MD: ორი ტური მორიგ რეკორდამდე

MD: ორი ტური მორიგ რეკორდამდე

მესის სეზონის ბოლომდე, ორი დავალება აქვს შესასრულებელი, მოიგოს ლა ლიგა და გახდეს “პიჩიჩი”. პირველი თითქმის შეუსრულებელი მისიაა, აი მეორე მიზნის მისაღწევად საკმაოდ კარგი შანსი აქვს, რადგან ჩემპიონატს 22 გატანილი გოლით ლიდერობს. ეს მესისთვის ძალიან ცოტა გოლია, თუ წინა სეზონებს გადავხედავთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ლიდერია. ცოტა უფრო ძლიერი კონკურენტი რომ ჰყოლოდა, ალბათ მეტსაც შეაგდებდა, ბენზემა კი საშუალებას აძლევს გოლებზე აქტიურად აღარ იფიქროს. ფრანგმა მხოლოდ ბოლო ტურებში მოუმატა და 19 გოლით, მეორე ადგილზეა.

მესის შანსი აქვს მეშვიდე “პიჩიჩი” მოიპოვოს და რეკორდი მოხსნას. ტელმო სარა ექსვჯერ არის საუკეთესო ბომბარდირი გამხდარი, ისევე, როგორც ლიონელ მესი. სულ რაღაც ორი ტურია დარჩენილი იმისათვის, რომ მესი ერთპიროვნული ლიდერი გახდეს.

მესი “ოსასუნას” დაუხვდება სახლში და გასვლაზე შეხვდება “ალავესს”. ხოლო ბენზემა “ვილიარეალს” შეხვდება “ბერნაბეუზე” და სტუმრად “ლეგანსესთან” მოუწევს თამაში.

პაუზის შემდეგ, ქარიმ ბენზემა უფრო შედეგიანია და სწორედ ამის იმედი აქვთ მადრიდელებს, ბენზემას პერსონალურ ფანებთან ერთად. ქარიმი არასდროს გამხდარა საუკეთესო ბომბარდირი, როდესაც მადრიდის “რეალმა” შეიძინა, სწორედ მას მიიჩნევდნენ “ფენომენოს” შემცვლელად, რონალდუს კი უფრო სიღრმიდან ხედავდნენ, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა, მესი-რონალდუს კონკურენციამ ყველა და ყველაფერი შეიწირა.

განსხვავება ის არის, რომ მესი “ფლეიმეიქერია”, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მეპასეა და ბომბარდირობასთან ერთად, სხვებსაც აძლევდა თამაშის საშუალებას. აი რონალდუმ ისე მოახდინა მთავარი შემტევის ადგილის ოკუპაცია, რომ ქარიმი მუდმივად მის ჩრდილში იყო, ახლა კი გაიხსნა და მესის მისდევს ტიტულის წასართმევად.

მესის შანსი აქვს ზედიზედ ოთხჯერ მოიგოს “პიჩიჩი”. აქამდე ეს მხოლოდ მადრიდელებს აქვთ გაკეთებული. ალფრედო დი სტეფანოსა (1956-1959) და უგო სანჩესს (1985-1988).

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • El pistolero 9
    16 ივლ 2020, 20:05

    იმედია შეუგდებს ოსასუნას.რეკორდი რეკორდზე არ გაჩერდე ლეოო!!!

  • M10 S9 D11
    16 ივლ 2020, 14:18

    მიდი რა ლომო გოლები უნდა შეყარო

  • Anssumane
    16 ივლ 2020, 11:27

    მანსიტი ბარსას გაუწევს კონკურენციას ლაუტაროს ტრანსფერზე მანსიტი ლაუტაროს აგუეროს შემცვლელად მოიაზრებს

    დღეს ლეო წაუჰეთრიკებს აგერ მე და აგერ თქვენ ლალიგის სეზონის საუკეთესო მატჩი ექნება გუნდს დღეს

  • me da barca
    16 ივლ 2020, 11:10

    ამ ორ მატჩში მინიმუმ თითო გოლი უნდა შეაგდოს ძაან დაპაუზდა, როგორც მთლიანად გუნდი. არ უნდა მისცეს იმ შემოულაწუნე არაბს საბლატაო.

  • gio 001
    16 ივლ 2020, 11:07

    ბომბარდირობა გარანტირებული აქვს მაგრამ უჩვეულოდ ცოტა გოლია და არვართ ასე ცოტას შეჩვეულნი,ამიტომაც დღEს 3 გოლს უეჭველი ველოდები,წესით თვითონაც უნდა იყოს მონდომებული გოლების გატანაზე