კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტი, ჟოზეპ მარია ბართომეუ კლუბის ოფიციალურ არხთან საუბრისას ხელშეუხებელ მოთამაშეებს ასახელებს:
” ლეო მესი ხელშეუხებელია და ამის შესახებ თავადაც იცის. ასევე, მის ბედს იზიარებენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ფრენკი დე იონგი, უსმან დემბელე, კლემან ლანგლე, ნელსონ სემედუ, ანტუან გრიზმანი… მათზე ჩვენს მომავალ პროექტში დიდ იმედებს ვამყარებთ”, – ამბობს პრეზიდენტი.
აღსანიშნავია, რომ ჟოზეპმა ლუის სუარესი, ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი, არტურო ვიდალი და ივან რაკიტიჩი სიაში არ მოიხსენია.




სემედუ და გრიზმანი თუ არა არიან წასასვლელი, აბა სხვებს რას ერჩიან?
მივესალმები გუნდის გაახალგაზრდავებას მითუმეტეს იმის გათვალიოსწინებით რომ კარგი ახალგაზრდები არიან მეორე გუნდში პუჩი, ფატი, ფუენტე არაუხო ტოდიბო და + ვინც დაიმატეს პედრი ტრინკაო ფერნანდესი მათ უნდა მიეცეთ საშუალება ითამაშონ და დაამტკიცონ რომ ღირსნი არიან ბარსაში თამაშის.
სიმაართლე გითხრათ სემედუს გაზრდის იმედი უკვე არ მაქვს, ასაკი აქვს უკვე, ვალვერდს კისერზეა მაგისი ცოდვა სრულად. დემბელე კიდევ თუ ტრამვებმა არ გაუგრძელა ისევ თამაშის მხრივ განსაკუთრებული პრობლემა არ ქონია და ბევრს გაგაკვირვებთ კიდევ. ტრამვაა დემბელეს პრობლემა
სემედუს აათამაშებს, ნიჭიერია და ამ მწვრთნელებთან პროგრესის ნაცვლად სტაბილურობაც არა, რეგრესი ქონდა. ლანგლე იმედია სკამისთვის მხოლოდ, ძაან უინტელექტოა. დემბელეს კიდე ბოლო შანსი აქვს, რო ჯანსაღად იყოს და რეალურად აჩვენოს რა შეუძლია. საინტერესოა გრიზმანსაც როგორ გამოიყენებს კუმანი
სემედუუს და დემბელეს ისედაც არავინ იყიდიის ვის რაში ჭირდება ქარაქუცა ფეხბურთელები
ლანგლე სემედუ? ბაიერნთან მატჩს არ უყურა? რეალურად ხელშეუხებელია ფატი დე იონგი და შტეგენი მეტი არავინ
ლენგლეზე რაის იმედებს ამყარებს ეს პიტალო მოიყვანოს დელიხტი
ესენი ისედაც ვიცოდით
დემბელეცაა მაგ სიაში
დე-იონგი და დემბელეც მოიხსენია, არ ვიცი რატომ გამორჩა ავტორს..