“ბარსელონას” ყოფილი მოთამაშე, ხრისტო სტოიჩკოვი COPE-სთან ინტერვიუში ლეო მესისა და ლაუტარო მარტინესის შესახებ საუბრობს.
“იმისათვის, რომ ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებით ბედნიერი მენახა, საკუთარ “ოქროს ბუცსაც” კი დავთმობდი.
როდესაც არგენტინის ნაკრები აგებს, ყველა “ლა პულგას” ადანაშაულებს და მათ შესახებ არავინ საუბრობს, ვისი ხელიც წარუმატებლობაში ურევია.
ლაუტარო მარტინესი “ბარსაში”? კატალონიურ კლუბში წარმატების მიღწევა მარტივია. ამისათვის პასუხისმგებლობის გრძნობა და შესაბამისი ხასიათი გჭირდება. თუ ასე მოხდა, ლაუტარო ყველაზე იღბლიანი იქნება. გამართლებაა, როდესაც ლუის სუარესი შენთვის უცხო რაღაცებს გასწავლის. ჩემთვის, ურუგვაელი “ბლაუგრანას” ისტორიაში საუკეთესო ცხრიანია.
ბევრი გოლი, რომელიც მესის გააქვს, ლუისის დამსახურებაა, რადგან ის ლეოს სამოქმედო არეალს უხსნის. ამას შეთანხმებული მუშაობა ჰქვია. სუარესი ლაუტაროს სწორად მოძრაობას ასწავლის, გვერდით კი მეპასის როლში მესი ეყოლება.
“ბარსელონა” დიდებული კლუბია, აქ თამაში რთული არ არის, თუმცა მთავარია, გუნდისთვის თამაშობდე და არა – ინდივიდუალურად “, – აცხადებს სტოიჩკოვი.
მესიც დათმობა ექვსივე ბურთს და ბუცს ოღონდ მსოფლიოს თასი მოეგო
როცა არგენტინელი იდიოტები აგებენ მესის ბრალდება,სწორად აღნიშნა სტოიჩკოვმა.