AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსას” მომავალი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი, ლიონელ მესის გარდა, კატალონიელთა კიდევ 3 ფეხბურთელს შეხვდება.
მადრიდული გამოცემის ცნობით, ნიდერლანდელ სპეციალისტს “ბლაუგრანას” ლიდერებთან კონკრეტული საკითხები აქვს გადასაწყვეტი.
პიკესთან მიმართებაში მას აინტერესებს, არის თუ არა ფეხბურთელი მზად, იცხოვროს იმ სპორტული რეჟიმით, როგორითაც მისი თანაგუნდელები იცხოვრებენ. აქ საუბარია ცხოვრების წესის შეცვლაზე, რაც, მაგალითად, შუა სეზონში აშშ-ში გამგზავრებას გამორიცხავს.
ბუსკეტსთან კუმანმა უნდა გაარკვიოს, მზადაა თუ არა ვეტერანი გუნდში სათადარიგო როლს შეეგუოს. გავრცელებული ინფორმაციით, საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ნიდერლანდელის ფავორიტი მისი თანამემამულე ფრენკი დე იონგი იქნება. თუმცა, კუმანს მიაჩნია, რომ ტაქტიკური თვალსაზრისით, ბუსკეტსს გუნდისთვის ბევრი რამის მიცემა შეუძლია და მას აინტერესებს, შეძლებს თუ არა ესპანელი დამხმარე როლს შეეგუოს ისე, რომ გუნდისთვის პრობლემად არ იქცეს.
ალბასთან კი კუმანს ის აქვს გასარკვევი, შეუძლია თუ არა 31 წლის მარცხენა მცველს კვლავ მაღალი კონცენტრაციით თამაში, რადგან ბოლო დროს ჟორდის, ამ მხრივ, პრობლემები ხშირად აქვს.
ბუსკეცზე გამკვირვებია ხალხო, ასე ადვილად რომ იძახით გასაყიდიაო ვაბშე ტიპი ბარსას ხერეხემალია და რანაირად აკნინებთ ასე?? ფრენკი და ბუსი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან შეიძლება ორივე ერთ პოზიციაზე თამაშობენ, მაგრამ ბუსი ვაფშე სხვა დონეაა…
იმედია ეს თქვენი (ან უცხოელი ჟურნალისტების) ნაფიქრალი არაა და მართლა ესე ფიქრობს კუმანი, ლოგიკური შეფასებებია
მძორგლიკაზე რას აპირებს? იმედია ესეც არ მიჩმორდება მესისთან და გასაქონლებულ გამაზილავებულ სუარესს არ ატანტალებს მოედანზე
პიკე გასაყიდია ეგ კარგა ხანია ფეხბურთის თამაშზე აღარ ფიქრობს უკვე ბუსი უეჭველი საკმზე უნდა დაჯდეს და ალბას ზამენობაც მოჟნა მარა მანამდე წესიერი შემცვლელი უნდა მოვიყვანოთ ან ტალიაფიკო ან გრიმალდო და ალბა ზამენიდან დაგვეხმაროს ხოლმე ძლიერი სკამიც აუცილებელია
გასაგებია რომ ეს სამი ფეხბურთელი უნდა წავიდეს, მაგრამ გუნდში ერთი ცუდი რამ ხდება რასაც ყურადღებას არაბინ აქცევთ ამ სამი კაცის წასვლის შემდეგ გუნდს ძირითადში შესაძლოა ერთი ესპანელიც არ ყავდეს, რაც მთავარი პრობლემაა. დარწმუნებულები იყავით სანამ გუნდის ძირითად თერთმეტეულში 4 ესპანელი მეტი თუ არა არ იქნება ბარსას დნმ ვერ აღდგება და შესაბამისად მთავარი ტურნილზე ტიტულებს ვერ მოვიპოვებთ
თუ კარგი ტრანსფერები გაკეთდა , რთული არ იქნება პიკესა და ალბასაგან დამშვდობება ამ სეზონშივე, ალბას პოზიციაზე ტალიაფიკო ან გირმალდო შეიძლება მოვიყვანოთ , პიკეს ადგილას ტოდიბო ან უპამეკანო , დე ლიხს არ მოგვცემს იუვე , აი ბუსკეც საჭიროა სკამზე პლუს ვარჯიშებზე ბევრს ასწავლის სხვებს
რომ ვუყურებ სწორი მიდგომა აქვს კუმანს.პიკეს უტრაკებს რაც მთავარია
მერე ყველამ გადაგვირბინა გადმოგვირბინა წავიდა უკვე ამათი დრო და უნდა შეეგუონ ინიესტა რომ ვერ ქაჩავდა ადგადა წავიდა, ხავიმაც თავის თავი ამოწურა და წავიდა ფული აკეთა დარჩენილი წლები და რამდენი ხანი იქნება ბუსკეცი ეხლა ბარსაში 22 წლის ბიჭი კიაღარაა
ზუსტად მაგიტომ უნდა დავაფასოთ ბუსი 🙂 ძალიან უყვარს ბარსა და ყოველთვის დიდი ინტელექტი ამოძრავებდა მას ყველაზე გამორჩეული ფიგურა დღეს დღეობით ბუსკეცია ბარსაში ტიპი არც თავს გადაჯ…. ბევრს არ ლაპარაკობს სოციალურ ქსელებით არ ერთობა წვეულებებზე არ დადის და არ იკიდებს საქმეს დანარჩენს უნდა მოსდო ერთი ორი შემოლაწუნება და ყურების აწევაა საჭირო მესი რავი ტიპი მხოლოდ ოჯახის კაცი გახდა 🤣🤣🤣 ძაან მიყვარს და ვაფასებ ჩემი კუკირია მარა როგორც კაპიტანი უნდა გაბედონ და სხვა ვინმეს მიცენ უფრო ტერ შტეგენს და ხმა უნდა ამოიღოს ვინმემ გააამხნევოს გასახდელში ჩაკუკულები რო ზიან ხოლმე და ხელი რო აქვთ ჩაქნეული ყველაფერზე კაპიტანი რისთვისღაა მხოლოდ სამკლაურინ ხოარაა და მსაჯთან ლაპარაკი ჯარიმების დროს პირიქით თუ საჭიროა უნდა დაყვიროს ცივსისხლიანად ეს ყველაფერი მესის არ აქვს და სხვას რო გადაეცეს ამდენს მესის ვერ უბედავენ ჩემი აზრით ეს უნდა გამოსწორდეს პირველ რიგში ყველა ჩუმადააა და რატო?? იმიტო რო მესსის ავტორიტეტულობა განაპირობებს ამას ჩემი აზრით ან უნდა მოისპოს ეს და გუნდი წინ ეავა უფრო ან მესსის დროა რომ წავიდეს სადმე სიტიში ან რავი …
კომენტარებს გადავხედე და მეც მასე მიმაჩნია ბუსკეცმა ამოწურა საკუთარი თავი და სჯობს კარგად დაემშვიდობოს გუნდს და კარგად დაგვამახსოვროს თავი ვიდრე უფრო განუცდია რეგრესი
მოაშორონ სამივე
ბუსკეტს არა მგონია რამე პრეტენზია ქონდეს ზამენაზე ჯდომის როცა საჭირო იქნება შემოვა ალბა კი გასაყიდია
ალბა გასაშვებია.. ბუსი ზამენაზე მშვენიერია.. შემოვა და დაალაგებს ხოლმე ნახევარდაცვას საჭიროების შემთხვევაში..
თუ კარგი მცველი იყიდეს პიკეც გაუშვან
ბუსკეცი მაინც შეუცვლელი ფიგურაა ბარსასთვის