workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედროს 33 წელი შეუსრულდა

პედროს 33 წელი შეუსრულდა

დღეს “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, პედრო როდრიგესი 33 წლის გახდა.

“ლა მასიას” აღზრდილი 1987 წლის 28 ივლისს, კანარის კუნძულებზე, ტენერიფეში დაიბადა, ახალგაზრდული კარიერა კი ადგილობრივ “სან ისიდროში” დაიწყო.

“პედრიტო” კატალონიელთა აკადემიას 2004 წელს შეუერთდა, “ბარსას” პირველ გუნდში კი 2008 წელს, პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით, აღმოჩნდა, სადაც ესპანელი 2015 წლამდე დარჩა, შემდეგ კი კარიერის გაგრძელება ინგლისში, კერძოდ, “ჩელსიში” გადაწყვიტა, რომელთანაც მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე აკავშირებს. როგორც ცნობილია, მისი გახანგრძლივება არ განიხილება და პედრო კლუბს შეიცვლის.

როდრიგესმა “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში ყველა შესაძლო ტიტული, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგა (3-ჯერ) და ლა ლიგა (5-ჯერ) მოიგო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • JUZI
    schedule 14 აგვ 2020, 13:08
    #3

    საჭირო გოლები გაქონდა პედროს.

  • Iniesta_8
    schedule 28 ივლ 2020, 18:25
    #2

    ციტატა: kingarturo
    პეპმა აქცია იგროკად ეს კაცი, რო ამბობენ სულ იგროკები ჰყავდაო თუნდაც ამის მაგალითზე არაა ეგრე. საერთო რო არა პეპი ხავი-ინიესტა ან თუნდაც მესი დადებდა მაგ დონეს? ზერელად საუბარი მარტივია, სიღრმისეულად ვინც არ იცის ფეხბურთი ვერ მიხვდება რას წარმოადგენს პეპი. იგივე ბუსი ძირითადში პეპმა არ ჩასვა და უძლიერეს ცენტრს არ დაუდო სათავე?


    ალვეშიც პეპმა გახადა მონსტრი და კეიტას ნაირ უნიჭო ფეხბურთელებსაც მშვენივრად იყენებდა. მასკერანო ცენტრალურ მცველად გადაწია და 170 სანტიმეტრიანმა კაცმა უმაღლესი დონე დადო. აქედან საუბარი მარტივია მაგრამ დონე თუ არ გაქვს ვერცერთ გრანდში ვერაფერს იზამ, გვარდიმ კიდე ფეხბურთში უმაღლესი სტანდარტი დაამკვიდრა

  • რივალდო-მესი
    schedule 28 ივლ 2020, 18:11
    #1

    ჩვენი ლეგენდაა პედრიტო❤️