გასართობი თამაშების მწარმოებელმა იაპონურმა კომპანია Konami-მ განთქმული ვიდეო თამაშის – Pro Evolution Soccer 2021-ის გარეკანი გამოაქვეყნა.
გარეკანზე მოხვდნენ: ალფონსო დევისი (“ბაიერნი”), მარკუს რაშფორდი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), ლიონელ მესი (“ბარსელონა”), კრიშტიანუ რონალდუ (“იუვენტუსი”).
აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც საფეხბურთო სიმულატორის გარეკანზე მესი და რონალდუ ერთად მოხვდნენ. თამაშის რელიზი 15 სექტემბერს შედგება.
Fifa jobia😉