workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟერარ ლოპესი: ბართომეუ ისე იქცევა, თითქოს ცუდი არაფერი მომხდარა

ჟერარ ლოპესი: ბართომეუ ისე იქცევა, თითქოს ცუდი არაფერი მომხდარა

“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ჟერარ ლოპესი იმ ადამიანების რიგებს შეუერთდა, რომლებიც ბართომეუს მიერ ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებებით უკმაყოფილონი არიან.

“ბაიერნთან” 2-8 განადგურების შემდეგ ბევრი ელოდა, რომ ბართომეუ გადადგებოდა, მაგრამ პრეზიდენტმა ხელი კიკე სეტიენსა და მოგვიანებით ერიკ აბიდალს შეაწმინდა, თავად კი თანამდებობაზე დარჩა.

“ბართომეუ ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, თითქოს ცუდი არაფერი მომხდარა, ეს კი “ბარსელონას” გულშემატკივრების იმედგაცრუებას იწვევს. მეგონა კლუბის ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობას აიღებდა, მაგრამ ასე არ მოხდა.” – განაცხადა ლოპესმა El Transistor-თან საუბრისას.

ჟერარ ლოპესი “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია. კატალონიელთა პირველ გუნდში ის 2000-2005 წლებში თამაშობდა, 2015-2018 წლებში კი, ბართომეუს პრეზიდენტობის დროს, “ბარსა ბ-ს” წვრთნიდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • MessiAbuTidze4848
    schedule 19 აგვ 2020, 11:28
    #2

    არასწორი კადრები მოყავს , პლუს მოლაპარაკებები და ფულის სწორად ხარჯვა არ იცის , თორე ფული არ ენანება რომ დაახარჯოს გუნდს

  • El pistolero 9
    schedule 19 აგვ 2020, 11:00
    #1

    გაასხამს მარტში