workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის უყვარს “ბაიერნი”

მესის უყვარს “ბაიერნი”

“ბაიერნი” ამ დროისთვის უკეთესი გუნდია, ვიდრე “ბარსა”, უფრო შეკრული, უფრო კარგად დაკომპლექტებული, უფრო დინამიური და ტაქტიკურად გამართული. ყველაზე დიდი უპირატესობა რაც “ბაიერნს” აქვს არის ორგანიზება. ყველამ იცის მოედანზე რა უნდა აკეთოს, “ბარსაში” კი როგორი ტაქტიკაც არ უნდა შეარჩიონ, მაინც რჩება მინიმუმ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც საერთოდ ვერ გაუგია მოედანზე რას აკეთებს. ამ დონის შეხვედრებისთვის, ეს უკვე განაჩენია.

“ბარსას” მთავარი იმედი ლიონელ მესია, რომელმაც “ნაპოლისთან” საკუთარ დონეზე ითამაშა და კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა მაყურებელი. წესით და რიგით, მესის სამი გოლი უნდა გაეტანა, მაგრამ მეორე გოლი არ ჩაუთვალეს, მესამე გოლის დროს კი ფეხზე მკურნალობდნენ და თერთმეტმეტრიანი ვერ შეასრულა.

ლეომ თავის საყვარელ პოზიციაზე ითამაშა, როგორც ყოველთვის თავისუფალი იყო, ცენტრშიც ხშირად იწევდა, მაგრამ ძირითადად მარჯვენა ფლანგზე მოქმედებდა. ამ პოზიციაზე კი მიუნხენის “ბაიერნი” მსოფლიოში საუკეთესოა, რადგან ამ ფლანგზე ალფონსო დევისი ჰყავს, ბევრის აზრით, კანადელი უკვე არის მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა მცველი, მაგრამ ამ დროისთვის თუ ეს გადამეტებული შეფასებაა, სამომავლოდ ამ ტიტულში ვერავინ შეეცილება.

მისგან ცენტრში კი დავიდ ალაბაა, რომელიც უნივერსალიზმით გამოირჩევა და ასევე საუკეთესოდ ითვლება თავის პოზიციაზე. მისი შეძენა “ბარსელონას” დიდი ხანია სურს, მესისთან დაპირისპირება კი ყველაზე კარგი ტესტი იქნება.

მესის უყვარს “ბაიერნი”. ეს გუნდები რომ ერთმანეთს არ ინდობენ, ძველი ამბავია. პირველად მესის და “ბაიერნის” გზები პეპ გვარდიოლას ეპოქაში გადაიკვეთა, მაშინ “ბარსამ” 4-0 მოიგო “კამპ ნოუზე” და განმეორებით შეხვედრას აზრი დაუკარგა. ლეომ ორი გოლი გაიტანა.

მომდევნო ჯერზე იგივე გააკეთა “ბაიერნმა”, მწვრთნელის გარეშე დარჩენილი “ბარსა” გაანადგურა და “კამპ ნოუზე”, ამჯერად მესის არყოფნაში დარჩენილი გუნდიც არ დაინდო. გერმანელებს ასე სჩვევიათ, ცივსისხლიანად.

მომდევნო შეხვედრა ლუის ენრიკეს პერიოდია, “ბარსამ” გვარდიოლას “ბაიერნი” გაანადგურა და მეორე თამაშს კვლავ მოაკლდა დაძაბულობა. ლეომ კვლავ ორჯერ გაიტანა.

ამჯერად მხოლოდ ერთი ეტაპია.

აღსანიშნავია, რომ ვინც ამ სამ სეზონში გამარჯვება მოიპოვა, ჩემპიონიც ის გახდა.

გუნდების ყველა დაპირისპირების შესახებ, უკვე დავწერეთ და დაწვრილებითაც მიმოვიხილეთ, თვალის გადავლება აქ შეგიძლიათ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • katalomia
    schedule 10 აგვ 2020, 14:11
    #9

    ციტატა: ფეოლა

    ციტატა: katalomia
    Baierni ra yofila da mteli samyaro ar "uyvars" ro?!

    ხო, ყველა უყვარს : )

    Bavariis shemdeg siti mova mgoni da sitis mimart ramodena siyvaruli aqvs… ?!
    mmm … usasghvroo)

    ციტატა: Pako
    კრისტალზე ბარსას 3.35 აქვს კუში😂😂 ცოტა არიყოს და სასაცილოა რადღეში ჩააგდეა გუნდი რო ბაიერნს ბარსაზე დაბალი კუში აქვს 😂😂 მგონიარომ ესეც ტოტალიზატორის რიგითი მატჩი იქნება და ბარსა გავა👌👌

    Maxsovs reals micen kide bavariashi 5,5 kushi (titqos da bolnisis gundi iyo) da kic amotena aliansze realma.

  • JUZI
    schedule 10 აგვ 2020, 13:45
    #8

    ხოდა გაუყაროს 3 გოლი და გაგვახაროს ჰეთრიკით.

  • ფეოლა
    schedule 10 აგვ 2020, 13:45
    #7

    ციტატა: katalomia
    Baierni ra yofila da mteli samyaro ar "uyvars" ro?!

    ხო, ყველა უყვარს : )

  • katalomia
    schedule 10 აგვ 2020, 13:43
    #6

    Baierni ra yofila da mteli samyaro ar "uyvars" ro?!

  • ფეოლა
    schedule 10 აგვ 2020, 13:00
    #5

    ციტატა: nika 54
    ლეომ თავის საყვარელ პოზიციაზე ითამაშა,ცენტრშიც ხშირად იწევდა, მაგრამ ძირითადად მარჯვენა ფლანგზე იყო განლაგებული.

    პატივცემულო მწერლებო, ხანდახან ნაწერს გამოქვეყნებამდე თუ თვალს გადაავლებთ, არაფერი დაშავდება. გასაგებია 21-ე საუკუნე, კომპიუტერი და სისწრაფე და ასე შემდეგ, ანუ რასაც გვინდა იმას დავწერთ, ქართული ენა აიტანს.

    დღევანდელი მაგალითი: მესი მარჯვენა ფლანგზე ყოფილა "განლაგებული". განალაგებენ ავეჯს, ტრანსპორტს, ჯარს, შენობებს, მაგრამ ერთი კაცი როგორ უნდა "განლაგდეს" ამიხსენით. ხო შეიძლება დაწეროთ უბრალოდ რომ მარჯვენა ფლანგზე იდგა, მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა, ან საერთოდ მარჯვენა ფლანგიდან უტევდა, და ცენტრისკენაც მოქმედებდა და ასე შემდეგ. ერთი კაცის "განლაგება" არ შეიძლება, შეიძლება დაყენება. განლაგებას მინიმუმ 2 კაცი უნდა. ისე საერთოდ ფეხბურთში 10 კაცის განლაგებაზეა ხოლმე ლაპარაკი(ნუ მეთერთმეტე იასნია კარში დგას).
    მოხარული ვიქნები თუ ჩემ აზრს ხანდახან გაითვალისწინებთ და ჯერემი რანერივით, ბანით არ დამემუქრებით.

    ჰაჰა
    არა, შენი ხათრით ჩავასწორებ : )))

    მესი ლეგიონია, ერთი არ არის, ბევრია.
    ანუ განლაგდა.

    მარა კაი, ჯანდაბას.

    თან, ტაქტიკაზეა აქცენტი. როგორი განლაგება შემოგვთავაზა მწვრთნელმა. რა როლი მოუძებნა მესის.

  • nika 54
    schedule 10 აგვ 2020, 12:55
    #4

    ლეომ თავის საყვარელ პოზიციაზე ითამაშა,ცენტრშიც ხშირად იწევდა, მაგრამ ძირითადად მარჯვენა ფლანგზე იყო განლაგებული.

    პატივცემულო მწერლებო, ხანდახან ნაწერს გამოქვეყნებამდე თუ თვალს გადაავლებთ, არაფერი დაშავდება. გასაგებია 21-ე საუკუნე, კომპიუტერი და სისწრაფე და ასე შემდეგ, ანუ რასაც გვინდა იმას დავწერთ, ქართული ენა აიტანს.

    დღევანდელი მაგალითი: მესი მარჯვენა ფლანგზე ყოფილა "განლაგებული". განალაგებენ ავეჯს, ტრანსპორტს, ჯარს, შენობებს, მაგრამ ერთი კაცი როგორ უნდა "განლაგდეს" ამიხსენით. ხო შეიძლება დაწეროთ უბრალოდ რომ მარჯვენა ფლანგზე იდგა, მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა, ან საერთოდ მარჯვენა ფლანგიდან უტევდა, და ცენტრისკენაც მოქმედებდა და ასე შემდეგ. ერთი კაცის "განლაგება" არ შეიძლება, შეიძლება დაყენება. განლაგებას მინიმუმ 2 კაცი უნდა. ისე საერთოდ ფეხბურთში 10 კაცის განლაგებაზეა ხოლმე ლაპარაკი(ნუ მეთერთმეტე იასნია კარში დგას).
    მოხარული ვიქნები თუ ჩემ აზრს ხანდახან გაითვალისწინებთ და ჯერემი რანერივით, ბანით არ დამემუქრებით.

  • M10 S9 D11
    schedule 10 აგვ 2020, 12:49
    #3

    მჯერა რო მესი მორიგ სასწაულს შემოგვთავაზებს

  • Pako
    schedule 10 აგვ 2020, 12:37
    #2

    კრისტალზე ბარსას 3.35 აქვს კუში😂😂 ცოტა არიყოს და სასაცილოა რადღეში ჩააგდეა გუნდი რო ბაიერნს ბარსაზე დაბალი კუში აქვს 😂😂 მგონიარომ ესეც ტოტალიზატორის რიგითი მატჩი იქნება და ბარსა გავა👌👌

  • Msn91011
    schedule 10 აგვ 2020, 12:08
    #1

    მსოფლიოს საფრანგეთი-არგენტინას გავს ეს თამაში. შანსი მოგვეცა არაფრიდან 1 თამაში რო არის ნებისმიერი რაღაც შეიძლება მოხდეს. ჩემი აზრით ძაან მაგარ წინააღმდეგობას გაუწევენ და უფრო ბარსა მგონია გავა ვიდრე ბაიერნი მიუხედავად ბაიერნის ფორმისა. ფინალამდე თუ მივედით წესით მოიგებენ კიდეც ლიგას და კაი ცხრილი გვაქვს ესე ჯობდა უფრო საშიში მეტოქეები ფინალამდე რო მოვიშოროთ