ძნელია გავიხსენოთ, როდის იყო ბოლოს, რომ “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის წყვილში ისეთი გამოკვეთილი აუტსაიდერი ყოფილიყოს, როგორიც ახლა “ბაიერნთანაა”. საერთო შეფასებით წყვილის ფავორიტი მიუნხენური გრანდია და ამ მოსაზრებას ბუკმეკერებიც იზიარებენ. არადა, ყველამ ვიცით, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ “ბარსელონაში” თამაშობს. სავარაუდოდ, მესის გამოჩენის შემდეგ, “ბარსელონას” შანსები ასე მცირედით არასდროს შეფასებულა.
სათამაშო ფორმა
კიკე სეტიენის გუნდში მოსვლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ “ბარსელონამ” ზედიზედ 2 კარგი თამაში ჩაატარა. თუმცა, “ალავესთნ” 5-0 და “ნაპოლისთან” 3-1 მოგებებს შორის სხვაობა თითქმის 3 კვირაა და თავს ვერ დავდებთ იმაზე, რომ ეს გუნდის ამჟამინდელი კარგი ფორმის საწინდარია. ამის იმედი კი ნამდვილად გვაქვს.
წინა შეხვედრის მსგავსად, კვლავ იმის ხაზგასმა გვიწევს, რომ “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჯერაც წაუგებელია. ასეთივე შედეგი ჰქონდა “ბლაუგრანას” წინა მეტოქეს, მაგრამ ეს სერია შეწყდა. აი “ბაიერნს” კი, არათუ წაგება არ აქვს, მიუნხენელებმა ყველა თამაში მოიგეს, აქედან მხოლოდ 1 ერთბურთიანი სხვაობით. იყო 5 და 6 ბურთიანი სხვაობით მოგებებიც.
ყველა ტურნირის ჩათვლით, “რეკორდმაისტერს” ზედზიედ 19 თამაში!!! აქვს მოგებული, მიუნხენელთა ბოლო მარცხი კი 2019 წლის დეკემბრით თარიღდება. რა გასაკვირია, რომ გაურკვეველ ფორმაში მყოფ “ბარსელონასთან” გერმანელები ფავორიტებად მიიჩნევიან.
დანაკლისი
დადასტურებულია, რომ “ბარსელონას” სამუელ უმტიტი და არტური არ ეყოლება. ფრანგი მცველი ტრავმირებულია, ბრაზილიელ ნახევარმცველებს კი კატალონიელთა ოფიციალური ვებგვერდი ხსენების ღირსადაც კი არ ითვლის – ის გუნდის წევრად აღარ მიიჩნევა.
გუნდთან ერთად ლისაბონში გაემგზავრა უსმან დემბელე, მაგრამ ექიმებისგან თამაშის უფლება მას ჯერ არ მიუღია.
პორტუგალიაშია მარტინ ბრეითუეიტიც, რომელიც ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ იმყოფება. თუმცა, თუ “ბარსას” რომელიმე ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა, სეტიენს უფლება ექნება, ბრეითუეიტი განაცხადში მის ნაცვლად შეიყვანოს. მარტინს არაფერს ვერჩით, მაგრამ იმედი გვაქვს, ეს არ მოხდება.
“ბარსას” დაუბრუნდნენ დისკვალიფიკაციამოხდილი არტურო ვიდალი და სერხიო ბუსკეტსი, რაც კატალონიელთათვის ძალიან კარგი ამბავია.
მიუნხენელებს ტრავმირებული ბენჟამინ პავარი არ ეყოლება. “ბლაუგრანასთვის” ეს კარგი ამბავია, რადგან ფრანგი “ბაიერნის” მთავარი მარჯვენა მცველია.
შესაძლოა, გერმანელებს არც ნომერ პირველი მარცხენა მცველი ალფონსო დევისი ჰყავდეთ. მას, კინგსლი კომანის მსგავსად, მცირე ტრავმა აწუხებს. ამ ფეხბურთელების ბედი ჯერ გადაწყვეტილი არაა.
რაც შეეხება ლეროი სანეს, ის მარტინ ბრეითუეიტის მსგავს სიტუაციაშია.
ურთიერთშეხვედრები
რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
“ბაიერნი” არის გუნდი, რომელთანაც “ბარსელონას” ევროტურნირებზე ყველაზე მეტი წაგება აქვს. ჩატარებული 10 შეხვედრიდან კატალონიელებმა მხოლოდ 2 მოიგეს, ამდენივე ფრედ დაასრულეს და 6 დათმეს. ბურთების შეფარსება – 14-18.
გუნდების პირველი დაპირისპირება 1996 წელს ევროპის ლიგის (მაშინდელი უეფა-ს თასი) 1/2-ფინალში შედგა. მიუნხენში გამართული პირველი თამაში 2-2 დასრულდა, მაგრამ “ბარსელონამ” უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და “კამპ ნოუზე” 1-2 წააგო. კატალონიელთა მხრიდან გოლები გეორგე ჰაჯიმ, ოსკარმა და ივან დე ლა პენიამ გაიტანეს.
შემდეგ იყო 1998 წელი და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი. “ბარსელონა” 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად ემზადებოდა, ტურნირის ფინალი კი “კამპ ნოუზე” იმართებოდა. თუმცა, გერმანელებთან სტუმრად 0-1 და შინ 1-2 წაგების გამო “ბარსა” ჯგუფში ჩარჩა. ესპანელების მხრიდან ერთადერთი გოლი ჯოვანიმ გაიტანა.
“ბარსელონამ” “ბაიერნი” პირველად მე-5 ცდაზე დაამარცხა, თანაც როგორ. 2009 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში, პეპ გვარდიოლამ მისი მომავალი გუნდი 4-0 გაანადგურა. გოლები მესიმ (2), ანრიმ და ეტო’ომ გაიტანეს. განმეორებითი თამაში 1-1 დასრულდა და სტუმართა მხრიდან თავი სეიდუ კეიტამ გამოიჩინა. მესის გარდა, ორივე შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ ჟერარ პიკე, ხოლო სერხიო ბუსკეტსი პირველ მატჩში შეცვლაზე შევიდა. “ბაიერნში” იმ გუნდიდან არავინაა შემორჩენილი.
ამის შემდეგ იყო “ბარსელონას” ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ორრაუნდიანი დაპირისპირება. 2013 წელს, ლიგის 1/2-ფინალში, ტიტო ვილანოვას მიერ ამერიკიდან დამოძღვრილმა “ბარსელონამ” მიუნხენში 0-4, ხოლო კატალონიაში 0-3 წააგო. პირველ მატჩში მონაწილეობა პიკემ, ალბამ, ბუსკეტსმა და მესიმ მიიღეს, ხოლო განმეორებითში მხოლოდ პიკემ, რომელმაც ავტოგოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ “კამპ ნოუზე” გამართულ შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა მასპინძელთა ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა, რომელიც ახლა “ბაიერნში” თამაშობს. “ბაიერნში” იმ გუნდიდან ნოიერი, ბოატენგი, ალაბა, ხავი მარტინესი და მიულერი შემორჩნენ.
გუნდები ბოლოს ერთმანეთს 2015 წელს, ისევ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გადაეყარნენ, როდესაც ტაიგოს მსგავსად, “ბაიერნში” იყო პეპ გვარდიოლაც. “ბარსას” ლეგენდარული კაპიტნისა და მწვრთნელის “კამპ ნოუზე” დაბრუნება, მისთვის, წარუმატებელი გამოდგა – მესის დუბლითა და ნეიმარის გოლით “ბაიერნი” 0-3 განადგურდა. განმეორებით მატჩში მიუნხენელებმა 3-2 მოიგეს, მაგრამ ფინალში გასასვლელად ეს საკმარისი არ გამოდგა. მიუნხენში სტუმართაგან გოლები ნეიმარმა გაიტანა.
“ბარსელონას” გერმანულ გუნდებთან 61 თამაში დაუგროვდა. კატალონიელებმა 34 მოიგეს, 13 ფრედ დაასრულეს და 14 წააგეს, გაიტანეს 114 და გაუშვეს 64 გოლი. გერმანულ გუნდებთან გამართული 19 ორრაუნდიანი დაპირისპირებიდან კი “ბარსამ” 14 მოიგო.
“ბაიერნმა” ესპანურ გუნდებთან ჩატარებული 59 მატჩიდან 26 მოიგო, 14 ფრედ დაასრულა და 19 წააგო, გაიტანა 88 და გაუშვა 79 გოლი. ესპანური გუნდების წინააღმდეგ გამართული 21 ორრაუნდიანი დაპირისპირებიდან “რეკორდმაისტერმა” მხოლოდ 10 მოიგო.
გამორჩეული ფეხბურთელები
“და ლუჟზე” ორ დიდებულ დაპირისპირებას ვიხილავთ. ერთი ლეო მესისა და რობერტ ლევანდოვსკის შორის გაიმართება, მეორე კი – მარკ-ანდრე ტერ შტეგენსა და მანუელ ნოიერს შორის. ამ ორ დაპირისპირებაზე ორი საინტერესო ბლოგპოსტი გვაქვს (მესი vs ლევანდოვსკი, ტერ შტეგენი vs ნოიერი) და დიდხანს აღარ შევჩერდებით.
ამ ოთხეულის გარდა, კიდევ 2 მოთამაშეს გამოვარჩევთ. საუბარი “ბაიერნის” ორ ნახევარმცველზე, ტიაგო ალკანტარასა და ფილიპე კოუტინიოზე გვაქვს. ორივე ეს ბრაზილიელი (ტაიგო ბრაზილიელია, რომელმაც ესპანეთის ნაკრებში თამაში აირჩია) “ბაიერნში” “ბარსელონდან” აღმოჩნდა. ტიაგომ, რომელიც “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია, პირველ გუნდში 3 წლის გატარების შემდეგ, ჩავი-ინიესტას ჩრდილიდან გამოსვლა გადაწყვიტა და კლუბი დატოვა. კოუტინიო კი, გასული წლის ზაფხულში, “ბარსას” მოსაშორებელი გაუხდა და ბრაზილიელმა თავი იჯარით მიუნხენურ გუნდში ამოჰყო.
ტიაგოს სასტარტო შემადგენლობავი ველით, კოუტინიოს მოედანზე გამოჩენა კი საეჭვოა.
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშის შანსი აქვს, არტურო ვიდალია. ჩილელი “ბაიერნში” 2015-2018 წლებში გამოდიოდა, რის შემდეგაც “ბარსელონას” მიაშურა.
არბიტრი
შეხვედრას სლოვენიელი მსაჯები მოემსახურებიან, რომლებსაც დამირ სკომინა უთავკაცებს. მე-4 მსაჯი პორტუგალიელი არტურ დიასი იქნება, ვიდეორეფერი იტალიელი მასიმილიანო ირატი, ხოლო ვიდეორეფერის თანაშემწე მისი თანამემამულე მარკო გუიდა.
დამირ სკომინა 44 წლისაა. მსაჯობა მან 25 წლის წინ დაიწყო, 2001 წელს კი დებიუტი სლოვენიის უმაღლეს ლიგაში ჰქონდა. უკვე 17 წელია სკომინა FIFA-ს კატეგორიის არბიტრია, 2009 წლიდან კი UEFA-ს ელიტურ მსაჯებს შორის შედის. მას ჩემპიონთა ლიგაზე 62, UEFA-ს ტურნირებზე კი 146 თამაში დაუგროვდა.
“ბარსელონას” დამირ სკომინას მსაჯობით ჩატარებულ 5 თამაშში 4 მოგება და 1 წაგება აქვს. სწორედ “ბაიერნთან” ავადსახსენებელი 0-3 წაგებით დაიწყო “ბლაუგრანასა” და სკომინას ურთიერთობა, რომელიც კარგად გაგრძელდა – მოგებები “გლადბახთან” (2-1), “იუვენტუსთან” (3-0), “ჩელსისთან” (3-0) და “ინტერთან” (2-1).
“ბაიერნს” სკომინას მსაჯობით სულ 2-ჯერ უთამაშია. “ბარსელონას” გარდა მიუნხენელებმა ჰაიფას “მაკაბი” გაანადგურეს, ასევე სტუმრად და ასევე 3-0.
სკომინას ესპანურ და გერმანულ გუნდებთან თითქმის თანაბარი სტატისტიკა აქვს – ესპანელებს 60% მოგება და 27% წაგება, ხოლო გერმანელებს 62% მოგება და 25% წაგება. ერთი სტატისტიკა კი ყურადღებას იქცევს – სლოვენიელმა, 33 თამაშში, ესპანელების წინააღმდეგ მხოლოდ 1 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, ხოლო გერმანელების მონაწილეობით ჩატარებულ 24 თამაშში მათ წინააღმდეგ 5 თერთეტმეტრიანი. არც “ბარსელონასა” და არც “ბაიერნის” მატჩში სკომინას არც თერთმეტმეტრიანი დაუნიშნავს და არც წითელი ბარათი უჩვენებია.
სტატისტიკა
- ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ 2 წაუგებელი გუნდია შემორჩენილი – “ბარსელონა” და “ბაიერნი”;
- “ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში რვავე თამში მოიგო;
- “ბაიერნს”, ყველა ტურნირზე, ზედიზედ 19 მოგება აქვს;
- ამ 8 თამაშიდან შვიდში “ბაიერნს” მინიმუმ 3 გოლი გაჰქონდა და მინიმუმ 2 ბურთის სხვაობით იგებდა;
- ჩემპიონთა ლიგას შემორჩენილ გუნდთაგან ეს ტურნირი მხოლოდ “ბარსელონასა” და “ბაიერნს” აქვთ მოგებული;
- “ბარსელონა” და “ბაიერნი” ერთმანეთს ევროტურნირების ფლეი ოფში 4-ჯერ შეხვდნენ და ოთხვე შემთხვევაში მათ შორის ძლიერი ტურნირის გამარჯვებული გახდა;
- “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ზედიზედ მეცამეტედ ითამაშებს, რაც ტურნირის ისტორიული რეკორდია;
- “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 31 თამაშიდან მხოლოდ 2 წააგო;
- გერმანულ გუნდებთან ჩატარებულ ბოლო 6 თამაშიდან “ბარსამ” 4 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა;
- ესპანურ გუნდებთან ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში “ბაიერნს” 2 ფრე, 3 წაგება და მხოლოდ 1 მოგება აქვს;
- “ბაიერნის”ფეხბურთელს, ხავი მარტინესს, ესპანეთში ყოფნის დროს, “ბარსელონას” წინააღმდეგ 15-ჯერ უთამაშია, მაგრამ მას მოგება არ აქვს (5 ფრე, 10 წაგება), გერმანიაში გადასვლის შემდეგ კი მან კატალონიელებს სამივე შეხვედრა მოუგო.
მწვრთნელების კომენტარები
კიკე სეტიენი: “ჩვენს შესაძლებლობებში დარწმუნებულნი ვართ. ვფიქრობ, რომ თანაბარი თამაში იქნება. “ბაიერნი” ექსტრაორდინალური გუნდია, მაგრამ ჩვენ სათქმელი ბევრი გვაქვს“. სეტიენის სრული კომენტარი.
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტესი, დე იონგი, ვიდალი, მესი, სუარესი, გრიზმანი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი, კიმიხი, ბოატენგი, ალაბა, დევისი, გორეცკა, ტიაგო, გნაბრი, მიულერი, პერისიჩი, ლევანდოვსკი.
პროგნოზი
- WhoScore: 1-3
- Sportsmole: 1-2
- Sportskeeda: 1-3
- Skuawka: 1-2
ტრანსლაცია
თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და silksport.ge წარმოგიდგენთ.
გვარდიოლა იყო ახალი წასული და 7-0 მოგვიგეს,მონსტრები არიან, ამათი ნაცისტი
"ბარსელონას" რომ დიდი მომავალი აქვს, ვიცით. არცერთ ევროპულ გუნდს არ ჰყავს იმ ხარისხისა და რაოდენობის ახალგაზრდა ფეხბურთელები, როგორიც "ბარსელონას". თუ რომელიმე კლუბს აქვს მომავალი გარანტირებული, ეს სწორედ "ბარსაა".
სამაგიეროდ არცერთ ევროპულ გუნდს არ ტოვებენ იმდენი ტალანტები, საკმაოდ ახალგაზრდულ ასაკში რო ვერ ჩამოვთვლი.ერთადერთი მესია რომელმაც თავისი ტალანტი სრულად გამოავლინა. ხოლო კრკიჩები და ჟეფრენები, მორიბები თუ ოლმოები რაც შეიძლება სწრაფად გარბიან უკეთესი ცხოვრების იმედით. აგერ ვიღაცას ფატის აგენტს უკვე ჩალიჩი დაუწყია ფატის გასაყიდად და თან ბარსას ემუქრება ის ძველი კონტრაქტი არ ითვლება და ვერც გაახანგრძლივებთ, იმიტომ რომ ხელმოწერის დროს არასრულწლოვანი იყოო. ვინმეს სჯერავს რომ მან ეს ფატის ნებართვის გარეშე გაბედა? ყველაფერი შეიძლება ლამაზად შევფუთოთ და ხალხი "ვაოცნებოთ" ბედნიერი მომავლით, მაგრამ ძალიან დიდი ეჭვები ჩნდება ამ ბოლო დროს და უბედურებაა, რომ ბართომეუს წასვლის შემდეგაც კი დიდ ძვრებს გაჯანსაღებისკენ ვერ ვხედავთ.
ისე თუ ვინმეს გახსოვთ ბაიერნი გვყოლიაა აქამდე ჯგუფშიი??🤔🤔 თუ პირველარ არის..
თუ პირველად არის ჩავიფიქროდ რაღაც😂😂😂😂😂
1998-1999 წლებში გვყავდა ერთხელ. მესამეზე გავედით, ბაიერნის და მანჩესტერის შემდეგ.
და ისევ 3-5-2. არ ამართლებს ეს ტაქტიკა ბარსასთვის და მგონია დღესაც არ გაამართლებს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს უფრო დაცვითი ხასიათის ტაქტიკაა. და თუ ბაიერნი პირველივე წუთებიდან მძიმედ შემოგვიტევს, და ამას ბაიერნი აუცილებლად გააკეთებს, მაშინ ჩვენი დაცვა ვერ გაუძლებს გერმანულ შტურმს და აუცილებლად დაუშვებს შეცდომებს, რაც კარების სწრაფი აღებით დასრულდება. ლევანდოვსკის ისედაც ვერ დაიჭერენ ჩვენი დამცველები, ვერც სამნი და ვერც ხუთნი, ვინაიდან ლევანდოვსკი ძალიან სწრაფია, ეშმაკია და იდეალურ ფირმაშია. და როგორც კი გოლს გაუშვებს ბარსა, ღმერთმა არ ქნას და მითუმეტეს ორს, ჩვენ ყველას გვინახია თუ რიგორ იბნევა ამ სიტუაციაში ბარსა. შემტევი რჩება დეპაი, ვინაიდა ლიუკ დე იონგის გოლები კი მინახია, მაგრამ გონების დაძაბვა მჭირდება, რომ გავიხსენო, იმდენად ცოტაა. თანაც ეგ არის ტიპიური 9-ანი და გოლი რომ გაიტანოს, ვინმესგან პასი სჭირდება. მარცხნვ ნახევრად ტრამვირებული ალბა გვყავს, მარჯვნივ კი რობერტო, რომელიც საშიშ ფლანგს არ წარმოადგენს. თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ კარებში ნოიერი დგას და მესი კიდევ აღარ გვყავს, რომ თავზე გადაუგდოს. 4-3-3 ვთვლი უფრო სწორი იქნება, ვინაიდან ჯერესერთი მოთამაშეები უფრო იცნობენ ამ ტაქტიკას, ყველას თავისი ადგილი და ფუნქცია განაწილებული აქვს და მესამე თავდამსხმელიც გვემატება მარჯვნიდან, რაც ბაიერნის მხრიდან დამატებით ყურადღებას მოითხოვს. კოუტინიომ ორი გოლი გაგვიტანა 8-2 შემთხვევაში, ხოდა დაუბრუნოს ბარსას ვალი და გააკეთოს რამე, მაგრამ ძალიან ეჭვი მეპარება. მინდა ბარსას მოგება, როგორ არ მინდა, ვოცნებობ, მაგრამ ეხლა ილუზიების დრო არ არის და საღად უნდა შეფასდეს დადებითიც და უარყოფითიც. მოგების ერთ-ერთი კარგი შანსი ის არის, რომ ბაიერნმა იცის, რომ ბარსა დასუსტებულია, მესი არ არის და ცოტა ქედმაღლურად იქცევა, თანაც ახოვთ 8-2, ამიტომ შეიძლება ყურადღება მოადუნოს და შეცდომები დაუშვას, რაც ჩვენებმა უნდა გამოიყენნ 100%-ით, მაგრამ ამას სამი ფირვარდი სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მარტო დეპაის იმედი უნდა გვქონდეს, თუმცა ტრადიციულად ნიდერლანდელებს ყოველთვის უჭირს გერანელებს წინააღდეგ თამაში. დანარჩენების მხრიდან გოლის გატანა სათუოა. ღმერთმა ქნას და ვცდებოდე და რომ იძახის კუმანი, ჩემი წყალიბით აქვს ბარსას მომავლიო, მართალი აღმჩნდეს. აგერ ბატონო ბურთი და მოედანი. მაგრამ როგორც არ უნდა დასრულდეს დღევანდელი მატჩი, ფლეი-ოფფში მაინც გავალთ, დნარჩენი გამოჩნდება…
ღმერთო გადმოგვხედე 🙏🏻
სანამდე დავეცით, ბაიერნთან ბარსას მოგებას, რომ 3,5 ექნება ნოუ კამპზე, წაგებას კი 1,95
ლიჟბი არ წავაგოთ
მეც მგონია რო მოვიგებთ დღეს, ზედმეტად ფავორიტად შერაცხეს ბაიერნი 8-2 განმეორდებაო, არადა კარგად ვთამაშობთ ჩვენც და მგონია რო მოვიგებთ, თან სახლში გვაქვს თამაში
ტერ შტეგენი რობერტო არაუხო ლენგლე პიკე ალბა ბუსკეცი დეიონგი პედრი დეპაი ლუკ დეიონგი
5 მცველიანი ჯობია ჩემი აზრით, ისედაც შემტევები არ გვყავს და კოუტინიოს ისედაც არ დააყენებს მგონი თავიდანვე
lesane C,
ამბურჯგლაა……<3 😀
ძნელია გავიხსენოთ, როდის იყო ბოლოს, რომ "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის წყვილში ისეთი გამოკვეთილი აუტსაიდერი ყოფილიყოს, როგორიც ახლა "ბაიერნთანაა"
არც ისე ძნელია, და გაგახსენებთ 2012/13 სეზონში თუ არ გჯერათ ეს ნახეთ: https://www.youtube.com/watch?v=7Y_mtKje1lA
კარგი შანსი გვაქვს წელს ფინალი ვითამაშოთ.
მესმის ბაიერნი საკმაოდ ძლიერი გუნდია, მაგრამ ერთმატჩიანმა დუელმა გვანახა რო რაც არ უნდა ფავორიტი იყოს გუნდი მაინც თანაბარი თამაში მიდისს, ამიტომ მოინდომონ!!! თუ საჭირო იქნება შუაზე გაიხენ და ბაიერნის ბარიერი დაძლიონ! წელს ისე ვართ მესიზე დამოკიდებული როგორც არასდროს და იმედია საოცრად მოტივირებული გავა სტადიონზე და თუ ეს ასე მოხდა, ვფიქრობ ბაიერნთან საკმაო შანსი გვაქვს, რომ მათი ბარიერი დავძლიოთ
არ გვინდა ცუდი, დავივიწყოთ და მხოლოდ კარგზე ვიფიქროთ.
Xval unda ivargos VAR- ma. Dzaan bevrs iuxeshebs bavaria, gansakutrebit mesize. Sheecdebian mwyobridan gamoiyvanon (is ar ician ro ufro adzlierebs maseti qmedebebi) da xasiati daukargon. Suam unda aiyvanos tavi xelshi da vidalma (tu iqna dziritadshi) ar unda ayven provokaciebs (dzaan bevrjer iqneba magis mcdeloba), vinc civi gonebit iqneba da nervebs ar ayveba is moigebs. Grizmanis da frenkis mshvidi xasiati wagvadgeba dzaan iseve raketac dzaalian dagvamshvidebs xval (ver aris formashi raketa magram xval unda iyos dziritadshi) Simshvides tu shevinarchunebt tavistavad titon isini gamovlen mwyobridan da ai mere shevdzlebt chven vukarnaxot tamashis msvleloba da ritmi. Gisurvebt barsas gasvlas pilufinalshi!
როგორც ნაპოლისთან ითამაშა დაცვამ ისე თუ ითამაშეს კარგი იქნება
კი
ანუ საშინაო ფორმით იქნება ხო ბარსა ასე გამოდის ?