ტიაგუ სილვა: ნეიმარმა იცის, რომ შეცდომა დაუშვა

ტიაგუ სილვა: ნეიმარმა იცის, რომ შეცდომა დაუშვა

ტიაგუ სილვამ კომენტარი გააკეთა თანაგუნდელის შესახებ და აღნიშნა, რომ ნეიმარი მის მიერ დაშვებულ შეცდომას აცნობიერებს, თუმცა ეს განზრახ არ იყო. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელთა ათიანს "ბარსელონაში" დაბრუნება სურდა და სატრანსფერო მოლაპარაკებებიც მიმდინარეობა, მაგრამ საბოლოოდ ჩაიშალა.

"ნეიმარმა იცის, რომ შეცდომა დაუშვა, თუმცა ცუდი განზახვა არ ჰქონია. ეს ბიჭი გასაოცარია და ვიმედოვნებ, რომ არაჩვეულებრივი სეზონი ექნება. ეს წელი კლუბისთვისაც განსაკუთრებულია, რადგან არსებობის 50 წლისთავს აღნიშნავს."

"ტუხელი ყოველთვის ამბობდა, რომ ნეიმარის იმედი ჰქონდა. სიმართლე რომ ვთქვათ, ნეიმარი მზად იყო ლიგა 1-ის ბოლო მატჩში მიეღო მონაწილეობა, თუმცა ეს სატრანსფერო ვითარების გამო არ მოხდა. ახლა ყველაფერი სხვაგავარდაა, მენეჯმენტსაც სჯერა მისი, სხვა შემთხვევაში მას წასვლის ნებას მისცემდნენ. "

"ვიმედოვნებ, რომ მას უკეთესი დღეები ექნება. ეს ნამდვილად მსურს, რადგან მას ვიცნობ როგორც არა მხოლოდ მოთამაშეს, არამედ პიროვნებასაც. განსაკუთრებით გასული წლის შემდეგ." ციტირებს სილვას სიტყვებს beIN Sports.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Vengance
    სტუმარი [?]
    #1 10 სექტემბერი 2019 16:14
    2
    ხო შეცდომა დაუშვა პსჟ ში რო წავიდა