მადრიდის “რეალის” ყოფილმა თავდამსხმელმა, უგო სანჩესმა, განაცხადა, რომ არ სურს მისი დამყარებული რეკორდი არნგეტინელმა ლიონელ მესიმ გაიმეოროს. მისი სურვილია ეს “რეალის” პორტუგალიელმა ლეგიონერმა, კრიშტიანო რონალდომ , გააკეთოს. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.
შეგახსნებეთ, რომ მექსიკელმა ფორვარდმა 38 გოლი გაიტანა 1989/90 წლებში, როდესაც “თეთრების” რიგებში ირიცხებოდა. მისი რეკორდის დამხობა ძალუძს პორტუგალიელ ფორვარდს, კრიშტიანო რონადლოს, რომელსაც მხოლოდ 1 გოლი აკლია ამ რეკორდამდე და რეზერვშიც 1 მატჩი აქვს.
“ყოველთვის მსურდა, რომ ჩემი რეკორდი რომელიმე “სამეფო კლუბის” მოთამაშეს დაემხო. აქედან გამომდინარე ნამდვილად არ მსურს, რომ ლიონელ მესიმ ეს გააკეთოს. არაფერი მაქვს არგენტინელის საწინააღმდეგო, თუმცა ის იცავს “ბლაუგრანას” ღირსებას. თუ ამ რეკორდის მოხსნას შეძლებს კრიშტიანო რონალდო, ნამდვილად ბედნიერი ვიქნები და მივულოცავ მას”. დაასრულა უგო სანჩესმა.


