3 შემტევი, რომელთა ყიდვაც “ბარსას” იაფი დაუჯდება

3 შემტევი, რომელთა ყიდვაც “ბარსას” იაფი დაუჯდება

“ბარსელონა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე თავდასხმის ხაზის გაძლიერებას გეგმავს, კატალონიელთა მთავარი სამიზნეები კი ნეიმარ ჟუნიორი და ლაუტარო მარტინესი არიან, რომელთა ღირებულება 100 მილიონ ევროს აჭარბებს.

Covid-19-ის მიყენებული ზარალის ფონზე, ტრანსფერებისთვის დიდი თანხების გაღება კლუბის ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად ავნებს, რის გამოც, შესაძლოა, “ბარსამ” ყურადღება უფრო იაფ მოთამაშეებზე უნდა გადაიტანოს.

Tribuna.com გვთავაზობს იმ 3 ფეხბურთელს, რომელთა შეძენა “ბლაუგრანას” საკმაოდ ხელსაყრელ ფასად შეუძლია:

1. როდრიგო მორენო

“ვალენსიას” შემტევი, რომელსაც ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება, “ლურჯ-ბროწეულისფერებს” არაერთხელ დაუკავშირეს. Transfermarkt-ი 29 წლის ესპანელს 40 მილიონ ევროდ აფასებს;

2. პიერ-ემერიკ ობამეიანგი

გავრცელებული ცნობებით, გაბონელმა “არსენალთან” ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო, მაგრამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას არ ჩქარობს, რადგან იმედოვნებს, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე კატალონიურ გრანდს შეუერთდება. “მეთოფეებთან” 31 წლის ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი 2021 წლამდეა გათვლილი, მისი ღირებულება კი დაახლოებით 55 მილიონს შეადგენს;

3. ვილიან ჟოზე

მიმდინარე წლის იანვარში, მარტინ ბრეითუეიტის შეძენამდე, “ბლაუგრანა” სწორედ ბრაზილიელის შეძენას ცდილობდა. “რეალ სოსიედადის” თავდამსხმელის სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მიერ 24 მილიონ ევროდაა შეფასებული, ხოლო ბასკურ გუნდთან მოქმედი ხელშეკრულება 2024 წლამდე აკავშირებს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (5)

  • davidus2020
    22 ივლ 2020, 01:16

    შეტევის გაძლიერება მგონი არ სჭირდება,მესი ჯეკა გრიზმანი დემბელეზე ფატი ტრინკაო ბრეითვეიტი !!??პერსპექტივიდან ვინმე ახალგაზრდა ჯეკას შემცვლელს თუ მოიყვანენ,პრინციპში ბარსას მთავარი პრობლემა მწვრთნელია,კარგი მწვრთნელი ამ სასტავითაც შეუძლია ლიგის დადობა,

  • BlauGrana_DS
    21 ივლ 2020, 21:56

    თავდასხმაში ნეიმარი, ნახევარდაცვა სერიოზული გვჭირდება, ბუსი-ჩავიესტას შემცვლელი, დაცვაში პუიოლი, გვარდიოლა მწვრთნელად, ლაპორტა პრეზიდენრტად, და მორჩა დანარჩენი ან მოიხოდებიან, ან გადავლენ სადმე.

  • Iniesta_8
    21 ივლ 2020, 21:22

    ამ ბებრებს თავი გაანებონ და ახალგაზრდა მოიყვანონ ვინმე რა გახდა ერთი მცველი და ერთი ვინგერი ამდენი ხანი რომ არ მოყავთ

  • M10 S9 D11
    21 ივლ 2020, 20:17

    ვაფშე არავინ მოიყვანონ შეტევაში პრობლემა ნაკლებად გვაქვს ამათ მოყვანას ჯობია ვაფშე არავინ მოიყვანონ

  • geniosi
    21 ივლ 2020, 20:10

    ვილიან ხოსე და ლაუტაროს მივესალმები <3