ლა ლიგაში ყველაზე გამოცდილი მწვრთნელების ჯახი შედგება, ორი მწვრთნელი, კიკე სეტიენი და ხავიერ აგირე, 61 წლისანი არიან.
მათი სათამაშო ფილოსოფია განსხვავებულია. კიკეს ბურთის კონტროლი უყვარს, იოჰან კრუიფის მიმდევარია და დომინანტ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას.
ხავიერ აგირე, უფრო პრაგმატული მწვრთნელია, რომლის გუნდებიც კარგი დაცვით და ხისტი თამაშით გამოირჩევიან.
საქმეში ორივე გვიან ჩაერთო, კიკე სეტიენი ზამთარში შეუერთდა გუნდს და ჯერჯერობით ფანების გული ვერ მოიგო. ხავიერ აგირე ნოემბერში ჩაუდგა “ლეგანესს” სათავეში.
კიკემ სეზონი მოგებით განაახლა, “ბარსას” ასეთი კარგი თამაში დიდი ხანია არ უჩვენებია. აგირეს “ლეგანესი” კი “ვალიადოლიდთან” დამარცხდა.
აგირეს ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება, ოსკარ როდრიგესის და დიმიტრიოს სიოვასის სახით.
ხოლო სეტიენი, უსმან დემბელესა დაჟორდი ალბას მოისაკლისებს.
Marca ასევე აქვეყნებს, სავარაუდო შემადგენლობებს.

უუჰ მიმიქარავს გვარდი ფერგიუსონის ჯახი