ზუსტად 20 წლის წინ, 2000 წლის 23 ივლისს, ჟოან გასპარი “ბარსელონას” 36-ე პრეზიდენტად აირჩიეს. გასპარი მანამდე კლუბის წინა პრეზიდენტის, ხოსეპ ლუის ნუნიესის მოადგილე, ანუ ვიცე-პრეზიდენტი იყო.
საპრეზიდენტო არჩევნებში გასპარმა 45 ათასზე მეტი ხმა მიიღო და დაუბრკოლებლად გაიმარჯვა. კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ვიცე-პრეზიდენტი მოგვიანებით, ისტორიაში ერთ-ერთ ცუდ პრეზიდენტად დასახელდა. გასპარი თანამდებობაზე არასრული 3 წლით, 2003 წლის 12 თებერვლამდე იმყოფებოდა.
სწორედ გასპარის შემდეგ, 2003 წელს, კლუბს სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა, რომელმაც კლუბს ძველი დიდება დაუბრუნა. მასთან ერთად გუნდში მოვიდა ახალგაზრდა მწვრთნელი ფრანკ რაიკარდი, მისი ხელმძღვანელობის ქვეშ გუნდმა თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო ძველი დიდების დაბრუნება.
ანუ ვიცე პრეზიდენტი, პრეზიდენტად არ უნდა აირჩიონ.
ბარსას ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი, თუმცა ბარტოლომეუს შეუძლია კონკურენციის გაწევა
ბართომეუზე ნაკლები არ ყოფილა : )
გაგვიშრო სისხლი..