კატალონიის “ბარსელონას” ლიდერმა, ლიონელ მესიმ კლუბის მიერ დღეს გამართული სავარჯიშო სესია გამოტოვა და ინდივიდუალურად, დარბაზში ივარჯიშა.
Mundo Deportivo-სა და Sport-ის ცნობებით, აღნიშნული ფაქტი არგენტინელი ფეხბურთელის ტრავმის გამო არ დაფიქსირებულა და ეს მხოლოდ მისი სავარჯიშო გეგმის ნაწილია. ასევე, წყარო დასძენს, რომ სესიის გაცდენამ, შესაძლოა, ლეოს “მალიორკასთან” 13 ივნისს (23:55) გასვლაზე გასამართი მატჩისთვის მომზადებაში ხელი არ შეუშალოს.
მთლიანი შემადგენლობით გამართულ მესამე სესიაზე, პირველი გუნდის მოთამაშეებთან ერთად, სარეზერვო გუნდის წევრები – ჟორჟე კუენკა და კიკე სავერიოც – გამოცხადდნენ.
აღსანიშნავია, რომ მეორე სავარჯიშო დღეს ვარჯიშზე ჩუმი იმყოფებოდა, ასევე, მონაწილეობა სხვა ახალგაზრდებმა – ინიაკი პენიამ, რონალდ არაუხომ, მონჩუმ, რიკი პუჩიმ, ალექს კოლიადომ და ანსუ ფატიმ მიიღეს.
“ბლაუგრანა” ხვალ ისვენებს, პარასკევს კი სიუტატ ესპორტივაზე მზადებას განაგრძობს.
ხო რა აშკარაა არ აქვს პროგრესი. მართლა ეს მწვრთნელები ჩვენი მტრები ხომ არ არიან, ვერ აჩვენებს სათანადო დონეს და მაგიტომაც ვერ დამკვიდრდა
მაგის ფიზიკურ მონაცემებს რო შევხედე პირველად, იქნებოდა ალბათ 17-18 წლის, ვიფიქრე ძალიან პატარაა თქო, ზუსტად ისეთია ისევ 😀 მაგაზე 3 წლით უმცროსია ილაიშ მორიბა და პროსტა ტიპის მონაცემები ნახეთ, ბაზარი არაა, არც ჩავი ინი ლეო იყვნენ დიდი ტანისები მარა ეს პუჩი ნამეტანია, სასაცილოდ სუსტია ფეხბურთისთვის, თან დღევანდელისთვის. ბარსელონას სტანდარტი სიმაღლე-წონაში არის რაც სიმაღლე გაქვს იის წონა უნდა გქონდეს, (-100) ანუ თუ ხარ 170 სმ მაშინ წონა უნდა იყოს 70, პლიუს მინუმ 3-4 წილო. ლეო 170 ია და წონა 72 ია დღეის მონაცემებით, ეგრე იყო ჩავიც, ინიც, სანჩესიც პედროც, ვილიაც, პეპი სხვანაირად მოედანზე არ შეუშვებდა. დღესაც უმეტესობა ეგრეა ბარსაში, ვინც შედარებით მაღალია იმათ აქვს უფლება მარტო სისწრაფის შესანარჩუნებლად დაბალი წონა ატარონ, ბუსი 189 სმ – 76 კილოა, არც პიკეა 90 კილო. მარა აი პუჩი საერთოდ სხვა შემთხვევაა, ჯერ ხო 169 სანტიმეტრია, წონა კიდე არის 56 კილო, რაც არის ნებისმიერი კარგი გუნდის ნახევარმცვლის მარტო ფეკალიის წონა. 56 კილო ხალხო, არ ვიცი რა, არ შევეხები და ისე წავაქცევ ტიპს. 13 კილოგრამით ჩამოუარდება ადამიანურობას, ვინც მმისცემს შანსს, ან რატო, რო მოკვდეს სტადიონზე მწვრთNელს დაბრალდება 😀 ვინც გარისკავს. ამიტო ან კვებონ სპეციალურად ან რამე უშველონ. ან გაუშვან. თორე ნიჭი რო აქვს აშკარაა. თამაშსაც კIთხულობს, პროსტა ყურადღების მიქცევა უნდა და როგორც ჩანს კიდიათ და სპეციალურ სისტემას არ უდგენენ. ბართომეუს ურევნია პაულინიო იყიდოს 40 ად ან ვიდალი ვიდრე პუჩი აღზარდოს
ნუ მანერვიულებ ლიონელ,13 ივნისს ველოდები მოუთმენლად და იმედია იქნები.
სავერიო და მონჩუ მომწონს ძაან.. ვაფშე აქ ვინცაა ჩამოთვლილი უნდა მისცენ შანსი.. ჩუმი რო ათამაშეს ადრე არ დაუტოვებია ცუდი შთაბეჭდილება
ხო რა აშკარაა არ აქვს პროგრესი. მართლა ეს მწვრთნელები ჩვენი მტრები ხომ არ არიან, ვერ აჩვენებს სათანადო დონეს და მაგიტომაც ვერ დამკვიდრდა
პუჩი ვიძახით ბარსას მომავალიაო და ნელ-ნელა იზრდება ისე რო ბარსა ბ-შია კიდე
გამისკდა გული