workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სამუელ ეტო’ო: იმედია, ვიდალი კარიერის ბოლომდე “ბარსაში” დარჩება

სამუელ ეტო’ო: იმედია, ვიდალი კარიერის ბოლომდე “ბარსაში” დარჩება

ლეგენდარული კამერუნელი ფეხბურთელი, სამუელ ეტო’ო, “ბარსელონას” ჩილელი ნახერმცველის, არტურო ვიდალის, მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს.

“მიხარია, რომ არტურო ვიდალი “ბარსელონას” წევრია. როგორც “ბარსას” გულშემატკივარს, მინდა, რომ გუნდში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობდნენ და ვიდალი თავის პოზიციაზე, სწორედ, რომ საუკეთესოა.

იგი განსხვავებული მოთამაშეა, მებრძოლია. როდესაც მოედანზე შედიხარ, მის ყოფნას გრძნობ. ის სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძვის. იმედი მაქვს, რომ მთელს კარიერას “ბარსელონაში” გაატარებს”, – 39 წლის ეტო’ომ ვიდალის შესახებ CDF-თან ინტერვიუში ისაუბრა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • სპარტაკი
    schedule 11 ივნ 2020, 20:30
    #1

    Etoo she mgelo.. netav shen ar gaeshvit ..