workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფრანსიშკუ ტრინკაუ: როდესაც “ბარსამ“ გამიფორმა, უბრალოდ დავმუნჯდი

ფრანსიშკუ ტრინკაუ: როდესაც “ბარსამ“ გამიფორმა, უბრალოდ დავმუნჯდი

ახალგაზრდა პორტუგალიელმა ტალანტმა, “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში, კატალონიურ კლუბსა და მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

“ზოგადად, თამაში მარჯვენა ფლანგზე მირჩევნია, მაგრამ, ისე ვიმოქმედებ, როგორც მწვრთნელი გადაწყვეტს.”

“ვეღარ ვითმენ. ბარსელონაში ორჯერ ვარ ნამყოფი და იქაურობა ორივეჯერ ძალიან მომეწონა. იმედია, დაბრუნებას მალე შევძლებ.”

“როდესაც “ბარსამ” გამიფორმა, არც კი ვიცოდი, თუ რა უნდა მეთქვა. უბრალოდ დავმუნჯდი.”

“ბარსელონაში” გადასვლა სიამაყეს მმატებს, ეს ჩემთვის უდიდესი კარიერული წინსვლაა.”

“ახლა ხალხი მოედანზე თუ მის მიღმა ყოფნისას, უფრო მეტ ყურადღებას მომაქცევს. მაგრამ ეს ფაქტი არაფერს ნიშნავს. მე ისევ ისე გავაგრძელებ ცხოვრებას და ვეცდები, უკეთესი გავხდე.”

“მენტალურად თავი საკმაოდ ძლიერი მგონია. გუნდის დასახმარებლად მუდმივად გოლებსა და ასისტებზე ვფიქრობ.”

“მინდა, რაც შეიძლება მეტ თამაშში მივიღო მონაწილეობა და გუნდთან ერთად რაც შეიძლება ბევრი ტიტული მოვიპოვო.”

“გრიზმანმა და სემედუმ გასამხნევებლად მომწერეს. ეს ჩემთვის, რა თქმა უნდა, ბევრს ნიშნავს.”

“იანვრიდან ესპანურის სწავლას ვცდილობ. ამაში აბელ რუისი მეხმარება. მან მე კლუბის შესახებ უამრავი რამ მომიყვა. როგორც ის ამბობს, ყველაფერი კარგად იქნება.”

შეგახსენებთ, რომ ტრინკაუ “ბარსამ” იანვარში შეიძინა. კატალონიელებმა “ბრაგას” 31 მილიონი ევრო გადაუხადეს და ფრანსიშკუ სეზონის ბოლომდე სწორედ იქ, იჯარის წესით დატოვეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 01 აგვ 2020, 13:32
    #5

    "გრიზმანმა და სემედუმ გასამხნევებლად მომწერეს. ეს ჩემთვის, რა თქმა უნდა, ბევრს ნიშნავს."
    სემედუ იასნია, მაგრამ გრიზმანი რა შუაშია.

  • Johan Cruyff 14
    schedule 01 აგვ 2020, 11:44
    #4

    წარმატებები

  • lukicha-barca
    schedule 31 ივლ 2020, 23:58
    #3

    ციტატა: Ronaldinho.

    ციტატა: ChaviEsta
    ჩაგძირავესნ ესენია. პრეზიდენტიც და მწვრთნელიც, როგორც მომავალი ჩავი-ინიესტა (კოუ-არტური) ჩაწიხლეს ისე ჩაგწიხლავენ , სანამ დროზე არ შეიცვალა ბარსას ივანიშვილი.


    ნაციონალი ხარ სიმონ?


    sagol dzma😂😂😂😂

  • Ronaldinho.
    schedule 31 ივლ 2020, 23:48
    #2

    ციტატა: ChaviEsta
    ჩაგძირავესნ ესენია. პრეზიდენტიც და მწვრთნელიც, როგორც მომავალი ჩავი-ინიესტა (კოუ-არტური) ჩაწიხლეს ისე ჩაგწიხლავენ , სანამ დროზე არ შეიცვალა ბარსას ივანიშვილი.


    ნაციონალი ხარ სიმონ?

  • Anssumane
    schedule 31 ივლ 2020, 23:33
    #1

    ციტატა: ChaviEsta
    ჩაგძირავესნ ესენია. პრეზიდენტიც და მწვრთნელიც, როგორც მომავალი ჩავი-ინიესტა (კოუ-არტური) ჩაწიხლეს ისე ჩაგწიხლავენ , სანამ დროზე არ შეიცვალა ბარსას ივანიშვილი.


    100%