“ბარსელონას” 20 წლის ცენტრალურ მცველს, ჟან-კლერ ტოდიბოს, ზაფხულში კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი ექნება, წერს Mundo Deportivo.
მისი 6-თვიანი იჯარა გელზენკირხენის “შალკეში” რამდენიმე დღეში დასრულდება. გერმანელებს მისი 25 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ჰქონდათ, თუმცა ფინანსური მიზეზების გამო, ამ ოფციას არ გამოიყენებენ, რაც ოფიციალურად დადასტურდა კიდეც.
გამოცემის თქმით, ფრანგით პრემიერ ლიგიდან რამდენიმე კლუბია დაინტერესებული: “უოტფორდი”, “საუთემპტონი”, “ლესტერი” და “ევერტონი”. ასევე “კიოლნი”, “ნაპოლი” და “სევილია”. მსურველთა რიგი, საკმაოდ, დიდია, თუმცა მათთვის შემაფერხებელ გარემოებას სატრანსფერო ფასი წარმოადგენს. 25 მილიონი ევროს გადახდა პერსპექტიულ, თუმცა, ჯერ კიდევ, ჩამოუყალიბებელ ფეხბურთელში, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, სარისკო ნაბიჯია.
“ბარსელონა”, გამომდინარე იქიდან, რომ არტურისა და პიანიჩის ბარტერიდან 10 მილიონ ევროს მიიღებს, ტოდიბოს ფასის შემცირებას არ აპირებს.
ჟან-კლერ ტოდიბო კატალონიურ კლუბს “ტულუზადან”, გასული წლის იანვარში, 1 მილიონი ევროს სანაცვლოდ, შეუერთდა.
ლოგიკას ვერ ვხვდები ტოდიბოს გაყიდვით რა სარგებელი უნდა ნახო პირიქით ასეთ ტალანტს დაკარგავენ. პიკე უკვე 33 წლისაა უმტიტი თითქმის სულ დატრამვულია ამ ბიჭმა ბარსაში ჩატარებულ მატჩებში კი ყველას კარგად გაართვა თავი. #BARTOMEU OUT
მოკლედ ამ გერმანელებს არავინ არ უნდა მივცეთ არენდაში, გამოსყიდვის უფლებით. იხმარებენ კაცს დატრამვავენ და მოგვიგდებენ უკან. ეს ღორები.
20 მილიონის დაკარგვის ეშინიათ, ვაითუ ვერ გაამართლოსო. ჟმოტები არიან რა. შეხედეთ ბართოს, თითქმის 400 მილიონი ისე გაისროლა არც კი დაფიქრებულა, გამოადგებოდა თუ არა.
იმედია არავინ იყიდის ამას და დარჩება ბარსაში
რატო ყიდით ვაფშე🤔პიკე რო უკვე 33 წლისაა და უმტიტის სულ ტრამვა აქ ეგ არაფერი ხო?!😏😑თუ მარტო ლენგლეს იმედად უნდს ვიყოთ😐
რა 25? 2-3 მილიონად აჩუქეთ თქვე ღორებო,მაინც მოგებაში რჩებით და კლუბის დედაც ………. ისეთები დაგვიკარგავს მაგასაც გადავიტანთ.