workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა ბ-ს” მცველი გადამწყვეტი მატჩის წინ

“ბარსა ბ-ს” მცველი გადამწყვეტი მატჩის წინ

დღეს, “ბარსელონას” სარეზერვო გუნდი სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს გამართავს. “ბარსა ბ” “საბადელს” დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში სეგუნდა დივიზიონში აღზევდება. 

როგორც იცით, გუნდს ორი ლიდერი ვერ დაეხმარება: რიკი პუჩი და ანსუ ფატი კიკე სეტიენის განკარგულებაში არიან და ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადებიან. 

შეხვედრის წინ კომენტარი “ბლაუგრანას” მარჯვენა მცველმა, დანი მორერმა გააკეთა. 

“მართალია, მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გვაკლია, მაგრამ იმ რესურსს ვენდობით, რაც გვაქვს. ჩვენი კოზირი ისაა, რომ დიდი იმედებით აღსავსე და მონდომებული ახალგაზრდა მოთამაშეები გვყავს. 

“საბადელი” რთულად დასამარცხებელი მეტოქეა, მაგრამ მშვიდად ვართ და ვაპირებთ ისე ვითამაშოთ, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ. ჩვენი მიზანი გამარჯვებაა”. – თქვა ესპანელმა. 

“ბარსა ბ”-“საბადელის” მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • JABSONA1710
    schedule 26 ივლ 2020, 22:11
    #3

    სად ვუყურო ?ჩამიგდეთ რა გთხოვთ?

  • Mes cue un club 1899
    schedule 26 ივლ 2020, 21:14
    #2

    ლინკი ჩააგდეთ რა

  • ნელსონ სემედუ
    schedule 26 ივლ 2020, 21:09
    #1

    სად შეიძლება ვუყურო ბარსა ბ-ს თამაშს?