1997 წელს რონალდ კუმანმა საფეხბურთო კარიერა “ფეინოორდში” დაასრულა და ყველამ იცოდა, რომ ადრე თუ გვიან “ბარსელონას” გაწვრთნიდა. უფრო გვიან, ვიდრე ადრე, 23 წელი მოუწია ლოდინი და 57 წლის ასაკში ჩაიბარა აბსოლუტურად დემორალიზებული კლუბი.
“ბარსას” ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორი, ყოველთვის გამოირჩეოდა მტკიცე ხასიათით და ძლიერი თვითრწმენით, ფანებს ამჯერადაც ამის იმედი აქვთ, მისი რწმენა გადამდები უნდა იყოს.
მწვრთნელობა ასისტენტის რანგში დაიწყო, ის და ფრანკ რაიკაარდი, ჰოლანდიის ნაკრებში გუს ჰიდინკის ასისტენტები იყვნენ, ის ნაკრები კი არც 80/90-ანების ჰოლანდიას ჩამოუვარდებოდა (რომელმაც ევროპის ჩემპიონატი მოიგო) და არც 70-ანების ჰოლანდიას (რომელმაც მუნდიალის ზედიზედ ორი ფინალი ითამაშა), მაგრამ ჰიდინკის ხელში ვერაფერი მოიგეს და ვერც მუნდიალის ფინალამდე მივიდნენ. ჰიდინკს მაშინ უკვე მოიხსენიებდნენ ნახევარფინალების მწვრთნელად, მას მერე კი კიდევ ორი ნახევარფინალი წააგო, მათ შორის ერთი “ბარსელონასთან”.
1998 წელს, კუმანი “ბარსელონაში” დაბრუნდა, ლუი ვან გაალის ასისტენტის რანგში. “ბარსამ” ლა ლიგა ორჯერ ზედიზედ მოიგო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლად ითამაშა. ამ დროისთვის გუნდის კაპიტნები, კლუბის მომავალი მწვრთნელები – ლუის ენრიკე და პეპ გვარდიოლა იყვნენ. კუმანი ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ ეს ფეხბურთელები უფრო ადრე მოირგებდნენ მთავარი მწვრთნელის სტატუსს, ვიდრე თავად, თუმცა, ისიც საქმეა, რომ ჩავი ერნანდესს მაინც დაასწრო.
რონალდ კუმანს რომ მცირე მოთმინება გამოეჩინა, “ბარსას” მწვრთნელი ჯერ კიდევ 2000 წელს გახდებოდა, როცა ლუი ვან გაალმა კლუბი დატოვა, მაგრამ ერთი წლით ადრე, მან შეთავაზება “ვიტესისგან” მიიღო და ჩათვალა, რომ მთავარი მწვრთნელობისთვის მზად იყო. ასე აღმოჩნდა ვან გაალის ადგილზე ლორენცო სერა ფერერი.
მას შემდეგ, “ბარსაში” ყველაფერი ძალიან არეული და დაულაგებელი იყო, მწვრთნელად ყოველთვის განიხილებოდა რამდენიმე კანდიდატი, მაგრამ კუმანზე არასდროს შეჩერებულან. მაგალითად, 2002 წელს, ვან გაალის დაბრუნება არჩიეს, რაც რივალდოს გაშვებით და ძალიან წარუმატებელი სეზონით დასრულდა.
მოგვიანებით იოჰან კრუიფი ლაპორტას ურჩევს, რომ მწვრთნელად “აიაქსისა” და “მილანის” ლეგენდა, ფრანკ რაიკაარდი დანიშნოს, ლაპორტა მას დაუჯერებს და ეს გაამართლებს, ამ დროს რონალდ კუმანს, ალბათ კიდევ ერთხელ დაწყვიტეს გული, თუმცა “ქერა ბულდოგი” თავის შანსს ყოველთვის მოთმინებით ელოდა.
“ბარსამ” კუმანს ტატა მარტინო არჩია, ამ დროს ჰოლანდიელი ლეგენდა “ფეინოორდში” იყო, მაგრამ ერთი დაძახება და უცბად მოირბენდა.
შემდეგ ლუის ენრიკე დანიშნეს, კუმანი ამ დროს “საუთჰემპტონში” ცდილობდა მებრძოლი გუნდის ჩამოყალიბებას.
2017 წელს კი ერნესტო ვალვერდე შეარჩიეს, კუმანი კი ამ დროს “ევერტონში” იყო და ალბათ თავ-ბედს იწყევლიდა, რომ მის კანდიდატურას არავინ ლობირებდა.
შემდეგ იყო კატასტროფა რომში და ლივერპულში. ამ დროს კუმანს პირველად მიმართეს წინადადებით, მაგრამ მას ჰქონდა გეგმა ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად და შეთავაზებაზე უარი თქვა. კუმანი მიზნად ისახავდა, რომ ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებისთვის მიეღწია. ამიტომ, არც ზამთარში გაკეთებულ შეთავაზებას დათანხმდა, როცა ვალვერდე უკვე გათავისუფლებული იყო.
თუმცა, რაღაც მოულოდნელი მაინც მოხდა, საშინელი ვირუსი გავრცელდა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა, ევროპის ჩემპიონატი გადაიდო, კუმანმა კი გააცნობიერა, რომ “ბარსას” გაძღოლის ასეთი კარგი შანსი, არასდროს აღარ ექნებოდა, ამიტომ დაუქნია ხელი თავის ქვეყანას და როგორც იქნა ოცნება აისრულა.
მაღალი დონის მწვრთნელია რონალდი და იმედია ბარსაშიც დაამტკიცებს ამას .მე რაც ვიცი , საუთჰემპტონი ძაან კარგი გუნდი ჰყავდა და ვან დეიკიც , მთელი მსოფლიო რო აფანატებს ,მაგის აღმოჩენილია , ევერტონშიც პირველ წელს საკაიფო გუნდი ჰყავდა , მეორე სეზონში აურია რაღაც მიზეზებისდა გამო , ერდევიზიონშიც კარგი წლები ჰქონდა და ბოლოს ნაკრებიც საკაიფოდ მოხოდა , ერთ-ერთი ფავორიტი იქნებოდა ევროპის ჩემპიონატის კუმანთან ერთად . ამიტო მეიმედება ეს კაცი და იმედია გაგვიმართლებს იმედებს და მორიგი იმედგაცრუება არ აღმოჩნდება
ახლა ერთ რამეს ვიტყვი სტატიის ბოლოში წერია კუმანმა თავისი ოცნება აისრულაო ბარსაში რომ მოვიდა მარა ახლა საკითხავია ჩვენი ოცნება როდის ასრულდება…შეგვიძლია ვარაუდები გამოვთქვათ და რომელი მოვარტყავთ ვნახავთ …
ყოველთვის განსაკუთრებით ვგულშემატკივრობდი ახალგაზრდა ფეხბურთელებს.. გამოსდიოდათ თუ არა თამაში სულ მინდოდა რო ეთამაშათ.. და ჩემზე როიყოს ახლა მთლიანად ახალგაზრდებს დავტოვებდი გუნდში.. შეიძლება რამოდენიმე წელი ვერაფერი მოეგოთ მარა რაღაც დროის მერე უძლიერეს გუნდად ჩამოყალიბდებოდნენ
დესტი, არაუხო, გარსია, ტოდიბო, ლენგლე ან უპამეკანო, გრიმალდო
დე იონგი, ვან დე ბეეკი, პუჩი, მონჩუ, ფერნანდესი, მორიბა, პედრი
ფატი, ტრინკაო, ლაუტარო, დემბელე
მესის ბუსკეცს და კოუტინიოს დავტოვებდი გუნდში
სიამოვნებით ვუყურებდი ასეთ გუნდს..