“ნაპოლის” წინააღმდეგ მატჩისთვის კიკე სეტიენმა “ბარსა ბ”-დან და “ჟუვენილ A-დან” რამდენიმე ფეხბურთელის დაწინაურების გადაწყვეტილება მიიღო. ისინი შემადგენლობაში ოფიციალურად დარეგისტრირდნენ და მაისურის ნომრები გაინაწილეს.
სარეზერვო გუნდის ფეხბურთელების ნაწილი “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის განაცხადში აქამდეც იყო: ესენი არიან ინიაკი პენია (26), რიკი პუჩი (28), კოლიადო (30), ანსუ ფატი (31 – ერთადერთი, რომელსაც დებიუტი უკვე ჰქონდა), არაუხო (33), მორერი (35), აბე (37 – ის ტრავმის გამო ვეღარ ითამაშებს) და აკიემე (39).
ახალი მოთამაშეების ნომრები ასე გადანაწილდა:
36. არნაუ ტენასი
41. რეი მანაი
42. მონჩუ
43. ხორხე კუენკა
44. ოსკარ მინგესა
45. კონრად დე ლა ფუენტე
46. ლუდოვიტ რეისი
47. ჟანდრო ორელიანა
Delafuente mainteresebs magrad .. imedi maqvs barsas momavalia
მომავალი ლომები.