workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” – “ბაიერნის” მსაჯი ცნობილია

“ბარსელონა” – “ბაიერნის” მსაჯი ცნობილია

კატალონიის “ბარსელონა” საგულდაგულოდ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, 14 აგვისტოს, მიუნხენის “ბაიერნთან” მეოთხედფინალური მატჩისათვის ემზადება.

ესპანური გამოცემა Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, UEFA-მ აღნიშნული შეხვედრის არბიტრად დამირ სკომინა დანიშნა.

ასევე, ცნობილია, რომ VAR-ის ოთახში მას დახმარებას იტალიელები – მასიმილიანო ირატი და მარკო გუიდა – გაუწევენ, ხოლო მეოთხე რეფერი პორტუგალიელი არტურ სოარეშ დიაში იქნება.

სლოვენიელმა არბიტრმა კატალონიელთა მონაწილეობით მატჩი ბოლოს გასული წლის 2 ოქტომბერს განსაჯა. ხსენებულ დაპირისპირებაში “ბარსამ” მილანის “ინტერი”, ანგარიშით, 2-1 დაამარცხა.

გარდა ამისა, ამ შეხვედრამდე, 44 წლის დამირმა 2017-2018 წლების სეზონში “ბლაუგრანასა” და ლონდონის “ჩელსის” შორის “კამპ ნოუზე” გამართულ მატჩშიც იმსაჯა, სადაც ლეო მესისა და უსმან დემბელეს გოლებით მასპინძლებმა 3-0 იმარჯვეს.

ჯამში, სკომინა “ლურჯ-ბროწეულისფერთა” შეხვედრების არბიტრი 5-ჯერ იყო, საიდანაც “ბარსელონამ” 4 მოიგო, 1 კი ფრედ დაასრულა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • me da barca
    schedule 12 აგვ 2020, 20:55
    #5

    ღმერთმა ქნას ეს მეხუთე მოგება იყოს სკომინას ხელში.
    ნოიერს კი ვუსურვებ შტეგოზე მეტი გოლი გაუშვას, დანარჩენ გერმანელებს კი დამუნჯებას

  • M10 S9 D11
    schedule 12 აგვ 2020, 20:16
    #4

    იმედია ჩესნად იმსაჯებს

  • ფარნა
    schedule 12 აგვ 2020, 16:52
    #3

    კიდევ კაი ბრიხი არ დანიშნეს საშინელებაა მაგის მსაჯობა სკომინა კი ბევრად უკეთესია

  • Lasha71
    schedule 12 აგვ 2020, 16:04
    #2

    იტალიელი და პორტუგალიელები ? 🙂

    იტალიელს ზუბი აქვს ბარსაზე რადგან იტალიური კლუბი გავაგდეთ
    პორტუგალიელი იასნია კრიშტიანას ფანი იწქნება და …

    ჰოლანდიელები და ფრანგები რომ ყოფილიყვნენ ჯობდა . . .

  • JUZI
    schedule 12 აგვ 2020, 14:11
    #1

    მსაჯი კარგად გვყავს დაცდილი.