ვებ–გვერდი Sports.Ru გვთავაზობს მიმდინარე სეზონის 10 საუკეთესო ნახევარმცველზე ვიდეოსა და მცირე ინფომრაციას.
10. სვენ ბენდერი (“დორტმუნდის ბორუსია”)
“ბორუსიის” კაპიტნის, სებასტიან კელიას ტრავმის შენდეგ, 21 წლის სვენ ბენდერს შანსი მიეცა, რომელმაც ეს ბრწყინვალედ გამოიყენა. გერმანიის ჩემპიონმა შესანიშნავად ითამაშა მიმდინარე სეზონში და გუნდს დიდ დახამრებას უწევდა. ბენდერი არ ერიდება ვარდნებს, რაც უმრავლესად მის სასიკეთოდ მთავრდება. ასევე აკეთებს გამოზომილ პასებს შორ დისტანციაზე. სვენ ბენდერი მეორე საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს ბუნდესლიგაში, პირველი ადგილი კი ნური შაჰინს ხვდა წილად.
[media=http://www.youtube.com/watch?v=GFxC9Ec6MbA]
9. ტეო იანსენი (“ტვენტე”)
ჰოლანდიური კლუბის კაპიტანი. ტეო ყოველთვის კარგად ასპარეზობდა, მაგრამ განსაკუთრებით საუკეთესოდ წელს წარმოაჩინა თავი. მან წელს შესანიშნავი საჯარიმო დარტყმა გარდასახა გოლად ჟულიო სეზარის კარში. მიუხედავად, იმისა, რომ ერედივიზიონის ბოლო ტურში დაკარგეს მათ ჩემპიონობა, “ტვენტემ” მაინც მოიგო ჰოლანდიის თასი და იმ მატჩში შესანიშნავი იყო კაპიტანი. 2010/2011 წლების სეზონში ტეომ ყველას დაუმტკიცა, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელია.
[media=http://www.youtube.com/watch?v=lNVTOiAAbeQ]
8. ხავიერ პასტორე (“პალერმო”)
მიმდინარე სეზონში არგენტინელმა დაამტკიცა, რომ ძალიან მაღალი დონის ნახევარმცველია. მიუხედავად თავისი პოზიციისა, მან უმარავი გოლის გატანა მოახერხა და სერია ა–ში ერთ–ერთი გამორჩეული ფიგურაა. პასტორე “პალერმოს” წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და უამრავი გრანდის ყურადღება მიქცია. კლუბმა კი იგი 50 მილიონად შეაფასა, რაც მის დონეზე მეტყველებს. ხავიერი ასევე გამოირჩევა გამოზომილი და გამჭოლი პასებით, მოედნის ხედვით.
[media=http://www.youtube.com/watch?v=cDSdOdMZZhg]
7. მესუთ იოზილი (“რეალ მადრიდი”)
ერთ–ერთი გმირი მსოფლიო ჩემპიონატისა, რომელიც შესანიშნავად შეეწყო “რეალს” პირველივე სეზონში. მან ლა ლიგის პირველ წრეში 5 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. მეორე წრეში კი მესუთმა მოუმატა და უკვე 10–მდე გაზარდა საგოლე გადაცემების რაოდენობა, საბოლო ჯამში კი 18 საგოლე გადაცემა. ერთ–ერთი გამორჩეული პასი იყო “ატლეტიკოსთან”. დერბიში შესანიშნავად იასპარეზა და საჯარიმო დარტყმა გოლად გარდასახა. მესუთ იოზილი მიმდინარე სეზონის აღმოჩენდა გახლდათ.
[media=http://www.youtube.com/watch?v=ewLPBaw2nZc]
6. ნური შაჰინი (“დორტმუნდის ბორუსია”)
ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშე, რომელიც “დორტმუნდის” ხერხემლად ჩამოყალიბდა, თუმცა მადრიდში გადაბარგდა. შესანიშნავი სეზონი ჩაატარა თურქმა ფეხბურთელმა დაყველა გააოცა, სოწრედ ამიტომ დაიმსახურე მადრიდის “რეალის” მესვეურების ყურადღება. მწვრთნელის გეგმებს შესანიშნავად ერგებოდა ლეგიონერი და მასზე იყწობოდა თამაში. არის ძალიან ტექნიკური, აქვს მოედნის ხედვა და არც გოლების გატანაზე ამბობს უარს. მესუთ იოზილთან ერთად ისიც სეზონის აღმოჩენაა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=n0V2g0E-a8Q]
5. ეზიკილ ლავესი (“ნაპოლი”)
სერია ა–ს გამორჩეული ნახევარმცველი, რომელმაც მიმდინარე სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა. ერგებოდა ნებისმიერ სათამაშო სტრატეგიას და მაქსიმუმს აკეთებდა საკუთარი გუნდისთვის. არგენტინელი გუნდის ყველაზე კრეატიული ფეხბურთელია, რომელმაც შესანიშნავად იცის როგორ გაიყვანოს თანაგუნდელი დასარტყმელ პოზიციაზე, გააკეთოს ზუსტი პასი და შექმნას საგოლე მომენტი. სწორედ ამიტომ მან მე–5 პოზიცია დაიკავა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=FuiBlhqjNj4]
4. რაიან გიგზი (“მანჩესტერ იუნაიტედი”)
ახალგაზრდა 37 წლის ფეხბურთელი როგორც ყოველთვის ბრწყინვალე სეზონს ატარებს. მისთვის მნიშვნელობა არ აქვს ასაკს, მეტოქეს. შესანიშნავად ასპარეზობს ყველა ასპექტში და ყოველი მეტოქისთვის სახიფათოა. გიგზმა პრემიერ ლიგის პირველივე ტურში გაუტანა გოლი “ნიუკასლ იუნაიტედს”. არ სჭირდება ახსნა მის ტალანტს, მოედნის ხედვა, ზუსტა პასი, უძლიერესი დარტყმა მარცხენა ფეხით, სწრაფი შეტევა. მოკლედ ნამდვილი ფენომენია, რომელმაც უკვე მერამდენედ მოიგო პრემიერ ლიგა და გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც კატალონიის “ბარსელონას” დაუპირისპირდება. ეს სეზონი ბრწყინვალეა მისთვის და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ფენომენია. მან რეკორდი მოხსნა და პრემიერ ლიგაში 750–ზე მეტი მატჩი ჩაატარა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=doLwGMRiugs]
3. გარეტ ბეილი (“ტოტენჰემი”)
ადამიანი, რომელმაც მსოფლიო გააოცა თავისი სისწრაფითა და თამაშის სტილით. “ტოტენჰემის” უდავო ლიდერი, რომელმაც წელს სრული ამ სიტყვის მნიშნველობით დაარბია მილანის “ინტერი”. ამ სეზონში ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც ის იყო, თუ როგორ “გააწამა” ახალგაზრდა უელსელმა “ინტერის” ბრაზილიელი მცველი დუგლას მაიკონი. გარეტი პრემიერ ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს და არამარტო ინგლისში. შესანიშნავად წარმოაჩინა თავი ევრო სარბიელზე. ნებისმიერ მეტოქე პირველ რიგში მისი განეოტრალებით კავდებოდა. თუმცა სეზონის დიდი ნაწილი გაუთავებელი ტრავმების გამო გაუცდა. მან რამდენიმე ძალიან ეფექტური გოლიც გაიტანა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=QvCaVTwwEQ8]
2. ანდრეს ინიესტა (“ბარსელონა”)
ყველაზე მშვიდი და გაწონასწორებული ფეხბურთელი. მისთვის მიმდიანრე სეზონი მართლაც ბრწყინვალეა. ყველაზე დამსამახსოვრებელი რაც მან გააკეთა იყო მსოფლიო ჩემპიონატზე. მისმა გატანილმა გოლმა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონობა მოუტანა. ამის შემდეგ ანდრეს ბევრად უფრო პოპულარული გახდა. ყველა ესპანურ სტადიონზე მას ოვაციებით ხვდებოდნენ და არასდროს უსტვენდნენ თუნდაც მაშინ, როდესაც წესებს არღვევდა. მან მუნდიალზე გატანილი გოლი მიძღვნა “ესპანიოლის” გარდაცვლილ კაპიტანს, დანი ხარკეს. ამის შემდეგ “ესპანიოლის” გულშემატკივრებმა იგი საბოლოოდ შეიყვარეს. შეიცვალა თუ არა ანდრესი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ? დიახ, ის ორმაგად და სამმაგად გაძლიერდა. დაწხვეწა სათამაშო სტილი და შესანიშნავ მატჩებს ატარებდა. ლა ლიგის პირველივე თამაშში მან საგოლე გადაცემა გააკეთა და გაიტანა ულამაზესო გოლი. შესანიშნავად ითამაშა “კლასიკოებსა” და დერბიში. იგი ნამდვილად იმსახურებს, რომ იყოს საუკეთესო.
[media=http://www.youtube.com/watch?v=-GgWC8ALwv8]
1. კრიშტიანო რონალდო (“რეალ მადრიდი”)
ყველა დროის საუკეთესო ბომბარდი პრიმერა დივიზიონში. იგი რეკორდების “მტერია” და აპირებს მომავალშიც უამრავი რეკორდი მოხსნას. შესანიშნავი სეზონი ჩაატარა მადრიდის “რეალის” უდავო ლიდერმა. იგი წელს გოლების მანქანად იქცა და საბოლოოდ დაეუფლა “პიჩიჩის”. ლა ლიგის ბოლო 3 ტურში მან არგენტინელ ლიონელ მესის 9 გოლით გაუსწრო. ვნახეთ პორტუგალიელის მიერ შესრულებული ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმები, შესრულებული დუბლები, ჰეთ–თრიქები და პოკერები. მოკლედ იგი წელს შესანიშნავი იყო და სწორედ მიმდინარე სეზონში გაუტანა პირველად “ბარსელონას” გოლი. მთელი კარიერის განმავლობაში ვერ ახერხებდა ამის გაკეტებას და წელს მან ორი გოლი გაუტანა “ლურჯ–ბროწეულისფერებს”, ერთი პენალტის ნიშნულიდან, ხოლო მეორე ჩაწოდედებულ ბურთს თავით გამოეხმაურა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=XMVzx895ko0]