workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პეპე მელი: “ბარსელონას” მწვრთნელი რომ ვიყო, პედრის შევინარჩუნებდი

პეპე მელი: “ბარსელონას” მწვრთნელი რომ ვიყო, პედრის შევინარჩუნებდი

“ლას პალმასის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპე მელმა, 17 წლის ტალანტზე, პედრიზე ისაუბრა.

პედრი “ბარსელონას” საკუთრებაში იმყოფება, თუმცა იგი “ლას პალმასში” იჯარით თამაშობდა. ესპანელი შემტევი გრან კანარიელებს უკვე დაემშვიდობა და ივარაუდება, რომ იგი კატალონიურ გუნდს პრესეზონისთვის შეუერთდება.

“პედრის ისე გამოვემშვიდობე, თითქოს მას აქ მომდევნო სეზონში ისევ ვნახავდი, მაგრამ ეს ჩვენზე ან მასზე დამოკიდებული არაა. ოტიმისტურად ვართ განწყობილები, თუმცა “ბარსელონას” მწვრთნელი რომ ვიყო, პედრის შევინარჩუნებდი. როდესაც ის ბურთს მიიღებს და კატალონიელები შეხედავენ, როგორ თამაშობს, ისინი აღმოაჩენენ, რომ მას მოედანზე ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. ესპანელი ფანტასტიკურ დონეზე იმყოფება”, – ციტირებს პეპე მელის სიტყვებს Sport.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • M10 S9 D11
    schedule 22 ივლ 2020, 06:47
    #3

    უნდა დავიტოვოთ და მივცეთ სათამაშო დრო

  • Alien messi
    schedule 22 ივლ 2020, 00:34
    #2

    ეს ბიჭი უდიდესი ტალანტია მის ერთ მოძრაობაშიც ჩანს რომ უნიკალური ნიჭის პატრონი და უბრალოდ დღევანდელი ბარსასთვის აუცილებელი ნახევარმცველია ვფიქრობ მხოლოდ ამას შეუძლია ანდრესის სიცარიელის სრულიად ამოვსება თუ ვინმეს გაინტერესებთ მისი ვიდეო My Webpage

  • Don_Andresito
    schedule 22 ივლ 2020, 00:26
    #1

    მართლა ძალიან ნიჭიერია, პუჩზე მეტად თუ ნაკლებად არ ვიცი მარა ბევრად კარგად გამოიყურება, ფიზიკურად მაინც. ისე პუჩისგან აღარ ველოდი ბევრს არაფერს მარა პანდემიის მერე ძალიან კარგი იყო. ნათელი წერტილი ერთადერთი ფატისთან ერთად. აი პედრი კი შესანარჩუნებელია, ჩავი მაინც იყოს, მიხედავდა. უაზრო იჯარა არ იქნება იმედია. მატეუსი პუჩი ალენია პედრი მორიბა მონჩუ, ამათ უნდა მიეხედოს და აღარ დაგვჭირდება 80 მილიიონიანი ნახევარმცველები