მოგესალმებით ბარსამანიელებო! ძალიან მინდოდა სტატია დამეწერა ჩვენი გუნდის ერთ-ერთ უძლიერეს მოთამაშეზე, რომელიც გამწესებულია დაცვის მარცხენა ფლანგზე. დიახ მეგობრებო, ეს ერიკ აბიდალი გახლავთ. მართალია უმარავი რამ გსმენიათ მის შესახებ, მაგრამ მსურს ჩემს სტატიაში შეძლებისდაგვარად გავაერთიანო ყველაფერი.
სახელი: ერიკ ბილალი
გვარი: აბიდალი
ასაკი: 31 წლის
კლუბი: “ბარსელონა”
ნომერი: 22
დაბადების თარიღი: 11/09/1979
დაბადების ადგილი: საფრანგეთი
მოქალაქეობა: ფრანგი
მეტსახელი: აბი
ტიტულები
“ბარსელონა”: ლა ლიგა (2008/09, 2009/10, 2010/11), სამეფო თასი (2008/09), ჩემპიონთა ლიგა (2008/09), ესპანეთის სუპერ-თასი (2009/2010, 2010/2011), ევროპის სუპერ-თასი (2009/2010), მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (2009/10).
“ლიონი”: ლიგა 1 (2004/05, 2005/06, 2006/07), საფრანგეთის სუპერ-თასი (2004/05, 2005/06, 2006/07).
საფრანგეთის ეროვნული ნაკრები: 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი.

ფრანგი მცველი დაიბადა საფრანგეთის ქალაქ ლიონში. აქედან გამომდინარე მისი საფეხბურთო კარიერაც ამ ქვეყანაში დაიწყო, თუმცა არა საფეხბურთო კლუბ “ლიონში”. არ დაიწყო თუმცა გაგრძელდა და იმდენად წარმატებულად, რომ “ბარსას” მესვეურებმა 2007 წელს შეიძინეს ერიკი. იგი 2004 წელს გადავიდა “ლიონში” და ამ გუნდის უმნშვნელოვანეს ფიგურად გადაიქცა. მან ფრანგულ კლუბთან ერთად მოიგო 3 ეროვნული ჩემპიონატი და 3-იც სუპერ-თასი.

ერიკი “ბარსელონას” 2007 წლის ზაფხულში შეუერთდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი კარგ მცველად ითვლებოდა, ბევრი არ მიიჩნევდა მას ისეთ ფეხბურთელად, რომელსაც უნდა დაეცვა “ბლაუგრანას” ღირსება. ფრანგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და შესანიშნავად დაიწყო ასპარეზობა. 2008/09 წელს მან ტრიპლეტის მოგება მოახერხა გუნდთან ერთად, მაგრამ იმ სეზონში 2 თვიანი ტრავმა გადაიტანა, ამას ისიც დაერთო, რომ ჩემპიონთა ლიგისა და სამეფო თასის ფინალის წინ წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მან გამოტოვა ორივე გათამაშების ფინალური მატჩი. მცველმა მაინც კოლოსალური რაოდენობის მატჩი ჩაატარა-30.
მომდევნო წელს კი გუნდის განუყრელი ნაწილი გახდა. მართლაც ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მცველად ჩამოყალიბდა, რომელთანაც გამკლავება ნებისმიერ თავდამსხმელს უჭირდა. ამას კარგად ხედავდა პეპ გვარდიოლა და ამიტომაც არ “დასვა” იგი სათადარიგოთა სკამზე. იმ წელს აბიდალმა გუნდთან ერთად მოიგო ლა ლიგა და გავიდა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში, სადაც მილანის “ინტერთან” დამარცხდა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=0af9tSYK3j4]
ერიკ აბიდალისთვის 2010/2011 წლის სეზონი შესანიშნავად, უფრო მეტიც, ფენომენალურად დაიწყო. მან კრიტიკოსები სამუდამოდ გააჩუმა და თითოეულ მატჩში მაქსიმუმს აკეთებდა. თავს არ ზოგავდა არაფერში. თითქმის ყოველი ტურის შემდეგ ხვდებოდა სიმბოლურ გუნდში, რომელსაც ესა თუ ის გავლენიანი საიტები აქვეყნებდნენ. ყველაფერი შესანიშნავად მიმდინარეობდა 18 მარტამდე… ძალიან ცუდი დღე ერიკისთვის და “ბარსელონას” გულშემატკივრისათვის. მედიკოსებმა ფრანგს ღვიძლის სიმსიმნე დაუდგინეს, რომელიც მოითხოვდა სერიოზულ ქირურგიულ ჩარევებს. ფებურთელს კი განუცხადეს, რომ მისთვის სეზონი დასრულებული იყო.
მთელი მსოფლიო შეძრა იმ ფაქტმა, რომ ერიკ აბიდალის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. მთელი მსოფლიო, ფეხბურთელები, მეგობრებო, ოჯახის წევრები მას გვერდში ედგნენ და ბოლომდე ამხნევებდნენ. მოთამაშეები სტადიონზე ერიკის გამამხნევებელი მაისურებით გამოდიოდნენ. ამ დროს კი აბი პირიქით ამხნევებდა თანაგუნდელებს. ოპერაციის წინა დღეს მივიდა “სიუდად ესპორტივაზე” და გამოელაპარაკა თითოეულ “ბლაუგრანელს”. ფეხბურთელები განცვიფრდნენ მისი ასეთი საქციელის გამო. იმის მაგივრად, რომ ერიკ გაემხნევებინათ, აბიდალი პირიქით ამხნევებდა მათ. ეუბნებოდა, რომ აუცილებლად უნდა მოეგოთ “ხეტაფესთან” მატჩი და არ ენერვიულად სიმსიმნის გამო: “როდესაც სიმსიმნის შესახებ შევიტყვე, მაშინვე გავემართა ჩემი გუნდის ბაზაზე. შევხვდი ფეხბურთელებს და მათ ვთხოვე მთელი კონცენტრაცია მატჩზე გადაეტანათ და არა ჩემზე. ეს გამარჯვება აუცილებელი იყო გუნდისთვის. მე ვამაყობ მათით”. სწორედ ეს სიტყვები განაცხადა მან, ნუთუ ეს გმირული საქციელი არ არის? რა თქმა უნდა, ასეა.
ჩავი: “მისი ასეთი ქმედება უბრალოდ გამაოგნებელია. ვერ გეტყვით რას ვგრძნობდი იმ მომენტში”.
ვალდესი: “აბიმ ჩვენი გულები დაიპყრო”.
ვილია: “გამაოგნებელი სიტყვები მოვისმინე აბიდალისგან”.
ინიესტა: “აბი მაგრად იდექი, ჩვენ შენს გვერდში ვართ”.
პინტო: “მატჩში შენთვის გავიმარჯვებთ”.
ერიკმა მსოფლიოს გული დაიპყრო. აქამდე შეუმჩნეველი შავკანიანი ფეხბურთელი დღეს ყველასათვის საყვარელი პიროვნებაა. იგი სრულიად სხვა ადამიანია მას შემდეგ, რაც ოპერაცია გაიკეთა. მთელი მსოფლიო ამხნევებდა მას. სოციალურ ქსელებსა თუ სხვა ვებ-გვერდებზე, ადგილს ვერ ნახავდით, სადაც ერიკის გამამხნევებელი სიტყვები არ ეწერა. ალბათ ამ ჰუმანურმა ერთიანობამაც იმოქმედა მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე. “ხეტაფესთან” მატჩის დროს, შეხვედრის 22-ე წუთზე, პუბლიკა ოვაციებით წამოდგა ფეხზე და 1 წუთის განმავლობაში ტაშს უკრავდნენ, რათა გაემხნევებინათ “მწოლიარე” ერიკი. ეს მართლაც ძალიან ღირებული რამაა, არანაირი ოქრო, ფული თუ ვერცხლი არ ჯობია იმ დიდ სიამოვნებისა და სიამაყის გრძნობას, რასაც ასეთ მომენტში განიცდი. ერიკ აბიდალის მხარდასაჭერად მოსისხლე მტრის ბანაკმა, მადრიდის “რეალმა”, ერიკ აბიდალის გამამხნევებელი მაისურები ჩაიცვა. ეს მართლაც უდიდესი ჟესტი იყო, რომელის შემდეგაც ნამდვილად დავინახეთ ის ფაქტი, რომ ყოველგვარ ქიშპობაზე წინ ადამიანობა დგას.
საავადმყოფოდან გამოსვლის შედეგ ერიკი სულ სხვა პიროვნებად ჩამოყალიბდა. მან განაცხადა, რომ პატარა ბავშვივით უფრთხილდებოდა საკუთარ სიცოცხლეს და გაიგო ცხოვრების გემო: “უღრმესი მადლობა ფანებს. თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ჟესტი ჩემთვის. მე ახლა სხვა აბიდალი ვარ. საავადმყოფოში ვნახე უამრავი დაავადებული ბავშვი, რომლებიც სიკვდილს ებრძვიან. მე პირობა დავდე გადარჩენის შემდეგ მათზე ვიზრუნებდი და შემოსავლიდან ნაწილს გამოვუყოფდი. ახლა ყოველთვიურად დავდივარ ჩემს პატარა მეგობრებთან და ვამხნევებ”. ასეთი სიტყვების შემდეგ რა შეიძლება ამ კაცზე? მგონი ყველაფერი ნათქვამია, ეს უბრალოდ ერიკ აბიდალია.ბევრი რომ აღარ გამიგრძელდეს, ერიკ აბიდალი ახლა სრულიად გამოჯანმრთელდა და ყველა გააკვირვა. სეზონის დასრულებამდე დაბრუნდა და გუნდს დაეხმარება ჩემპიონთა ლიგის ფინალში. წარმატებები ვუსურვოთ ერიკს. Animo Abidal!
[media=http://www.youtube.com/watch?v=9QPC89UFy3Y]
Visca El Barca, Visca Catalynia!