workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დარბევის შემდგომი მიმოხილვა – საიდან მოდის ეს ნაგვის სუნი

დარბევის შემდგომი მიმოხილვა – საიდან მოდის ეს ნაგვის სუნი

აბა, საიდან დავიწყო? მოდი, შორიდან დავწყებ. ქართველები შორი ხალხი ვართ და შორიდან გვიყვარს ამბების მოყოლა, როგორც ის ჩუმი კაცი იტყოდა. თუ შორიდან არ დავიწყებთ გვგონია, რომ ვიღაც რაღაცას ვერ გაიგებს, ჰოდა, თუ იმას არ ეცადე რომ ვიღაცას რაღაცას გააგებინებ, მაშინ რატომ ყვები საერთოდ? 

ისე მოხდა, რომ უკვე მესამე მმართველის სისტემაში ვცხოვრობ, საბჭოთა მე არ მინახავს, ხუნტის დროს დავიბადე და არც სამხედრო ტრიუმვირატს მოვსწრებივარ, მაგრამ შევარდნაძის ხელი უკვე კარგად მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი. საერთოდ, როცა პატარა ხარ, უფრო კარგად გამახსოვრდება ყველაფერი, ალბათ პირველი შთაბეჭდილების ამბავია, მერე კიდევ გაცვთება ეგ შთაბეჭდილებები და გიჭირს რაიმე ახალს გაუღო გონების კარი, სულ ბავშვობის ამბები ყრია. 97/98 წლებში რაღაც იმედიც რომ გაჩნდა, მახსოვს, თითქოს გამოვედით იმ უკუნეთიდან, “ბაბუ” თავის ჩამომყვან მამაძაღლებს დაერია და ნელ-ნელა შეყარა ყველა ციხეში, თუმცა, მანამდე ისინიც მიხვდნენ რას უპირებდა “თეთრი მელა” და იმელის შენობასთან ააფეთქეს. გადარჩა. ეს მეორე გადარჩენა იყო. პირველად აფხაზეთში გადარჩა, როცა ვერტმფრენი ჩამოუგდეს, მესამედ კი მოგვიანებით გადარჩება, როცა “ზვიადისტები” ააფეთქებენ. სხვათა შორის, ამ გადარჩენების მერე გახდა პოპულარული ძალზეც შეურაცხმყოფელი სიტყვათა წყობა – დედააფეთქებული. 

ბევრი მოაკვლევინა კიდეც, თუ სიმართლეა სიმართლე იყოს. მათ შორის, არა მხოლოდ კრიმინალები, კარგი ხალხიც ერია. ერთ-ერთი თბილისის გამორჩეული კარდიოლოგის მამა იყო. ეგრე მოხდა. თავად ამბობდა, იმან მოაკვლევინაო. რას გაიგებ ახლა, როგორ და რატომ. თავისი უშიშროების უფროსიც გაწირა, თბილად კი გამოემშვიდობა სიკვდილის მერე, მაგრამ მთელი ქალაქი ამბობდა, თვითმკვლელობამდე მიიყვანესო. ეს სულ “ზედა” ამბებია. ქვემოთ კიდევ დიდი გაჭირვება იყო, მაგრამ ბავშვები ყველაფერს სხვაგვარად აღიქვამენ, გასართობს ყველგან პოულობენ და მეც ვერთობოდი ჩემს ძმაბიჭებთან ერთად. ქუჩაში ბურთით, ღამე ავტოფარეხების სახურავზე, ხან ამწეკრანის ზედა კაბინაში, ხან ჩხუბით, ხან კამათით, ხან ნაპოვნი იარაღით. სარდაფში ვიპოვეთ, ბევრი ტყვია, თოფი და ჭურვი, რომელიც მაშინ რაკეტა მეგონა. ამ დროს “მელამ” ახალი ხალხი მოიყვანა პოლიტიკაში, პარლამენტი კრიმინალებისგან გაწმინდა და ახალგაზრდა ნიჭიერ ხალხს გაუხსნა გზა – ერთი “მწვანეების” ლიდერი იყო, მეორე ამერიკაში ნასწავლი ნიჭიერი იურისტი, მესამე კი მდიდარი მამის კარგად ნასწავლი ქალიშვილი, რომელიც, როგორც “შემსწრე” ხალხი ამბობს, ყველაზე მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა ლუსტრაციის კანონს – ეგრე სად არის, მამაჩემი დაიჩაგრებაო. 

სუნი მახსოვს ამ პერიოდის, ძალიან მყრალი სუნი. საქმე იმაშია, რომ ეზოებთან არასაკმარისი რაოდენობის ნაგვის ურნები იდგა, თანაც, დასუფთავების სამსახური, (რომელთაც მაშინ მენაგვეებს ეძახდნენ) იშვიათად თუ შემოივლიდა. ხალხს რა უნდა ექნა? პარკებს იქვე ალაგებდნენ ურნებთან. მერე ცოფიანები მოდიოდნენ, ქუჩის ძაღლები, დღევანდელ ცუგებში არ შეგეშალოთ, მებრძოლი ძაღლები იყვნენ, წითელი თვალებით და პირზე დორბლით, ჯგუფებად დადიოდნენ, შანხაის, ფალიაშვილის, იოსებიძისა და ვუკოლ ბერიძის ცუგები. ჩაავლებდნენ კბილებს ამ პარკებს და დაათრევდნენ ეზო-ეზო, მიმოფანტავდნენ ნაგვის ნარჩენებს, მერე ვიღაც ტოვებდა ამ მიმოყრილ ნაგავს, ვიღაც მოხვეტავდა, მაგრამ რა უნდა ექნათ ამ მოხვეტილისთვის? წვავდნენ! ნაგვის დამწვრის სუნს ნაგავზე მეტად მყრალი სუნი აქვს. იმ პერიოდიდან ეგ სუნი მახსოვს. ფანჯრის გაღებაც რისკი იყო. 

საძმოები უკვე დაშლილი იყო, ზოგი გააქციეს, ზოგი ნელ-ნელა ციხეებში ჩაყარეს, ზოგიც გადარჩა ცნობილი გვარის მეშვეობით. მაშინ ეგრე იყო საქმე, კლანურად წყდებოდა ყველაფერი, გვარი გშველოდა ბევრ რამეში. ჰოდა, ერთი ოქრო კაცი გადაურჩა დაჭერასაც და სიკვდილსაც, ნათელი და კეთილშობილი სახე ჰქონდა, ბავშვებს მაგრად გვიყვარდა მაგის ირგვლივ სიარული, იმასაც მაგრად ვუყვარდით, მაგრამ ჩვენზე მაგრად ორი რამ უყვარდა – მანქანები და ქალები. თბილისში ნებისმიერი მანქანის გაწევა შეეძლო და ნებისმიერი გოგოს.. ისა. 

აზარტი ჰქონდა ასეთი. იპარავდა, მაგრამ სხვების მსგავსად “დაშლილებში” არ მიჰყავდა ფულის საშოვნელად, გააკატავებდა და ტოვებდა მერე სადმე, ან, აბრუნებდა საიდანაც წაიღო. რაც მეტად სარისკო იყო, მით უფრო მეტი მონდომებით აკეთებდა ამ საქმეს. ეგრე იყო ქალებშიც, სვისი გოგოებისკენაც გაურბოდა თვალი. ალფამამრი! გადრამა მთელი თბილისი. მოკლეს ეს კაი კაცი და მიჰყვა ამას სხვა სროლებიც და შეიწირა კიდევ ბევრი კარგი ქართველი, ეს კიდევ აღარ არის 90-იანები, ეს უკვე 2000-იანების დასაწყისია და ხალხიც ხვდება, რომ ბიჭო, არ მივდივართ წინ, სადღაც უკან გვექაჩებიან ეს ნაძირლები და ამ “მელასაც” მგონი დიდად არ ადარდებს, ჩაეფლო ბოლომდე ამ კლანურ თამაშებში და მისი ოჯახის კლანჭები უკვე ყველაფერს წვდება, ყველა ბიზნესში წილი აქვთ, მარტო მათ კი არა, მაგათ დაცვებსაც კი! მერე აღიარა, მე კორუფციას ვერ მოვერიე, აბა, რა გავაკეთოო?! აღიარა მაინც. არადა, თავის დროზე, საბჭოეთში, კორუფციასთან ბრძოლით გაითქვა სახელი. 

ხალხს იპარავდნენ თითქმის ყოველ კვირა. არა მხოლოდ ქართველებს, ესპანელი და ბრიტანელი ბიზნესმენებიც მიაყოლეს. მერე ვიღაცებს პოულობდნენ, ვიღაცებს ვერა. შუქიც ხან მოდის, ხან მიდის. 2002 წელს ერთი დიდი ალიაქოთი ატყდა, შუქი მოგვეცი შე დედააფეთქებულო თორემ მეოთხედ აგაფეთქებთო. ეგეთი ქვეყანა ვიყავით, არასწორი გმირები გვყავდა და კვდებოდნენ ეგ ჩვენი გმირები, ელემენტალურად შუქის მოსვლა გვახარებდა, მშობლები კი ყოველ დღეს შიშში ატარებდნენ, ვაი და შვილებს რაიმე არ დაემართოთო. 

ჰოდა, ამოვიდა რა ყელში. გააყალბეს გიჟურად ის არჩევნები და გამოცვივდა ხალხი გარეთ. ამას აღარ მოვითმენთო. წავიდა ეს კაცი, რომელსაც უფროსი თაობა კიდევ უფრო მეტად ვერ იტანდა, ჯერ კიდევ მისი “წითელი წარსულის” გამო. რევოლუცია გაუჩალიჩეს, აი, იმ სამმა ახალგაზრდამ, თავადვე რომ გაუხსნა გზა და მერე ნელ-ნელა ჩამოცილდნენ. 

აბა, როგორ აგიხსნათ მაშინ რა ხდებოდა ქალაქში? ეგეთი სიხარული ბევრი არ ყოფილა ამ ქვეყნის თავს. ეს შუქიც მოვიდა და აღარ წავიდა. დარჩა. ავვარდით მზიურიდან ჭავჭავაძეზე, ფეხბურთით დაღლილები, მთელი გამზირი გადანათებულია, არაფერი მსგავსი არ გვენახა, ჩვენ ხომ სიბნელეში დავიბადეთ?! ერთადერთი რაც ანათებდა ავტომატის ჯერი იყო, ან, მერსედესისთვის ნასროლი ჭურვი. ბედნიერი იყო ხალხი, იმედიანად იყო ყველა. დიდი თანხით დაგვეხმარნენ მაშინ დასავლელები, ახალ ხელისუფლებას ეხმარებოდნენ “რუსი ოლიგარქებიც”, ერთი თეთრულვაშიანი და მეორე, რომელიც არასდროს არ ჩანდა. დაიწყო რეპრესიები, “მელას” დროს გამდიდრებულებს ჩამოუარეს და ტყავი გააძრეს, ფული დაატოვებინეს და გაუშვეს. ერთადერთი კაცი დატოვეს ციხეში, სულხან მოლაშვილი. ვერც მაშინ გაიგეს რა გააკეთა ამ კაცმა ამის ფასი რომ მხოლოდ ის დაიტოვეს, და ვერც მოგვიანებით მოუძებნეს ახსნა. 

დაიძრა ეკონომიკა და რაღაცას დაემსგავსა ეს ქალაქიც. ბულაჩაურის ქუჩის კუთხეში ბებია-ბაბუების რიგი აღარ იდგა 13 ლარიანი პენსიის გამო. დილიდან საღამომდე რომ უწევდათ ლოდინი. მომსახურების სფეროც გაუმჯობესდა და პენსიაც 130 ლარამდე გაუზარდეს. მაშინ კიდევ კურსი ბევრად უკეთესი იყო. მაგრამ, რაღაც მაინც ვერ წავიდა კარგად. მალე მილიონრებს გაეშვნენ და უბრალო ხალხი დახსნეს სამსახურებიდან, აქაოდა, თქვენ წარსულის გადმონაშთები ხართ, აღარ გვჭირდებითო. 40-45 წლის ხალხი გაუშვეს სახლში. უფუნქციობა კიდევ ანადგურებს ადამიანს, მით უმეტეს, იმ ადამიანს, რომელსაც ათასი უბედურება უკვე გამოვლილი აქვს, ათასი კიდევ გასავლელი. ამ ხალხის ნაწილმა აზარტულ თამაშებს მიჰყო ხელი, ნაწილი დეპრესიაში ჩავარდა და ჩაიკეტა, ნაწილი გალოთდა, მაგრამ ყველაზე ხშირი მაინც ნარკომანია იყო, რადგან ზუსტად ამ დროს შემოვარდა ბაზარზე ერთი ამაზრზენი წამალი, რომლის სახელის დაწერაც არ მინდა. პოლიტიკაც ასეთი ჰქონდათ, ეს უსაქმოდ დარჩენილები ქუჩაში გამოვარდნენ და აგერ ჩვენ წამალს დავაყრით თავზე, უფრო მარტივი სამართავები იქნებიანო. მართლა გააკეთეს, მართლა დააყარეს. ახალმა თაობამ არ იცის თბილისის უბნებში, კორპუსებს რატომ დაუყენეს რკინის კოდირებული კარებები, ჰგონიათ რომ სულ ასე იყო. არა. თბილისის კორპუსებს ან საერთოდ არ ჰქონდა კარი, ან ხისა იყო, თუ რკინის იყო, მაშინ კოდი არ ჰქონდა, არ სჭირდებოდა. საქმე ის არის, რომ აბსოლუტურად ყველა კორპუსის სადარბაზოში ეგდო ინსულინის ნემსი და სისხლიანი ბამბა. ეგ კი არა, უკვე ფეხბურთსაც ვეღარ ვთამაშობდით, მოედნის კუთხეებში ყველგან ნემსები ეგდო, დაავლებდნენ ბავშვები ხელს და მიაქანებდნენ მერე გულგახეთქილი მშობლები აცრებზე. ჭავჭავაძის გამზირზე გამოჩნდა დიდი ბანერი – “ქალაქში მკვლელია” – თურმე, წამალზე დაუწერიათ. პატრიარქმა იქადაგა და თქვა, რომ ნარკომანია არის სირცხვილი. თურმე, შემოსილებშიც ყოფილან ასეთები. ისინიც აუტანია. თოქ-შოუების უცვლელი თემაა, მაგრამ ტელევიზიიდან “ბარიგები” გვეუბნებიან რომ წამალი ცუდია. ჯერ აჩიკო ქავთარაძემ გადაიღო “სუბორდონაცია”, მერე კოღუაშვილმა “ქუჩის დღეები”, მერე დიდი ამბავი ატყდა სულ ნარკომანებზე როგორ იღებთო, პასუხიც იყო – რასაც ვხედავთ იმას ვიღებთო. მერე არჩევნებზეც გამოჩნდნენ, “ასადკავებდნენ” უბნებში, ამას და ამას უნდა მისცეთ ხმაო. უცბად აუშვებდნენ და დააბამდნენ. 

ბევრი გახმაურებული ამბავი იყო, მაგრამ მე უფრო ჩუმი ამბები მახსოვს. ჩუმი იყო ის, რომ არასრულწლოვნებმა ერთმანეთის სიცოცხლის მოსპობა დაიწყეს, თანაც ძალიან სასტიკად. მაშინაც ითქვა, მახსოვს, აშკარად ნარკოტიკის თრობის ქვეშ იყვნენო, მაგრამ არა ძმებო, უმეტესად სპორტსმენები ვიყავით, უბრალოდ საშინელი სიძულვილი და აგრესია იყო ჩვენში, ოღონდ არ ვიცოდით საიდან, უბრალოდ ვგრძნობდით რომ ვიღაცას სურდა ჩვენი განადგურება, ოღონდ არ ვიცოდით ეს ვიღაცა ვინ იყო, ამიტომ ვიყავით ასე უმისამართოდ გაბრაზებულები. 

ჯერ დ.ო-ს საქმე იყო, მოკლეს ეს კარგი ბიჭი და მკვლელი გაუშვეს. პრეზიდენტმა აკადემიკოსების ოჯახს დაურეკა, პირად კონტროლზე აიყვანა საქმე, მაგრამ მკვლელი მაინც გაუშვეს სასამართლო დარბაზიდან. მერე აღმოჩნდა რომ სისტემაში მფარველობდნენ. მერე იყო და ი.გ მოკლეს, ყველანი ნამდვილად არ ვძმაკაცობდით, მაგრამ ერთი თაობა ვიყავით, ვიცნობდით ერთმანეთს, ვხვდებოდთ რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ვკარგავდით და ბოლომდე ვერც ვიაზრებდით რა ხდებოდა ჩვენს თავს. მაშინ ინტერნეტი თითზე ჩამოსათვლელ ოჯახებს ჰქონდათ, იუთუბი საერთოდ არ ვიცოდით რა იყო, ტელევიზორში გადახვევა ხომ საერთოდ ფანტასტიკის სფეროს ჰგავდა, რასაც ნახავ ეგ არის, მერე ვერაფერს უზამ, ჰოდა, ვუყურებ საღამოს სასამართლო პროცესს, ორი ბრალდებულია, ვიცით რომ მოკლეს ის კარგი ბიჭი, მოზარდებში ხომ არაფერი იმალება, მოხდება რაღაც და მთელმა უბანმა იცის. ორივე გაამართლეს. სასამართლო დარბაზში კლასელებმა ყიჟინა ატეხეს, ორივე გულში ჩაიკრეს, მერე ჟურნალისტი მივიდა და კომენტარი მოითხოვა, ერთ-ერთმა კი ასეთი რამ უპასუხა – “ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ჩემს წინააღმდეგ რამის თქმა შეეძლო უკვე მკვდარია” – სიცილით გვითხრა ამ ნაბიჭვარმა. მთელ ქვეყანას. ეკრანთან გავიყინე. მშობლებს გავხედე, – ეს მართლა თქვა? მომესმა? 

წარმოდგენაც არ მინდა დღეს რომ რაიმე მსგავსი მოხდეს რა ამბავს დავატრიალებთ, მაგრამ მაშინ ყველამ ჩათვალა რომ რაღაც სწორად ვერ გაიგო, რაღაც არასწორად მოგვესმა ყურში. 

ერთი-ორ კვირაში ნ.ბ მოკლეს, მკვლელი აქაც 15 წლისა იყო, მიყვა და მიყვა, დაიჭირეს, მაგრამ ხალხიც როგორც იქნა მიხვდა რომ რაღაც ძალიან ცუდი ხდებოდა ჩვენს თავს. მერე მეც დამჭრეს და როგორც ქირურგმა მითხრა წუთნახევრით მოვკვდი, კლინიკურად. 13 წლისა ვიყავი, როგორღაც გადავრჩი და პირველად მაშინ დავსვი კითხვა – რა ჯანდაბას ვაკეთებთ? საერთოდ რა ხდება ჩვენს თავს?! ვწევარ კლინიკაში, სადაც პატარა ტელევიზორი დამიდგეს და იქაც ვისმენ რომ ჩემმა მეგობარმა თავისი ძმაკაცი მოკლა, მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. ამ ამბავმა ერთი რამის გამო შემძრა, გარდაცვლილის დახასიათება მასწავლებელს თხოვეს, იმან კიდევ უპასუხა ასეთი საზიზღარი ბავშვი ცხოვრებაში არ მყოლიაო. არაფერი მსგავსი არასდროს არ მომისმენია, არც მანამდე, არც მას მერე. პირიქით, როგორი გაიძვერაც არ უნდა იყოს ადამიანი, კამერების წინ სულ აქებენ ხოლმე მეზობელს, ან ნაცნობს, მით უმეტეს, გარდაცვლილს, ამან კიდევ მიწასთან გაასწორა იმქვეყნად წასული ბიჭი. 

მერე კიდევ ერთი მეტად უცნაური ამბავი მოხდა, რომელსაც მაშინ ახსნა ვერ მოვუძებნე, მოგვიანებით კი რაღაც კონტურები მაინც მოიხაზა. დიდი შეტაკება იყო ჩანიშნული, მაგრამ სანამ ამ დღემდე მივიდოდით მანამდე 7 ნოემბერი მოხდა. გულის რევის შეგრძნება მქონდა, როცა ძირს დაგდებული კაცი ხელკეტებით სცემეს, ცემის მერე კი ერთხმად შესძახეს – საქართველოს გაუმაარ – ჯოოს! ეს იყო ქართველობა? დაგდებულის გაწიხლვა? ეგრე ჭკუიდან გადასული არასრულწლოვნებიც კი არ ვიქცეოდით. მერე კიდევ ერთი დანაყოფის უფროსმა შესძახა – შავებიი! აქეთ, შავებიი! და გამოვარდნენ ნიღბიანები, რაღაც უცნაური საგნებით ხელში, მილეწ-მოლეწეს ყველაფერი. ეს რაღა იყო? საერთოდ ვინ არიან? ჰოდა, ამოვისუნთქეთ. უცნაურია, არა? საშინელება ვნახეთ, მაგრამ ის რაც წლების განმავლობაში შიგნიდან გვჭამდა უცბად ხილული გახდა, კი იყვნენ ნიღბებით, მაგრამ ჩვენთვის ეგ სახის გამოჩენა იყო, როგორც იქნა მივხვდით ვინ გვენბრძვის, შესაძლოა, ვერ მივხვდით რატომ, მაგრამ დავინახეთ მაინც, სიცარიელეში აღარ ვიქნევდით ხელებს. 

მომდევნო დღეს კომენდანტის საათი გამოაცხადეს. მერე კიდევ შედგა ეს დიდი შეხვედრაც და ორი სიტყვით მოგვარდა ყველაფერი. ის აგრესია სადღაც გაქრა, აღარ იყო ჩვენში, უფრო სწორად, ერთმანეთის მიმართ აღარ გვქონდა, ცოტა სხვა მხარეს მივმართეთ. 

მერე ომი იყო და ომმა ახალი ტრავმები მოიტანა. ამავე წელს მოხდა მსოფლიო ფინანსური კრიზისი, ჩვენ კიდევ ორმაგად დაგვარტყა, როგორც ნაომარ ქვეყანას, ხელისუფლებამ მესამედ ჩამოუარა ბიზნესს ფულის ასაღებად და მიხვდა რომ ბევრი არც არავინაა დარჩენილი, რადგან ბიზნესის დიდი ნაწილი ან თავად ჰქონდათ, ან მათ შემწირველებს. გაიზარდა ამ სიგიჟეში პროტესტის ტალღა და დაიწყო კიდევ დაჭერები, მერე კიდევ ამ დაჭერილებს ციხეში ტყავი გააძრეს და ამის ჩვენება კიდევ ერთი დიდი ტრავმა აღმოჩნდა ჩვენთვის. თითქოს ვერა და ვერ უნდა წავიდეთ უფრო და უფრო ქვევით, მაგრამ მაინც ფსკერისკენ მივიწვეთ ყოველ ჯერზე. 

დემოკრატიულად შეიცვალა ხელისუფლება – ეს დამოუკიდებელი საქართველოს უდიდესი მიღწევაა. მმართველად კი იმ ორი “რუსი ოლიგარქიდან” ერთი მოვიდა. გამახსენდა 2004 წლის შეხვედრა, დემოკრატიული საქართველოს ჩამოყალიბების პროცესი, მაგიდასთან ხუთი ადამიანი ზის, ერთი თეთრულვაშიანი ოლიგარქია, რომელიც იწერს ამ შეხვედრას. მოგვიანებით გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა, არავის სჯერა ამის. სავარაუდოდ მოწამლეს. მეორეს უდიდესი წვლილი ჰქონდა ვარდების რევოლუციაში და წლების შემდეგ, როცა დემოკრატიულად შეიცვალა მმართველობა თავში ტყვია დაიხალა. ამ ვერსიის ოჯახს არ სჯერა. მესამეზე ამბობენ გაზმა გაგუდაო და იმდენი შეუსაბამობაა უკვე სასაცილო ვერსიად მოსჩანს, მეოთხე პრეზიდენტი იყო და ახლა ციხეშია, მეხუთე კი ყველაზე მსუქანი ვირთხაა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში და როგორც ვირთხებს სჩვევიათ გაქცევა მოასწრო. 

კიდევ ერთი დიდი ამოსუნთქვა იყო, მაგრამ ვერაფერი ვეღარ ჩავისუნთქეთ. ის ერთადერთი კაციც გამოუშვეს ციხიდან, რომელიც თავიდანვე დაიჭირეს, მოსვლისთანავე, სინათლე არ აღირსეს და აღმოჩნდა, რომ მუდმივ წამებაში ჰყავდათ. მალევე გარდაიცვალა, ვეღარ იცოცხლა. ამ სიბრაზემ და უსამართლობის განცდამ ცვლილება შეუძლებელი გახადა. ხელისუფლებამ იდეალური ინდულგენცია იშოვა. ვაჭარი ყოველთვის შეძლებს ამას. ასეთი ცარიელი წლები მგონი, საერთოდ არ მახსოვს. ძირითადად სულ ცუდი ამბები გავიხსენე, მაგრამ იმ ცუდის ფონზე ცალკეულ სფეროებში წინ მივიწევდით, ახლა კი ვერაფერში წინსვლას ვერ ვხედავ. იმათსავით ხომ არ ვაშავებთო, ამბობდნენ, მაგრამ ამაზე ჩემი ლექტორი ჯერ კიდევ 2014 წელს მეუბნებოდა, იმდენად სასტიკები იქნებიან, რამდენადაც დასჭირდებათო. ვაჰ, მართალი ყოფილა. დასჭირდათ და გახდნენ. აღარ ეყოთ თავიანთი ინდულგენცია – “ისინი უარესები არიან” მე მგონი, რომ აღარ ჭრის. ასეთი ნელი ლპობის პროცესი საერთოდ არსად მინახავს. დღეს კი გავედი გარეთ და ის სუნი მეცა, ბავშვობაში რომ ძალიან მაწუხებდა, ნაგვის დამწვრის სუნი. 

მერე გულგახეთქილი ჩამოვსქროლავ ფეისბუქს და ვხედავ იმ ბოზიშვილ მოსამართლეებს, რომლებიც მკვლელებს პანტა-პუნტით უშვებდნენ ჩემს მოზარდობაში და სიმართლისთვის მებრძოლებს ციხეში სვამდნენ. ახლაც იმავეს აკეთებენ თურმე, ოღონდ, ახლა უვადო მოსამართლეები ჰქვიათ.  

მთავარი კი წერტილია. მთავარი ზღვარია. ამ ზღვარს რომ კაცი გადავა, იქ წერტილი უნდა დაისვას. ეს წერტილი წინამორბედებს დიდი ხნის წინ დავუსვი, ამათაც კაი ხნის წინ დავაჭედე შუბლში. ზღვარს მიღმა ვინ უფრო მეტად გახრწნილია და ვინ ნაკლებად, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა, ადამიანს რომ დაამცირებ, შვილს რომ დედის თვალწინ გაულახავ, მერე აღარც კაცი გქვია და აღარც ადამიანი. პოლიტიკა კიდევ მორალზე დგას, თავიდან ბოლომდე, პოლიტიკა მორალისა და სინდისის გარეშე არაფერია, საერთოდ არაფერი. 

ჰოდა, სადაც თქვენი სინდისი წაგიყვანთ, იქით იარეთ, ჩემო მკითხველებო და კარგო ხალხო. 

მე კიდევ ბოლო დღეებია, სინდისს ვერ მივყავარ ვერც ტელევიზორთან, ვერც ლეპტოპის ეკრანთან, არ შემიძლია ახლა ჩემი საყვარელი კლუბის ყურება. 

ფოტო – რადიო თავისუფლება

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (53)

  • Tazuna
    schedule 12 დეკ 2024, 03:49

    ციტატა: me da barca
    ზუსტად მაგ მოტივით 5 დღეა არ შემოვსულვარ ამ საიტზე. არ მქონდა არანაირი სურვილი, არ მეფეხბურთებოდა. პატარა ბიჭი არც მე ვარ. როცა 9 აპრილი მოხდა სტუდენტი ვიყავი, ლენინგრადში (პეტერბურგში} ვსწავლობდი. მამაჩემმა მითხრა სულ რომ დაკარგო ყველაფერი აქეთ წამოდიო. მეც დავთანხმდი და ამ უჯიშო რუსებზე გაბრაზებულმა მოვფხიკე საბუთები და დავბრუნდი საქართველოში. ბევრი რომ არ გავაგრძელო მთლიანობაში 4 წელი დავკარგე, აქაური კორუმპირებული რექტორების თუ პრორექტორების წყალობით, თუმცა არ ვნანობ.
    ყველა უბედურებას მოვესწარი, სამოქალაქო ომიდან დაწყებული, დღევანდელ დღემდე. მას მერე 33 წელი გავიდა და კიდევ რუსთაველზე ვდგავართ. რაც დრო გადის კიდევ უფრო ვრწმუნდები ჩვენი წმინდანის, მამა გაბრიელის სიტყვების სისწორეში.
    –,,ფუნიკულიორზე რესტორანი რომ არის, მაგ შენობას ურევია იმ ეკლესიის ქვები, რომლებიც პარლამენტის შენობის ადგილას იდგა. სანამ ის ქვები თავის ადგილს არ დაუბრუნდება, არასდროს დაწყნარდება იქაურობა, სულ არეულობა იქნება. ის ქვები თავის ადგილს დაუბრუნდება.''
    პ.ს. მადლობა მარტო იმისთვის გეკუთვნის ფეოლა, რომ დამანახე აქ ფეხბურთის გარდა ვინ როგორ აზროვნებს. ვინაა რუსული პროპაგანდით ტვინ გამორეცხილი და ვინ საღად მოაზროვნე.

    ციტატა: levanoza
    ცნობისთვის: რუსი ტურისტები იყვნენ ის ლესბო ქალები, ხოლო „კაცების“ ფოტო ხელოვნური ინტელექტის საშუალებით იყო გენერირებული. ეს ყველაფერი კი „ტვ იმედ-ის“ მეტს არავის გაუშუქებია და ახლა გეკითხებით, რომელი მხარე ეწევა უკუღმართ პროპაგანდას – ხელისუფლება თუ „ჟოპოზიცია“?


    იმ რუსი ძუკნების ინსტაგრამიდანაა აღებული ის ვიდეო, რაც დაამონტაჟა იმედმა. მაგის ლინკიც იყო დადებული, ისინი ზასაობენ და ხალხს დააკვირდით რეაქცია ნული, არავინ არ უყურებს ზედ, იმიტომ რომ დამონტაჟებულია, ფეიკია და აქ ზოგიერთებმა დაიჯერეს. პროპაგანდის მსხვერპლია უმეტესობა, აბა ომი გინდა?, ჩვენ თუ არა ნაცები მოვლენ და ბლა-ბლა-ბლა. ყველაზე მეტად ქოცებს აწყობთ ნაცების არსებობა რომ ყველაფერი მათ დააბრალონ. ეს ორივე პარტია უნდა აიკრძალოს საქართველოში, თუ არადა სიმშვიდეს ვერ ვეღირსებით. ქართველი ქართველს დააჯახეს, ერთი კაცის უკანა ბოსტანი გახდა საქართველო და რუსის უკანალში გვტენიან.


    👌👌

  • me da barca
    schedule 12 დეკ 2024, 02:34

    ზუსტად მაგ მოტივით 5 დღეა არ შემოვსულვარ ამ საიტზე. არ მქონდა არანაირი სურვილი, არ მეფეხბურთებოდა. პატარა ბიჭი არც მე ვარ. როცა 9 აპრილი მოხდა სტუდენტი ვიყავი, ლენინგრადში (პეტერბურგში} ვსწავლობდი. მამაჩემმა მითხრა სულ რომ დაკარგო ყველაფერი აქეთ წამოდიო. მეც დავთანხმდი და ამ უჯიშო რუსებზე გაბრაზებულმა მოვფხიკე საბუთები და დავბრუნდი საქართველოში. ბევრი რომ არ გავაგრძელო მთლიანობაში 4 წელი დავკარგე, აქაური კორუმპირებული რექტორების თუ პრორექტორების წყალობით, თუმცა არ ვნანობ.
    ყველა უბედურებას მოვესწარი, სამოქალაქო ომიდან დაწყებული, დღევანდელ დღემდე. მას მერე 33 წელი გავიდა და კიდევ რუსთაველზე ვდგავართ. რაც დრო გადის კიდევ უფრო ვრწმუნდები ჩვენი წმინდანის, მამა გაბრიელის სიტყვების სისწორეში.
    –,,ფუნიკულიორზე რესტორანი რომ არის, მაგ შენობას ურევია იმ ეკლესიის ქვები, რომლებიც პარლამენტის შენობის ადგილას იდგა. სანამ ის ქვები თავის ადგილს არ დაუბრუნდება, არასდროს დაწყნარდება იქაურობა, სულ არეულობა იქნება. ის ქვები თავის ადგილს დაუბრუნდება.''
    პ.ს. მადლობა მარტო იმისთვის გეკუთვნის ფეოლა, რომ დამანახე აქ ფეხბურთის გარდა ვინ როგორ აზროვნებს. ვინაა რუსული პროპაგანდით ტვინ გამორეცხილი და ვინ საღად მოაზროვნე.

    ციტატა: levanoza
    ცნობისთვის: რუსი ტურისტები იყვნენ ის ლესბო ქალები, ხოლო „კაცების“ ფოტო ხელოვნური ინტელექტის საშუალებით იყო გენერირებული. ეს ყველაფერი კი „ტვ იმედ-ის“ მეტს არავის გაუშუქებია და ახლა გეკითხებით, რომელი მხარე ეწევა უკუღმართ პროპაგანდას – ხელისუფლება თუ „ჟოპოზიცია“?


    იმ რუსი ძუკნების ინსტაგრამიდანაა აღებული ის ვიდეო, რაც დაამონტაჟა იმედმა. მაგის ლინკიც იყო დადებული, ისინი ზასაობენ და ხალხს დააკვირდით რეაქცია ნული, არავინ არ უყურებს ზედ, იმიტომ რომ დამონტაჟებულია, ფეიკია და აქ ზოგიერთებმა დაიჯერეს. პროპაგანდის მსხვერპლია უმეტესობა, აბა ომი გინდა?, ჩვენ თუ არა ნაცები მოვლენ და ბლა-ბლა-ბლა. ყველაზე მეტად ქოცებს აწყობთ ნაცების არსებობა რომ ყველაფერი მათ დააბრალონ. ეს ორივე პარტია უნდა აიკრძალოს საქართველოში, თუ არადა სიმშვიდეს ვერ ვეღირსებით. ქართველი ქართველს დააჯახეს, ერთი კაცის უკანა ბოსტანი გახდა საქართველო და რუსის უკანალში გვტენიან.

  • nika 54
    schedule 11 დეკ 2024, 15:47

    დარბევის შემდგომი მიმოხილვა – საიდან მოდის ეს ნაგვის სუნი

    ციტატა: Bakero
    ამერიკის შეერთებული შტატების (1977 -1981) რიგით 39-ე პრეზიდენტი ჯიმი კარტერი ნობელის პრემიი ლაურიატი თავის წინამორბედი პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი დაამარცხა 2% !- ით …….." ამერიკამ არ გამოიგონა ადამიანის უფლებები, მაგრამ ადამიანის უფლებებმა გამოიგონა ამერიკა! " ….." ჩვენ ისე უნდა ვიცხოვროთ, თითქოს ამაღამ მოსალოდნელი იყოს ქრისტეს მოსვლა " ……." თუ სხვისი უბედურება გულგრილს გტოვებს და თანაგრძნობას არ გრძნობ მაშინ ვერ გიწოდებთ ადამიანს " …..ამერიკის შეერთებული შტატების (1969 – 1974 ) რიგით 37-ე პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი " A man is not finished when he is defeated. He is finished when he quits " (კაცი არ არის დასრულებული როცა ის დამარცხებულია ის დასრულდება როცა დანებდება" ….მე 1958 წელს დავიბადე ამ ქვეყანაში სადაც დავიბადე თითქმის ყველაფერი ვნახე თითქმის მეთქი იმიტომ ვამბობ რომ ის რაც ჩვენს თავს და ჩვენს ქვეყანაში ხდება ეს ყველანაირ ფანტაზიაში თუ წარმოდგენაში დაუჯერებელი მეგონა მაგრამ დღეს ეს რეალობაა რუსებს გაცილებით უკეთ ვიცნობ (იმიტომ რომ 5 წელი მოსკოვში ვსწავლობდი 1977 -1982 და 3 წელი ვმუშაობდი) მეგონა ჩვენ თანამემამულეებს ვიცნობდი და ვიცოდი ტყუილი აღმოჩნდა ! არაფერი მცოდნია ! შეერთებულ შტატებს რაც შეეხება მინდა გითხრათ რომ თუ დემოკრატია მხოლოდ სიტყვა ან ტერმინი არ არის რეალურად უფრო ზუსტად პროცენტულად და ხარისხით ის ამერიკაშია სამჯერ ვარ ნამოგზაურები საკმაოდ დიდი ხნით არ დავრჩი მხოლოდ ოჯახური პრობლემების გამო რუსებთან ძალიან ხშირად ბევრი კამათი მქონია ახლაც ჩემ ასაკში ყველაფერი ყოველთვის ჩემთვის ერთი და იგივეთი მთავრდებოდა ქართველი ვერასოდეს მიიღებს რუსული ცხოვრების წესს და თუ მიიღებს მაშინ ის ქართველი აღარ /ვეღარ იქნება ის რუსი გახდება ! …..ჩვენი და ჩვენი ქვეყნის N1 პრობლემა მე განათლება მგონია ძალადობა პატრიოტიზმით არ პრავდება ! ძალადობა საერთოდ არ პრავდება !!! ჩვენ გავიმარჯვებთ დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებთ გონიერებით მანქურთებზე იმიტომ რომ ჩვენ სხვა გზა არა გვაქვს გამარჯვების გარდა ! ფეოლა RESPECT -ი ჩემგან ! ……და მაინც ფეხბურთი! არა ლეგიტიმურების მიერ პრეზიდენტად დასახელებულს ჰკითხეს სად თამაშობდიო ? მეო ! მე შვეიცარიაში ვთამაშობდიო ! ეგ ვიცით კაცო შენ ის გვითხარი ძირითადში სად თამაშობდიო ?! ვლადიკავკაზის " ალანიაშიო" joy joy joy joy joy joy


    100%-იანი ხარ. შენი ტოლი ვარ იგივე ისტორიით. მე ვერ გავჩერდი იქ. ჩემი შვილები კი დასავლეთისკენ წავიდნენ და დღეს ბედნიერად ცხოვრობენ. ენა არ მიბრუნდება ვუსაყვედურო სამშობლოს მიტოვებისთვის, მაგრამ რა ექნათ უმაღლეს განათლებულებმა ელიავაზე იმუშავეს ცოტა ხანი(მტვირთავებათ) იმიტომ რომ ყველგან პატრონი სჭირდებოდათ ამ ქვეყანაში. ისე ყაველაშვილისგან განსხვავებით რომელმაც განათლების გარეშე მიაღწია მწვერვალებს, ჩემებს უთხრეს დიპლომები კარგად შეინახეთო.

  • Bech20
    schedule 10 დეკ 2024, 16:31

    უმაგრესი სტატიაა და ყველაფერი სწორადაა გადმოცემული. დიდი მადლობა. მოვიშორებთ ამ სადისტებსაც მალე!✊

  • კაპანაძე
    schedule 10 დეკ 2024, 11:37

    ქოცების დედას შვცი

  • Flying Dutchman
    schedule 10 დეკ 2024, 00:13

    სერიოზული დონის სტატიაა, ისეთი როგორც ამ მაგარი ანალიზის მქონე მწერალს შეშვენის. ფეოლ ზუსტად მეც შენსავით გულგახეთქილი ვარ… იმედია ყველაფერი დალაგდება

  • Maestro
    schedule 09 დეკ 2024, 23:31

    ფეოლა მაგარი ხარ. რეალის გულშემატკივარი ვარ, როცა შემოვდივარ აქ შენი სტატიების წასაკითხად ძალიან საინტერესო ანალიზს აკეთებ, არასდროს არ დავრეგისტრირებულვარ და კომენტარიც არ დამიწერია რომ პროვოკაცია არ გამომსვლოდა. გენაცვალე გულში ამ სტატიისთვის, ყველამ რომ თავისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა სხვა რაღაცეების წინ დააყენოს, ყოველ 10 წელიწადში ერთხელ რევოლუცია არ მოგვიწევს. "მე არც ნაცი ვარ და არც ქოცი" და "პოლიტიკა და სპორტი გამიჯნეთ" ხალხს მინდა გითხრათ, თქვენ მაგრად გასხიათ მეგობრებო

  • Bakero
    schedule 09 დეკ 2024, 21:59

    ამერიკის შეერთებული შტატების (1977 -1981) რიგით 39-ე პრეზიდენტი ჯიმი კარტერი ნობელის პრემიი ლაურიატი თავის წინამორბედი პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი დაამარცხა 2% !- ით …….." ამერიკამ არ გამოიგონა ადამიანის უფლებები, მაგრამ ადამიანის უფლებებმა გამოიგონა ამერიკა! " ….." ჩვენ ისე უნდა ვიცხოვროთ, თითქოს ამაღამ მოსალოდნელი იყოს ქრისტეს მოსვლა " ……." თუ სხვისი უბედურება გულგრილს გტოვებს და თანაგრძნობას არ გრძნობ მაშინ ვერ გიწოდებთ ადამიანს " …..ამერიკის შეერთებული შტატების (1969 – 1974 ) რიგით 37-ე პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი " A man is not finished when he is defeated. He is finished when he quits " (კაცი არ არის დასრულებული როცა ის დამარცხებულია ის დასრულდება როცა დანებდება" ….მე 1958 წელს დავიბადე ამ ქვეყანაში სადაც დავიბადე თითქმის ყველაფერი ვნახე თითქმის მეთქი იმიტომ ვამბობ რომ ის რაც ჩვენს თავს და ჩვენს ქვეყანაში ხდება ეს ყველანაირ ფანტაზიაში თუ წარმოდგენაში დაუჯერებელი მეგონა მაგრამ დღეს ეს რეალობაა რუსებს გაცილებით უკეთ ვიცნობ (იმიტომ რომ 5 წელი მოსკოვში ვსწავლობდი 1977 -1982 და 3 წელი ვმუშაობდი) მეგონა ჩვენ თანამემამულეებს ვიცნობდი და ვიცოდი ტყუილი აღმოჩნდა ! არაფერი მცოდნია ! შეერთებულ შტატებს რაც შეეხება მინდა გითხრათ რომ თუ დემოკრატია მხოლოდ სიტყვა ან ტერმინი არ არის რეალურად უფრო ზუსტად პროცენტულად და ხარისხით ის ამერიკაშია სამჯერ ვარ ნამოგზაურები საკმაოდ დიდი ხნით არ დავრჩი მხოლოდ ოჯახური პრობლემების გამო რუსებთან ძალიან ხშირად ბევრი კამათი მქონია ახლაც ჩემ ასაკში ყველაფერი ყოველთვის ჩემთვის ერთი და იგივეთი მთავრდებოდა ქართველი ვერასოდეს მიიღებს რუსული ცხოვრების წესს და თუ მიიღებს მაშინ ის ქართველი აღარ /ვეღარ იქნება ის რუსი გახდება ! …..ჩვენი და ჩვენი ქვეყნის N1 პრობლემა მე განათლება მგონია ძალადობა პატრიოტიზმით არ პრავდება ! ძალადობა საერთოდ არ პრავდება !!! ჩვენ გავიმარჯვებთ დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებთ გონიერებით მანქურთებზე იმიტომ რომ ჩვენ სხვა გზა არა გვაქვს გამარჯვების გარდა ! ფეოლა RESPECT -ი ჩემგან ! ……და მაინც ფეხბურთი! არა ლეგიტიმურების მიერ პრეზიდენტად დასახელებულს ჰკითხეს სად თამაშობდიო ? მეო ! მე შვეიცარიაში ვთამაშობდიო ! ეგ ვიცით კაცო შენ ის გვითხარი ძირითადში სად თამაშობდიო ?! ვლადიკავკაზის " ალანიაშიო" joy joy joy joy joy joy

  • levanoza
    schedule 09 დეკ 2024, 21:54

    ციტატა: ზურაბ
    ამერიკიაში ბომჟი იმიტომაა რომ გაკოტრდა


    სულაც არაა მასე. არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც მუშაობა არ უნდათ, ან ალკოჰოლისტები არიან ან ნარკოდამოკიდებულები, ან უბრალოდ, რაღაც გაურკვეველი პრეტენზია აქვთ თავისი ქვეყნის (აშშ)-ს მიმართ. ინახავს საკუთარი მოსახლეობა მაგ ბომჟებს საკუთარი შემოსავლებიდან, მაგრამ იმის უფლებასაც არავინ უთრგუნავს გუბერნატორობაზე იყაროს კენჭი. მკაცრი ცენზია მოსახლების მხრიდან დაწესებული: ვინ ხარ და რა გაგიკეთებია ქვეყნისთვის! არც მაიკლ ჯორდანი და არც მეჯიკ ჯონსონი არ დაუსახელებიათ საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატად, მხოლოდ იმიტომ რომ მაგრები იყვნენ. ჩვენთან კი მასობრივად მიდის ე.წ. ბომჟიატნიკის დაწინაურება სხვადასხვა პოლ. თანამდებობაზე და ესეც იმიტომ, რომ როცა ზემდგომს დაჭირდება, ხმა მისცეს მის სურვილებს, და არა იმას რაც ქვეყანას გამოადგება. გავკადნიერდები და ვიტყვი, დღეს ქვეყანას მართლაც რომ, უსახლკაროები და, უფრო უარესი, – თავზე ხელგადასმული უწიგნურები მართავენ!!!
    პ.ს. სახელს და გვარს აქ არ დავასახელებ, მაგრამ ბევრია ხელიხუფლების მხარდამჭერი ლგბტ. და არცთუ პატარა თანამდებობებზე მოკალათებულნი. გაითვალისწინეთ ეს, იმათ ვისაც ევროპა გარყვნილების ბუდე ჰგონია…

  • La Pulga10
    schedule 09 დეკ 2024, 20:15

    რუსეთში არანაკლები პიდარასტია,რომ იცოდეთ. პორნო ინდუსტრია ყვავის. ნარკომანებზე და ლოთებზე ხო საუბარიც ზედმეტია. მოსკოვის,პეტერბურგის და ერთი-ორი ქალაქის გარდა ყველგან ბოსელია. ელემენტარული კანალიზაცია არ აქვთ გაყვანილი ქალაქებში და სოფლებში რო ტვალეტები დგას, მსგავსები უდგათ და იქ ისაქმებენ. ანტისანიტარიაა სასწაული. ის ქალები კიდე რომ ზასაობდნენ უცხოელები არიან,მგონი რუსები, დაზუსტენული ინფოა შეგიძლიათ გადაამოწმოთ. იასნია აშშ-ს და ევროპის ქვეყნებს თავიანთი პრობლემები აქვთ, იდეალური სახელმწიფო არ არსებობს.

  • jacky iakovenko
    schedule 09 დეკ 2024, 19:32

    ლოლ იმდენი კომენტარი შემხვდა პოლიტიკა აქ რაშუაშიაო ….

  • MESSI 2017
    schedule 09 დეკ 2024, 18:49

    ციტატა: CHEPE

    ციტატა: Visca el barca

    ციტატა: barca75
    ვერ გავიგე ბარსამანიაში ვართ თუ ტვ ფორმულაში. აქ რა გინდათ თქვე ჩემის ლგბტეშნიკებო, წადით რუსთაველზე და ერთმანეთს სთხარეთ ტრაკში მოლოტოვის კოქტეილები. როგორც ჩანს ბარსამანიაში მალე ბარსელონაზე აღარ იქნება ლაპარაკი, აქტუალური გახდება რატომ გვართმევენ გახრწნილ ლგბტ ბოზ პიდარასტ ევროპას


    ამ ქოცებს ტრაკები და ლგბტ როგორ გაკერიათ მარტო პირზე ბიჭო, გაიხედ-გამოიხედე , ტერორია ქვეყანაში, სადარბაზოებთან ასეტკავებენ ხალხს და იჭერენ, სად მიყავთ არავინ არ იცის, რას უშვრებიან არავინ არ იცის. ეს დედამოტ*ნული ბორია და მისი პაიკები ლარად ყიდულობვენ მიწებს პირდაპირი მნიშვნელობით, იმ დროს როდესაც მეტროში ვერ ჩავსულვარ ერთი დღე ისე, რომ ჩვილიანი დედები ან ინვალიდი ხალხი არ მენახოს მშიერი, 10 თეთრზე, რომ მათხოვრობენ.


    შენადა ჯიგარო ამერიკაში რამდენი ბომჟია გაგიგია საერთოდ?? ეგ ხო ოო დიდო ამერიკაა ვითომ და დემოკრატიის და მშვიდობის სამყარო მიდი და ნახე რამდენია მაგნაირი თქვე ხო მიიჩნევთ რომ ეკონომიკის ბურჯია ამერიკა მართლა და მართლა რა წაიღეს ტვინი აქ რომ დამიწერეს გაშაშნალებული დაზეპირებული შპარგალგებით სიტყვები რატო გეუბნებიან რომ მე რასაც გეტყვი ის გააკეთე მე რა კანონსაც გეტყვი ის მიიღე რომ გეუბნება ერთქესიანთა ქორწინება მიიღეო ვინ ჩემი დიშლაა ევროპა მაგას რომ მკადრებს და მის ჭკუაზე უნდა გაიარო?? მერე ღმერთი გკიდიათ რომ გეუბნება ბიბლია გმობს უფალი ერთსქესიანთა ქორწინებასო თუ რა ყველა ათეისტები ხართ ურწმუნო ხალხის სიტყვებია მაგ აქციებზე რომ გააჟყერეს ენა მამული და ერთობაო სარწმუნოება მოტეხეთ?? კაროჩე მართლა დავიღალე ამ დაბრმავებული ხალხით პარტნიორი სპონორიო მაგას პარტნიორობა ჰქვია როცა გეუბნება ჩემი რეფორმები გაატარე ქვეყანაშიო?? შენ მეწილე როლ გყავდეს მარკეტში და გითხრასო ყველაფერი შენ გააკეთე და პაპალა გავიყოთო გაგისწორდება?? ხოდა ეგრეა ეგ საქმეც დაფინანსებას გიწყვიტავს სანქციებს გადებს და მაგას ჰქვია სპონსორი და პარტნორიი მალადეც ძმაო მალაადეეც… ენაზე რომ დაიდეთ კაიფით ევროპა აპიდარასტებსო გადი და ნახე აქციაზე ქალების ზასაობა პირდაპირ შუა პარლამენტის წინ და მაგრად მკიდია ამაზე ვინ კაიფობს სტალინმა მასონები შეაჩერა 1 საუკუნე და მართლა მოდის ის დრო როცა დედამიწა ქაოსში იქნება სოდომი და გომორა მონაგონი იქნება ნუ აზრი არააქ ვინმეს ელაპარაკო ვისაც ეს მენტალობა აქ ჩანერგილი ვისაც არ მოსწონს შეუძლია დაეშვას რაზოგინით ოოო დიდო ამერიკაში


    ამერიკიაში ბომჟი იმიტომაა რომ გაკოტრდა და დაკარგა ფული რასაც სახელმწიფო რომელსაც ათასი საზრუნველი აქვს რომ ეგ "ბომჟების რაოდენობა არ გაიზარდოს" ბურჟაში რომ ჩადებ შენს მთლაინ ფულს და მერე უცბად დავარდება და გაკოტრდები მანდ ვერც სახელმწიფო დაგემხარება და ვერავინ რადგამ შენ მიიღე გადაწყვეტილება ისევე როგორც შნე იღებ გადაწყვეტილებას შეხვიდე თუ არა ტოტალიზატორის და შენ ჯფებ გადაწყვეტილებას რამდენით ითამაშო და მაგის გამო სახლემწიფოს ვერ გააკრიტიკებ რადგან ადამისნ უნდა ქონდეს იმხელა თვითშეგენბა რომ მიხვდეს რომ როდესაც რისკავ რომ დადო და ჩადო ამდენი ფული რაღაცაში იმასაც უნდა აცნობიერებდე რანოგვება ამ ყველაფერს მაგ ბომჯებს კოდე სახლემწიფო მაქსიმალურად ეხმარება ჩვენგან განსხვავებით

  • ზურაბ
    schedule 09 დეკ 2024, 14:18

    geobcn33, რობერტ სტურუას პოზიცია გიჭირავს რაც არასწორია