Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” “იუვენტუსის” ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის შესაძენად ვადა მიმდინარე თვის ბოლომდე აქვს.
კატალონიური წყაროს ცნობით, მხარეებს შეთანხმების მიღწევა ივნისის ბოლოსთვის სურთ, რათა ტრანსფერი მიმდინარე სეზონს მიეწეროს.
გავრცელებული ინფორმაციით, “ბიანკონერის” ბოსნიელი ფეხბურთელის არტურში გაცვლა სურს. ბრაზილიელმა აქამდე განაცხადა, რომ “ბლაუგრანაში” დარჩენა უნდა, თუმცა 23 წლის ფეხბურთელი ახლა უკვე ყოყმანობს.
იგივე წყარო დასძენს, რომ, თუ ტურინელები არტურთან შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ამან, შესაძლოა, კლუბებს შორის გარიგებას დიდი საფრთხე შეუქმნას. ივარაუდებოდა, რომ პიანიჩის ტრანსფერში ნელსონ სემედუ ჩაერთვებოდა, თუმცა იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ, არჩევანი არტურზე გააკეთა.
რაც შეეხება “ბარსელონას”, კატალონიელებს მირალემის გადმობირება მხოლოდ ბარტერით სურს. “ბლაუგრანა” 30 წლის ფეხბურთელში ფულის გადახდას არ აპირებს.
ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, არტური “იუვენტუსის” შემოთავაზების განსახილველად მზადაა.
ნუ შეეცით რა ამ რაკიტიჩს! გრიზი ხო რას ამბობ ბრწყინავს?! მე თუ მკიტხავთ გრიზი, დემბელე, უმტიტი და არტური გასაშვებია. კოუ დააბრუნეთ! ასეთ სასტავზე რას იყვით?
შტეგო
სემედუ-პიკე-დე ლიხტი-ალბა
დე იონგი-ბუსი-კოუტინიო
მესი-ლაუტარო-ნეიმარი
———————————-
სკამზე: ფატი-ვიდალი-რაკეტა-სუარესი-რობერტო-ლენგლე-პუჩი-ბრაუთა
რაკიტიჩში გავცალეთ
ალენიაში გაცვალონ Aნ ვიდალში
ალაბაზე იჩქლიჩონ დააყენეს ტრანსფერზე და იქეთ წელს ეწურება და იაფია..
ამას ისევ არტურის დატოვება და როგორმე განვითარება სჯობს.
მოკვდა ფეხბურთი რა მიდის ბართომეუ და საბოლოოდ ასამარებს გუნდს ბარსელონა უკვე ბიზნესლონა თ იქცა
bartomeu tu bastardo
გაუცვალეთ იმ მძორში