workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილა, იბრა და ,,ბარსა” მომავალ სეზონში

ვილა, იბრა და ,,ბარსა” მომავალ სეზონში

,,ბარსას” ძალიან ბევრი ქომაგი უკმაყოფილოა შვედი ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის თამაშით და მის გუნდიდან გაშვებას მოითხოვს, თუმცა სინამდვილეში წაადგება თუ არა ,,იბრაკადაბრა” კატალონიურ გრანდს მომავალ სეზონში? ალბათ, ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არავის გააჩნია, თუმცა გასული სეზონის და ამჟამინდელ ფაქტებზე დაყრდნობით მოდით შევეცადოთ პასუხის პოვნას.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ზლატანი თავის ყველა ყოფილ გუნდში უდავოდ იყო გამორჩეული მოთამაშე და კლუბის ერთ-ერთი ლიდერი. მაშ, რა მოხდა ,,ბარსაში”? ნუთუ, ყველაფერი მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატისა და ,,ბარსას” სტილის ბრალია? იბრა მოიყვანეს სემუელ ეტო’ოს შემცვლელად, რომელიც იდეალურად უხდებოდა ,,ბარსას” სტილს. მოდით, შევადაროთ ამ ორი ფეხრბუთელის დადებითი და უარყოფითი მხარეებს. ეტო’ო შეუდარებლად ჯაბნის იბრას სისწრაფეში, საგოლე ალღოში, თუმცა ტექნიკისა და პასის რა მოგახსენოთ, ასევე, მიუხედავად ჩემი დიდი სიყავრულისა და პიტივისცემისა ეტო’ოსადმი, მას არ აქვს ისეთი ქარიზმა, როგორიც ზლატანს და ვერც ,,ბარსას” დონის გუნდის ერთპიროვნული ლიდერი გახდება. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ,,ბლაუგრანას” ცენტრფორვარდის პოზიციაზე წარმატებით სათამაშოდ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ეტო’ოს სისწრაფე და საგოლე ალღო ყოფილა და არა იბრას მრავალმხრივი უნარები და მრისხანე ფიზიკური მონაცამები, რადგანაც პასის მიმცემი, ორგანიზატორი, თუ მომენტის შემქნელები ,,ბარსას” უხვად ჰყავს. მას შეტევის დამაგვირგვინებელი სჭირდება და ეს სწორედ ეტო’ო იყო. ზლატანი არცერთ თავის ყოფილ გუნდში სუფტა ცენტრფორვარდი არ ყოფილა, ის სულ ქმნიდა მომენტებს, უფრო ასისტენტი იყო და 17 ბურთს სეზონში არ სცდებოდა, სამაგიეროდ ,,იუვენტუსში” უხვად ატანინებდა ტრეზეგეს, ხოლო ,,ინტერში” კრუზსა და კრესპოს. ,,ბარსაში” კი თავად აღმოჩნდა მათ ადგილას და თავი დაკარგულად იგრძნო. როგორც ხედავთ, მთავარი მიზეზი სულაც არ ყოფილა ,,ბარსას” სტილი, მაშ, რაღატომ უნდა დარჩეს იბრა მომავალ სეზონში? რადგან არც ,,ბარსას” აპირებს სტილის შეცვლას და ვერც იბრა გადაკეთდება. პასუხი მარტივია: დავიდ ვილა. ვილა გახდება სწორედ ის ფეხრბუთელი, რომელიც შეცვლის ეტო’ოს და ზლატანისთვის დაიკავებს ტრეზეგეს თუ კრესპოს ადგილს, ხოლო იბრა მესისთან ერთად მას ამისთვის შესანიშნავ პირობებს შეუქმნის.

,,ბარსას” სავარაუდო მონახაზი მომავალ სეზონში:
ჟუან ლაპორტამ უკვე შეძლო ვილას გადამობირება და, ალბათ, ყველა ვხვხდებით, რომ ფაბრეგასის ტრანსფერიც შორს არ არის. მაგრამ როგორ უნდა შეძლოს პეპ გვარიოლამ ამ ყველა ფეხრბუთელი ერთად შეთამაშება, რომ ,,ბარსას” დაცვითი პოტენციალი არ შესუსტდეს და ყველა ვარსკვლავი ძირითადში დარჩეს? ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება ასეთი იყოს:
მარჯვენა ფლანგი: მარჯვნიდან ლიონელ მესი და დანი ალვესი შეუტევენ და ალბათ, ფაბრეგასიც უფრო ამ ფლანგისკენ იქნება გადმოწეული, რაც დანის საშუალებას მისცემს გარკვეული დრო დაცვასაც დაუთმოს.
მარცხენა ფლანგი: აქ ალბათ ცვლილებები იქნება. სესკ-ჩავი თუ ცენტრს დაიკავებენ მაშინ ანდრეს ინიესტას მიეცემა საშუალება მარცხენა ფლანგზე გადაიწიოს და იქიდან იბრასთან ერთად ეცადოს ხიფატის შექმნას. აქედან გამომდინარე, მარცხენა მცველი მუდმივად იქნება დაცვაში, ნებისმიერ შემთხვევაში. რაც, რა თქმა უნდა, დაცვით პოტენციალს გააძლიერებს.
თავდასმა: აქ მარჯვნიდან მესი შეუტევს, რაც ყველასთვის ნათელია. რაც შეეხება ცენტრფორვარდს, ამ პოზიციაზე, სავარაუდოდ, ვილა განთავსდება, ხოლო ზლატანი უფრო მარცხნიდან შეუტევს და თუ გავითვალისწინებთ, რომ იქ ინიესტაც იქნება ფორვარდებს პოზიციების გაცვლის ხშირი შესაძლებლობა ექნებათ.

იმედია, პეპ გვარდიოლა მოიფიქრებს, თუ როგორ აათამაშოს ამდენი სუპერვარსკვლავი ერთად, ,,ბარსასგან” ფეხრბუთიის ისტორიის განმავლობაში საუკეთესო კლუბს გააკეთებს და შეძლებს მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორჯერ მოგებას.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward