ რახან ხავი და ინიესტა არ დარჩა ევროპაში სათამაშოდ მესიმაც იგივე უნდა გააკეთოს იმათ ფეხებზე ეკიდათ უკვე თამაში წავიდნენ მაყუთები მოჭრეს ამას კიდევ უნდა ლიგის მოგება ბოდიში ძაან ცუდი ლოგიკაა

    რეალში რომ გადავიდეს უგულშემატკივრებ მესის?

    რეალში არ გადავა არასოდეს

    ციტატა: Lukaturmanidze

    ციტატა: kingarturo

    ციტატა: basa7
    ხალხნო მესი რომ გამოვიდეს ახლა და ამ ამბების გამო საერტოდ კარიერას ვასრულებო რო თქვას მაინ ტრაკი იქნება ხო?

    პროსტა როგორ არ გცხვენიათ და მესიზე პირში ენა როგორ გიტრიალდებათ მართლა ძალიან მიკვირს

    ამ სიტუაციაში რასაც ეგ აკეთებს ზუსტად ეგაა და რა ჩვენი ბრალია? რახან მესია მაგის გამო არ უნდა გავაკრიტიკოთ როცა ამას იმსახურებს? რაც გააკეთა და ბარსელონას აჩუქა ამ კაცმა მაგას არავინ უარყოფს, მარა დასაც ეხა შვრება უკანალის თამაშია ეს.

    ,გეთანხმები,მესი არაა ნამდვილი ლიდერი გასაჭირში ადგა და ყველაზე პირველი მიდის გუნდიდან თან აყალმაყალით

    ეგ გუნდი 2017 წლიდან გასაჭირშია

    კარგი, სიტიში გადავიდა და გოლი გაგვიტანა, გაგიხარდება? ან სიტიმ გამოგვაგდო ლიგიდან, ბედნიერი იქნები?

    არ ვიქნები ბედნიერი მარა რა მერე ჩემი და შენი ბედნიერების გულისთვის თამაშობს მესი?

  • ozbeta
    schedule 26 აგვ 2020, 12:32
    #12

    schedule 26 აგვ 2020, 12:27
    #11

  • t. K. – iniesta
    schedule 26 აგვ 2020, 12:24
    #10

    ეჰ ლეო არ ქნა ეგ… ლიგის მოგების იმედს ჩანასახშივე მიკლავ. 😑

  • ozbeta
    schedule 26 აგვ 2020, 12:24
    #9

    ციტატა: M10 S9 D11

    ციტატა: ozbeta
    ევროპაში არ უნდა დარჩეს

    რატო არ უნდა დარჩეს რატო შეუძლია ისევ მწვრევალების დაპყრობა და რატო არ უნდა დაიპყროს რახან არის შანსი რო ბარსას დსეტაკოს თუ რახან ხავი და ინიესტა არ დარჩა ევროპაში სათამაშოდ მესიმაც იგივე უნდა გააკეთოს იმათ ფეხებზე ეკიდათ უკვე თამაში წავიდნენ მაყუთები მოჭრეს ამას კიდევ უნდა ლიგის მოგება ბოდიში ძაან ცუდი ლოგიკაა

    რეალში რომ გადავიდეს უგულშემატკივრებ მესის?

  • Lukaturmanidze
    schedule 26 აგვ 2020, 12:24
    #8

    ციტატა: kingarturo

    ციტატა: basa7
    ხალხნო მესი რომ გამოვიდეს ახლა და ამ ამბების გამო საერტოდ კარიერას ვასრულებო რო თქვას მაინ ტრაკი იქნება ხო?

    პროსტა როგორ არ გცხვენიათ და მესიზე პირში ენა როგორ გიტრიალდებათ მართლა ძალიან მიკვირს

    ამ სიტუაციაში რასაც ეგ აკეთებს ზუსტად ეგაა და რა ჩვენი ბრალია? რახან მესია მაგის გამო არ უნდა გავაკრიტიკოთ როცა ამას იმსახურებს? რაც გააკეთა და ბარსელონას აჩუქა ამ კაცმა მაგას არავინ უარყოფს, მარა დასაც ეხა შვრება უკანალის თამაშია ეს.

    ,გეთანხმები,მესი არაა ნამდვილი ლიდერი გასაჭირში ადგა და ყველაზე პირველი მიდის გუნდიდან თან აყალმაყალით

  • Anssumane
    schedule 26 აგვ 2020, 12:23
    #7

    ციტატა: Spain
    არსად არ წავა თუ წავა იუვენტუსში წავიდეს რო 2 3 წელი შოკში ჩააგდონ საფეხბურთო სამყარო ამ ორმა თუარადა სხვა გუნდს არ მოუხდება

    არც მბაპე ნეიმარს არ აწყენს და ყველაზე მკვლელი ტრიო იქნება

  • M10 S9 D11
    schedule 26 აგვ 2020, 12:21
    #6

    ციტატა: ozbeta
    ევროპაში არ უნდა დარჩეს

    რატო არ უნდა დარჩეს რატო შეუძლია ისევ მწვრევალების დაპყრობა და რატო არ უნდა დაიპყროს რახან არის შანსი რო ბარსას დსეტაკოს თუ რახან ხავი და ინიესტა არ დარჩა ევროპაში სათამაშოდ მესიმაც იგივე უნდა გააკეთოს იმათ ფეხებზე ეკიდათ უკვე თამაში წავიდნენ მაყუთები მოჭრეს ამას კიდევ უნდა ლიგის მოგება ბოდიში ძაან ცუდი ლოგიკაა

  • Spain
    schedule 26 აგვ 2020, 12:20
    #5

    არსად არ წავა თუ წავა იუვენტუსში წავიდეს რო 2 3 წელი შოკში ჩააგდონ საფეხბურთო სამყარო ამ ორმა თუარადა სხვა გუნდს არ მოუხდება

  • Anssumane
    schedule 26 აგვ 2020, 12:15
    #4

    Сага о трансфере Лионеля Месси усугубляется, поскольку теперь, похоже, подтверждено, что аргентинец передал свой запрос о трансфере доске Барсы. Ходило много слухов о пребывании Месси на «Камп Ноу».

    После унизительного поражения от «Баварии» он, кажется, потерял всякую уверенность в том, чтобы закончить свою карьеру в «Барсе», и теперь он хотел бы покинуть клуб, воспользовавшись своей оговоркой о бесплатном трансфере. Встретив нового тренера Кумана, Месси, похоже, принял решение и хочет двигаться дальше.

    Эта новость о том, что Месси просит "Барселону" расторгнуть его контракт, разозлила фанатов. Болельщики хотят, чтобы Бартомеу ушел в отставку, поэтому Месси решил остаться. Похоже, Бартомеу тоже очень сильно накаляет Месси, покинувший клуб. Сообщается, что он решил уйти с поста президента Барселоны.
    Это первый раз, когда ситуация ухудшилась настолько, что Месси находится на грани ухода из своего единственного футбольного клуба, где его считают богом футбола. Тем временем еще одна легенда клуба Карлес Пуйоль уже простился с Месси.

    Итак, хватит ли отставки Бартомеу, чтобы убедить Месси остаться в Барселоне? Или этот вопрос уже поднялся выше головы и он все равно решил покинуть клуб?
    აქვეა ლინკიც გადადით და ნახეთ ფოტოებიც რამდენი ხალხი გამოსულა ეს უკვე სერიოზულია ბართომეუმ გადაწყვიტა გადადგესო

    https://technosports.co.in/2020/08/26/barcelona-fans-want-bartomeu-out-instead-of-messi/

  • barcamen
    schedule 26 აგვ 2020, 12:14
    #3

    არსად წავა
    და რო მიდიოდეს, სიტი და პრემიერლიგაა ერთადერთი ვარიანტი სადაც გადავიდოდა…

  • ozbeta
    schedule 26 აგვ 2020, 12:13
    #2

    ევროპაში არ უნდა დარჩეს

  • basa7
    schedule 26 აგვ 2020, 12:11
    #1

    ხალხნო მესი რომ გამოვიდეს ახლა და ამ ამბების გამო საერტოდ კარიერას ვასრულებო რო თქვას მაინ ტრაკი იქნება ხო?

    პროსტა როგორ არ გცხვენიათ და მესიზე პირში ენა როგორ გიტრიალდებათ მართლა ძალიან მიკვირს