workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
0 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
იამალი 6'sports_soccer ფერმინი 22'sports_soccer რაფინია 50'sports_soccer პედრი 79'sports_soccer იამალი 84'sports_soccer
სუარესი, პიკე, ბუსკეტსი და ალბა კუმანის გეგმებში არ შედიან

სუარესი, პიკე, ბუსკეტსი და ალბა კუმანის გეგმებში არ შედიან

“ბარსელონაში” დაანონსებული რევოლუცია იწყება. ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, კატალონიურ კლუბს არაერთი მძიმეწონოსანი ფეხბურთელი დატოვებს.

Cadena Ser-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რონალდ კუმანი “ბარსელონაში” უკვე ჩამოყალიბებული სათამაშო სქემით მივიდა, რომელშიც აქამდე სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრად მიჩნეული 4 ფეხბურთელი არ შედის. საუბარია ლუის სუარესზე, სერხიო ბუსკეტსზე, ჟერარ პიკესა და ჟორდი ალბაზე.

AS-ის ცნობით, ჰოლანდიელი სპეციალისტი ბუსკეტსს, ალბასა და პიკეს შეხვდება, El Chiringuito კი იუწყება, რომ ლუის სუარესს “ბლაუგრანას” დატოვება მოუწევს.

ოთხიდან სამის შემცვლელი მეტნაკლებად ცნობილია – ლუის სუარესის შემცვლელად ლაუტარო მარტინესი მოიაზრება; სერხიო ბუსკეტსის ადგილს ფრენკი დე იონგი დაიკავებს; ჟერარ პიკეს რონალდ არაუხო ან ერიკ გარსია ჩაანაცვლებს; აი ჟორდი ალბას საკითხი კი გაურკვეველია. ალტერნატივა სამია – ჟუნიორ ფირპო, “ბარსა ბ-ში” კარგად მოთამაშე სერხიო აკიემე, ან ახალი მოთამაშის მოყვანა, რაც კუმანისვე განცხადებით, ადვილი არ იქნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • Don_Andresito
    schedule 20 აგვ 2020, 15:45
    #11

    ციტატა: M10 S9 D11
    ზამენაზე მაინც დატოვონ ბუსკეცი და სუარესი რო ზამენიდან გაგავაძლიერებენ უეჭველი ბაზარია ალბაც მოჟნა თუ დაჯდება პიკეს გაასხმევინეთ


    სუარესი 100% ით უნდა დარჩეს სკამზე. ჯერ ერთი, უკეთესს ვერ მოიყვანენ ხო ვიცი რა ჩმორებიც არიან, მერე მეორე სკამზე სუარესზე კლასნი ვინ გინდა. ბოლო 20-25 წუთი ითამაშებს. თან მესის დარჩენა თუ უნდათ, სუარესიც უნდა დატოვონ, მზითვებში მოყვა ლეოს 😀 პიკე და ლენგლე უნდა იქცნენ ერთმანეთის როტაციაში მესამე მცველები, გარსია თუ მოვიდა ძირითადში. ხშირად ათამაშონ არაუხოც, ტოდიბოს ალბათ გაყიდიან რავიცი. ბუსიც სკამზე 1 სეზონი, მერე წავა. აი ალბას სკამს ჯობია კარგი კონკურენტი მოვიდეს, გაია იყიდონ ვალენსიიდან, კრიზისია მანდ და ადვილად დავითრევთ. 30-40 ან ფირპო და 10-15 ზემოდან. და გაიყოფენ სათამაშო დროს. ნახევარდაცვაში ვეინალდუმი დაივიწყონ ჯობია, ბეეკი თუ მოვიდა ხო კაი თუ არადა კოუ დაბრუნდეს. მარა სუარესი თუ დარჩცა ხელფასი უნდა შეუმცირონ (თუ დათანხმდა) თორე კოუ დემბელე მესი სუარესი გრიზმანი ერთად შანსი არაა ხელფასსაც ვერ გაწვდებიან.

  • nika 54
    schedule 20 აგვ 2020, 14:40
    #10

    ციტატა: JiMi
    და რობერტო რატოა ხელშეუხებელი უნრაალოდ ამიხსენით


    ჯერ არ უწევს პენსია.

  • M10 S9 D11
    schedule 20 აგვ 2020, 11:32
    #9

    ზამენაზე მაინც დატოვონ ბუსკეცი და სუარესი რო ზამენიდან გაგავაძლიერებენ უეჭველი ბაზარია ალბაც მოჟნა თუ დაჯდება პიკეს გაასხმევინეთ

  • davidus2020
    schedule 20 აგვ 2020, 11:24
    #8

    ბუსკეტსი გაშვება დიდი შეცდომა იქნება

  • Iniesta. And messi
    schedule 20 აგვ 2020, 11:05
    #7

    კარგია იმედია 4 წავა 4 მადლობა ყველაფრისთვის მათ ყველაფერი გააკეთეს გუნდისთვის მაგრამ არის დრო წასვლის

  • JiMi
    schedule 20 აგვ 2020, 09:57
    #6

    და რობერტო რატოა ხელშეუხებელი უნრაალოდ ამიხსენით

  • sandro89
    schedule 20 აგვ 2020, 09:38
    #5

    ბუსკეცეის გარდა ყველა გასაშვებია

  • ousmane dembele 11
    schedule 20 აგვ 2020, 09:36
    #4

    ტერ შტეგენი
    სემედო გარსია ლენგლე დევისი
    ვან დებეეკი დე იონგი პიანიჩი
    მესი გრიზმანი დემბელე

  • gurgenidze
    schedule 20 აგვ 2020, 09:32
    #3

    ციტატა: tigresa
    ბუსკეცზე და ალბაზე დავფიქრდებოდი. ვფიქრობ ჯერჯწრობით ორივე უნდა დარჩეს, თუ ძირითადში არა, შეცვლაზე ძალიან გამოგვადგება


    Ar dahdebian skamze.. alabas miawvnen da iyididon

  • tigresa
    schedule 20 აგვ 2020, 09:28
    #2

    ბუსკეცზე და ალბაზე დავფიქრდებოდი. ვფიქრობ ჯერჯწრობით ორივე უნდა დარჩეს, თუ ძირითადში არა, შეცვლაზე ძალიან გამოგვადგება

  • Geo_Barca
    schedule 20 აგვ 2020, 09:11
    #1

    იცის ამ კაცმა მწვრთნელობა იცის რასაც აკეთებს. გუნდს ახალი სისხლი და ახალგაზრდები სჭირდება. იცის რო ფაქტიურად ახლიდან უნდა ააშენოს გუნდი ამიტომ აქ თამოთვლილთაგანი ფეხბურთელები უნდა გაუშვან სხვა გზა არაა