workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ლიონელ მესის ოთხთავა კუნთზე დისკომფორტი აქვს

ოფიციალურად: ლიონელ მესის ოთხთავა კუნთზე დისკომფორტი აქვს

კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელმა შემტევმა, ლიონელ მესიმ ზედიზედ 2 ვარჯიში გააცდინა.

კლუბის ოფიციალური ინფორმაციით, კაპიტანმა ოთხთავა კუნთზე დისკომფორტი იგრძნო და თავის დაზღვევის მიზნით, გუნდისაგან განცალკევებით, განსაკუთრებული პროგრამით ივარჯიშა.

რადგანაც “ბარსას” საიტი წერს, რომ “ლა პულგას” თანაგუნდელების გვერდით რამდენიმე დღეში ვიხილავთ, ე.ი. საქმე სერიოზულ დაზიანებასთან არ გვაქვს. თუმცა, AS-ს თუ დავუჯერებთ, “ბლაუგრანას” ათიანს დასვენების აღება 7-10 დღით მოუწევს, რაც მის “მალიორკასთან” თამაშს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

“ლურჯ-ბროწეულისფერები” დასძენენ, რომ ლეოსთან ერთად სპეციალური გეგმით ანსუ ფატიმაც ივარჯიშა.

დღეს სიუტატ ესპორტივაზე პირველი გუნდის ყველა ჯანმრთელი მოთამაშის გარდა, სარეზერვო გუდიდან ჟორჟე კუენკა, კიკე სავერიო, ინიაკი პენია, რონალდ არაუხო, ჩუმი, რიკი პუჩი და ალექს კოლიადოც გამოცხადდნენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • neo222
    schedule 05 ივნ 2020, 16:22
    #6

    ციტატა: Lautaro Martínez
    ოთხთავა კუნთი არ ვიცი მარა პრეზიდენტი რო ყავს ოთხთვალა კუნძი აი იმის ოფისში ირბინა შიშველმა სულეი მუნტარიმ


    მაგარი კუნძია ბართუშა

  • Anssumane
    schedule 05 ივნ 2020, 15:26
    #5

    ოთხთავა კუნთი არ ვიცი მარა პრეზიდენტი რო ყავს ოთხთვალა კუნძი აი იმის ოფისში ირბინა შიშველმა სულეი მუნტარიმ

  • nika 54
    schedule 05 ივნ 2020, 14:44
    #4

    ლურჯ-ბროწეულისფერები" დასძენენ, რომ ლეოსთან ერთად სპეციალური გეგმით ანსუ ფატიმაც ივარჯიშა.
    მოკლედ მალიორკამდე, მთელი თავდასხმა ჰოსპიტალში მიდის?

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 05 ივნ 2020, 13:58
    #3

    მერამდენე ტრამვაა წელს? იდიოტებითაა დაკომპლექტებული სამედიცინო შტაბი.

  • Iniesta_8
    schedule 05 ივნ 2020, 13:42
    #2

    დრო დასჭირდება მესის და საერთოდ ყველას ფორმის აღსადგენად. არაა ადვილი ამდენხნიანი უქმობის მერე იდეალურ ფორმაში დაბრუნება. ასეთი მიკრო ტრავმები ბევრი იქნება

  • M10 S9 D11
    schedule 05 ივნ 2020, 13:34
    #1

    აუ კაი რაა იმედია 13-ში ითამაშებს