რატომ ჰგავს “ბარსელონასა” და “კაიზერ ჩიფსის” ფორმები ერთმანეთს?

რატომ ჰგავს “ბარსელონასა” და “კაიზერ ჩიფსის” ფორმები ერთმანეთს?

ცოტა ხნის წინ, “ბარსელონამ” მომდევნო სეზონის მე-2 ფორმა წარადგინა. მალევე კი გაირკვა, რომ დიზაინი სამხრეთ აფრიკული “კაიზერ ჩიფსის” ფორმის იდენტურია.

იმის გათვალისწინებით, რომ ორივე კლუბის შემოსვაზე “ნაიკი” ზრუნავს, ეს გასაკვირი სულაც არაა.

უკვე ჩვეულებრივი ამბავია, რომ ყოველ სეზონში, ერთმანეთის მსგავსი დიზაინით არაერთი კლუბი თამაშობს. ამის მიზეზი ისაა, რომ ფორმის დიზაინს არა კლუბები, არამედ “ნაიკი” ადგენს, შემდეგ კი კლუბს უთანხმებს. ამის გამო, საკმაოდ ხშირია დამთხვევებიც. მაგალითები შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ:

2014/15 წლების სეზონში პსჟ-ის, “იუვენტუსის”, “ინტერის” “მანჩესტერ სიტის”, “ბარსელონასა” და “გალათასარაის” გასვლით ფორმები

“ინტერისა” და “ბარსელონას” საიუბილეო ფორმები

“ინტერისა” და “რომას” მსგავსი ფორმები

“ბარსელონას” სავარჯიშო და “ტოტენჰემის” გასვლითი ფორმა

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (3)

  • njanka1977
    03 აგვ 2020, 18:53

    არა ბიჭოს და ის ფორმა სჯობს ყვითელიბდა წითელი ზოლებით, საშინელება როგორც ვიზუალურად ასევე იღბლის მხრივ. დააკვირდით ,ყოველთვის როცა ბარსას ჰქონდა ყვითელ წიYელბOლებიანი ფორმა იმ წელს უტიტულოდ დარჩა. ვიცოდი რომ წელსაც უტიტულოდ დარჩებოდნენ ამ საძაგელი შესახედაობის ფორმის გამო. 🤬

  • M10 S9 D11
    03 აგვ 2020, 12:58

    ხო კაი გავიგეთ რო გავს წაიღებენ ეხლა ტვინს ეს გაზეთები

  • Anssumane
    03 აგვ 2020, 09:59

    მომკალით და ბოლო წლების საუკეთესო ფორმად მიმაჩნია რავი მე მაგრა დამევასა შავი ფორმა