workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მეკარეები, რომლებმაც მესის თერთმეტმეტრიანი მოიგერიეს

მეკარეები, რომლებმაც მესის თერთმეტმეტრიანი მოიგერიეს

“ბარსელონას” ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, კარიერის განმავლობაში 26 თერთმეტმეტრიანი გააცუდა. არგენტინელის დარტყმული, 20 შემთხვევაში, უშუალოდ მეკარეებმა მოიგერიეს.

Tribuna, Transfermakrt-ზე დაყრდნობით, გვთავაზობს ჩამონათვალს იმ მეკარეებისა, რომლებმაც ლეო მესის პენალტი აუღეს. ესენი არიან: ალისონ ბეკერი, ჟორდი მასიპი, ჰანს ჰალდორსონი, დიეგო ლოპესი (2-ჯერ), რუბენ მარტინესი, ფერნანდო პაჩეკო, იოელ როდრიგესი, ვისენტე გუაიტა, გორკა ირაისოსი, ჯო ჰარტი, იან ობლაკი, ჟეფერსონი, ანტონიო ადანი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, დიეგო ალვესი, ხავი ვარასი, ალექსანდრო ტზორვასი, ასიერ რიესგო და ხუან კარლოს კაბალიერო.

ამ ჩამონათვალში კატალონიური კლუბისთვის კარგად ცნობილი სახეებიც გამოერევიან. მასიპი “ბარსას” ყოფილი კარის დარაჯია, ტერ შტეგენი კი – ახლანდელი.

ჩამოთვლილ მეკარეებს შორის, ალბათ, ყველაზე იღბლიანი დიეგო ლოპესია, რომელმაც ლეო მესის თერთმეტმეტრიანის მოგერიება 2-ჯერ მოახერხა.

ლიონელ მესის სულ 117 პენალტი დაურტყმს, რომელთაგან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ბურთი ბადეში 91-ჯერ გაახვია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • JUZI
    schedule 05 აგვ 2020, 08:53
    #5

    ეხლა მაგრად მოუმატა ამ კომპონენტში ლომმა.

  • lurjibroweuli
    schedule 05 აგვ 2020, 08:40
    #4

    გუშინ წავიკითხე გერმანულ სტატისტიკურ კომპანიას დაუთვლია, XXI საუკუნეში ყველაზე მეტი პენალი მესის ქონია გაფუჭებული. ტოო 5 ჩემპიონატში

  • me da barca
    schedule 05 აგვ 2020, 00:14
    #3

    ობლაკსაც აუღია დაჟე.

  • DaviD_ViLLa_7
    schedule 04 აგვ 2020, 23:48
    #2

    ციტატა: marco reus 11
    ჩილესთან რო აუღეს ბრავო არ იდგა? თუ ააცილა ვაბშე?


    ააცილა

  • marco reus 11
    schedule 04 აგვ 2020, 23:43
    #1

    ჩილესთან რო აუღეს ბრავო არ იდგა? თუ ააცილა ვაბშე?