ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სტოიჩკოვი: “ბარსა” ადვილად მოუგებს “მანჩესტერს”

სტოიჩკოვი: “ბარსა” ადვილად მოუგებს “მანჩესტერს”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილ ფეხბურთელს, ხრისტო სტოიჩკოვს, ეჭვიც არ ეპარება იმაში, რომ “ბარსელონა” აღმართავს ჩემპიონთა ლიგის თასს და ადვილად დაამარცხებს “ეშმაკებს”. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.

 

ბულგარელი ფეხბურთელი თვლის, რომ “ბარსელონას” დიდი ძალები არ დასჭირდება “მანჩესტერის” კაპიტულაციისთვის: “ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ადვილი მატჩი იქნება “ბარსასთვის”. მხედველობაში მაქვს ის, რომ “ლურჯ–ბროწეულისფერებს” უამრავი ასეთი შეხვედრა აქვთ მოგებული. ამას გარდა, გუნდში ასპარეზობენ ისეთი გენიოსები, როგორებიც არიან: მესი, ჩავი, ინიესტა და მთელი გუნდი. “ბარსელონასთვის” არასდროს არ ჰქონდა მნიშნველობა მოწინააღმდეგის სახელს, ისინი ყოველთვის თავიანთი ფილოსოფიით თამაშობენ და წარმატებას აღწევენ”. დაასრულა ხრისტო სტოიჩკოვმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში