“ბარსელონას” ახალწვეული, პედრი გონსალეს ლოპესი, რომელიც “ლას პალმასს” უკვე დაემშვიდობა, ახალ კლუბზე და მიზნებზე Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში საუბრობს.
“პირველ რიგში, ჩემი მიზანი წარმატებული წინასასეზონო მომზადება და “ბარსელონას” პირველ გუნდში დარჩენაა. მთელ კონცენტრაციას იმ პოზიციაზე ვახდენ, სადაც მწვრთნელის დავალებით ვთამაშობ. ხშირ შემთხვევაში ზეწოლას ვგრძნობ, მაგრამ ეს ძალიან კარგია და მოტივაციას მაძლევს. როდესაც აუღელვებლად თამაშობთ, არაფერი გამოგივათ. მე ყოველთვის ვაკვირდებოდი ანდრეს ინიესტას, ახლა კი უკვე ფრენკი დე იონგს. “ბარსელონაში” სტუმრობა ჩემი ოცნება გახლდათ, რამდენიმე თვის წინ კი ეს შევძელი და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ყოველთვის ვნატრობდი “კამპ ნოუს” გვირაბიდან გამოსვლას, ახლა კი იმედია ამას “ბარსელონას” მაისურით მოვახერხებ, “ – განაცხადა პედრიმ.
ოჰოჰოჰო რა ბიჭი იქმენს აი სასწაული!!!
მაგარი ბიჭები გვეზდებისნ იმედია სწორ გზას უჩვენებენ პროსტა
დიდი იმედი მაქვს ამ ბიჭის