უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი რომ მომავალ სეზონში ბარსელონას სათავეში რონალდ კუმანი ჩაუდგება 😋 💘
მართალია ბევრი უკმაყოფილო დარჩა კლუბის ამ გადაწყვეტილებით და ხალხის უმრავლესობას ხავის დანიშვნა ერჩივნა მაგრამ სიმართლეს რომ თვალი გავუსწოროთ ჯერ ხავის სათანადო გამოცდილება არ გააჩნია, ეს ხავიმაც კარგად იცის და ჩემი აზრით ძალიან ჭკვიანურად იქცევა რომ არ მოდის ჯერ გუნდში.
კუმანის მწვრთნელად დანიშვნას კი ძალიან ბევრი პლიუსი მოყვება
1.ბარსას ბოლო წლების თავსატკივარი დაცვის ხაზია, თავიდან უმტიტის და სემედოს გამოჩენამ თითქოს მოაგვარა ეს ყველაფერი მაგრამ შემდეგ უმტიტის ტრამვებმა, სემედუს ცუდათ თამაშმა დაცვაში ამას დაემატა პიკეც რომელიც დაცვის უპირობო ლიდერია და ძალიან ბავშვური შეცდომები ახასიათებს. ასევე თამაშს ძალიან მოუკლო ხორდი ალბამაც, ეს იმის ბრალია რომ მას კონკურენტი არ ყავს და დარწმუნებულია რო მწვრთნელი ბოლოს მაინც მასზე გააკეთებს არჩევანს. 😕
კუმანის ხელში კი დარწმუნებულები უნდა ვიყოთ რომ დაცვაში ესე უაზროდ არ იმოქმედებენ მცველები. მითუმეტეს ბევრი იწერება იმაზე რომ გარსია მომავალ სეზონში ჩვენ გუნდში აღმოჩნდება, ასევე დააწინაურებენ რონალდ არაუხოს რომელმაც თავი შესანიშნავად გამოიჩინა. მაგრამ ფლანგის მცველები გუნდში აუცილებლად მოსაყვანია, ამაზე კლუბი რას იზავს ჯერ ჯერობით უცნობია მაგრამ უნდა ვიმედოვნოთ რომ ტრანსფერები იქნება როგორც დაცვაში ისე ნახევადაცვასა და შეტევაში. 💘
მაგრამ მე მჯერა რომ კუმანი სიტუაციას დაალაგებს დაცვაში და დიდი სივრცე არ დაგვრჩება უკანა ხაზში და ფეხბურთელები უფრო შეთანხმებულად იმოქმედებენ. 🙏 💘
2.გუნდი დაიწყებს პრესინგის თამაშს რასაც ბოლო 3 წელია ბარსელონა არ ან ვერ გვთავაზობს. მომენტებში არის პრესინგის თამაში მაგრამ ეს მაქსიმუმ 5 წუთი გაგრძელდეს და ამის მერე ფეხბურთელებს დაღლა აშკარად ეტყობათ (ალბა.რაკიტიჩი.ვიდალი.ბუსკეცი.სუარეზი.)
3.კუმანი ძალიან კარგად იცნობს ნახევარდაცვის მომავალ ლიდერს ფრენკი დე იონგს სწორედ ჰოლანდიის ნაკრებიდან სადაც ფრენკი იქაც ერთ-ერთი მთავარი წამყვანი ფიგურაა…
4.კუმანის გავლენა იქნება ისეთ ფეხბურთელებზე რომლებზეც ბარსელონა დიდი ხანია აკვირდება. (ვან დე ბეეკი, დე ლიხტი) მათიი გუნდში მოსვლის პროცენტები ერთი ორად გაიზარდა. 😋
5.ვიმედოვნოთ რომ კუმანი სწორად გამოიყენებს გრიზმანს და დემბელეს. ბევრი იწერება იმაზე რომ სუარეზი გუნდს დატოვებს, რისი დროც ნამდვილად დადგა. მაშასადამე თუ სუარეზი წავიდა გრიზმანი ცენტრში გადაინაცვლებს მარცხნივ კი დემბელე დადგება. სადაც კუმანმა ერთი შეხედვით არაფრის მომცემი ბაბელისგან და თავგზააბნეულ მემფის დეპაისგან რაღაც შექმნა, გრიზმანის და დემბელეს გამოყენება ნამდვილად არ უნდა გაუჭირდეს. იმედია ფრანგს ტრამვები აღარ შეაწუხებს, თორე არამგონია მეტი დრო მისცენ მას თავისი ნიჭის გამოვლენისთვის.
ჩემი აზრით ეს პლიუსები ექნება ბარსელონას კუმანის მოსვლის შემდეგ. მაგრამ ერთი დიდი მინუსი ისაა რომ კონტრ შეტევაზე თაამაში არ უყვარს, ურჩევნია წყნარად და მშვიდად ამოიტანონ ბურთი ფეხბურთელებმა და ტაქტიკის მიხედვით იქმოქმედონ.
მე მაინც იმედს ვიტოვებ რომ ბარსელონა ამ ყველაფერს გადაიტანს 💘 პირველივე წელსვე ტიტულს არ ველოდები. ( მაქსიმუმ ლა ლიგა დავდოთ თუ კარგი ტრანსფერები გაკეთდება )
ბართომეუმ ასევე დაანონსა რომ ეს ფეხბურთელები ხელშეუხებლები იქნებიან 😋
1.ტერ შტეგენი
2.მესი
3.გრიზმანი
4.დემბელე
5.დე იონგი
6.სემედო
7.ლენგლე
ასევე დაანონსა ისიც რომ დაწინაურდებიან ფეხბურთელები:
1.რიკი პუჩი
2.ინიაკი პენია
3.მონჩუ
4.მორიბა
5.ფატი
ასევე არუნდა დაგვავიწყდეს ბარსას უკვე განხორციელებული ტრანსფერები:
1.პიანიჩი
2.მატეუს ფერნანდეში
3.პედრი
4.ტრინკაო
სავარაუდოდ აქედან ოთხივე ფეხბურთელი პირველ გუნდში დარჩება. ყველაზე საეჭვო პედრია რომელიც შეიძლება ბარსელონა ბ-ში გადავიდეს.
ასე რომ არ დავკარგოთ იმედი რაც ბოლო წლების გათვალისწინებით ძალიან სიგიჟედ ჟღერს მაგრამ მაინც ეს ბარსელონაა 💘ჩვენ გვყავს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე. ნახევარდაცვის ამომავალი ვარსკვლავი ფრენკი დე იონგი და მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი. 🙏 💘
ლალიგაზე და კოპა დელ რეიზე გავიწევით ჩემი აზრით, მაგ შემადგენლობას დავუმატოთ ალენიაც და სუპერ გამოვა სუპერი შემადგენლობა
მართალი ხარ რაც მთავარია დაცვას მიხედავს სოფლის დაცვა რო გვყავს იმაშიც გეთანხმები რომ დემბელეს და გრიზმანსაც ნამდვილად კარგად გამოიყენებს და ვნახავთ თუ რა შეუძლია დემბელეს კარგი მწვრთნელის ხელში გრიზმანი კიდე ძალიან მუშა ფეხბურთელია დაცვას ძალიან მაგრად ეხმარება პიკეზე უკეთ კი თამაშობდა წელს დაცვაში 😀 მარტო მეკარედ არ იდგა ამიტო მგონია მაგრად ითამაშებს ახალ სეზონში