“ბარსელონას” ოფიციალურმა Twitter-მა რიკარდო კუარეჟამას გოლი გაიხსენა.
“ბარსას” ფანებს ახალგაზრდა რიკარდოსი დიდად ეიმედებოდათ, სურვილი დიდი იყო იმისა, რომ მარჯვენა ფლანგზე ადგილი დაემკვიდრებინა, მარცხნივ რონალდინიო დგამდა შოუს, მარჯვნივ კი კუარეჟმა გაიბრწყინებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. პორტუგალიელმა ლუის გარსიას კონკურენცია ვერ გაუწია, სეზონის ბოლოს ორივე გაყიდეს და ფლანგი ლუდოვიკ ჟიულიმ ჩაიბარა, მერე კი მეფე მოვიდა.
“ბარსას” არასდროს არ უნანია კუარეჟმას გაშვება, მან ადგილი ვერც “ინტერში” და ვერც “ჩელსიში” ვერ დაიმკვიდრა. საუკეთესო პერიოდი “პორტუში” გაატარა, შემდეგ კი რამდენიმე შოუ თურქეთის ლიგაშიც დადგა.
👍 👍 👍მაგარი გოლი კი გამოუვიდა მაგრამ თვითონ ფეხბურთელი დიდი არაფერი იყო.