workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვისენტე მორენო: “ბარსელონაზე” სათანადო ზეწოლა ვერ მოვახდინეთ

ვისენტე მორენო: “ბარსელონაზე” სათანადო ზეწოლა ვერ მოვახდინეთ

“მალიორკას” მთავარი მწვრთნელი, ვისენტე მორენო, “ბარსელონასთან” განცდილი მარცხის შემდეგ, კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, მატჩის სტარტზე გაშვებულმა გოლმა მისი გუნდის ამოცანა გაართულა.

“უკვე მეორე წუთზე გოლი გავუშვით. თუ “ბარსას” სივრცეებს უთმობ, გამარჯვება რთული ხდება. რეალობა არის ის, რომ მათზე სათანადო ზეწოლა ვერ მოვახდინეთ. მეტოქე ჩვენზე უკეთესი იყო.

მატჩის განმავლობაში მეტოქის კარს რამდენჯერმე დავემუქრეთ, იმაზე მეტად, ვიდრე მათ, მაგრამ შანსები გავანიავეთ. დრო რაც უფრო გადიოდა, ტაბლოზე მათი უპირატესობა იზრდებოდა, თამაშის შემოტრიალება კი უფრო და უფრო რთულდებოდა”, – მის სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.

28 ტურის შემდეგ, “მალიორკა” მე-18 პოზიციას იკავებს და გასავარდი ზონის დატოვებას 1 ქულა აშორებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • me da barca
    schedule 14 ივნ 2020, 19:45
    #2

    ძალიან მინდა სეზონის ბოლოს ცხრილის სათავეში და ბოლოში ქ. ბარსელონას გუნდები იყვნენ.
    1. ბარსელონა
    20.ესპანიოლი

  • davidus2020
    schedule 14 ივნ 2020, 14:54
    #1

    სხვათაშორის ცუდად სულაც არ უთამაშიათ,მაგრამ ბარსა მაინც ბარსა