workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბურთზე სწრაფად შეხება მხოლოდ მესისა და რონალდოს შეუძლიათ – ოსკარ გარსია

ბურთზე სწრაფად შეხება მხოლოდ მესისა და რონალდოს შეუძლიათ – ოსკარ გარსია

“ბარსელონას” ყოფილი შემტევი ნახევარმცველი და “სელტას” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, ოსკარ გარსია Marca-სთან საუბარში ლეო მესისა და რონალდო ნაზარიოს აფასებს.

“იღბლიანი ვარ, რადგან შესაძლებლობა მქონდა, ბრაზილიელის გოლები და ძალიან სწრაფი მოძრაობები ახლოდან მენახა. რონალდოს შეჩერება ურთულესი იყო. პირველივე სავარჯიშო სესიაზე მივხვდით, რომ ის განსხვავებული მოთამაშეა, რომელიც ძალიან დაგვეხმარებოდა.

ვიცოდით, რომ ნაზარიო მსოფლიო ვარსკვლავი გახდებოდა. ჩვენს ყურადღებას ყველაზე მეტად მისი თავმდაბლობა იქცევდა. “ელ ფენომენო” ყველას ერთნაირად ეპყრობოდა, იცინოდა და ხუმრობდა.

მესის გამოჩენამდე, ისეთი ფეხბურთელი არასდროს მინახავს, რომელსაც ბურთის ტარება ასე სწრაფად შეეძლო. ეს მხოლოდ ლეოსა და რონალდოს შეუძლიათ”, – ციტირებს გარსიას სიტყვებს Goal.

ლეგენდარული ბრაზილიელი კატალონიურ გრანდში 1996-1997 წლებში ასპარეზობდა, ხოლო ოსკარ გარსია კი “ბარსაში” 1993-1999 წლების სეზონში ირიცხებოდა. ასევე, კატალონიელი 2010-2012 წლებში “ბლაუგრანას” ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 04 ივნ 2020, 17:27
    #3

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    ფენომენი სხვა დონეა,მაგრამ მესის ვერც ეგ შეედრება.


    მე რო ეგ დავწერე ვიღაცამ, მაგრად ღადაობ-ო. არადა ხო ფაქტია.

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 03 ივნ 2020, 23:16
    #2

    ფენომენი სხვა დონეა,მაგრამ მესის ვერც ეგ შეედრება.

  • M10 S9 D11
    schedule 03 ივნ 2020, 22:08
    #1

    მესის ნუნადარებთ ნურავია სხვებზე ერთი თავით მაღლა დგას