“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი და სარეზერვო გუნდის მწვრთნელი, ეუსებიო საკრისტანი კატალონიური კლუბის ლეგენდაზე, რონალდინიო გაუჩოზე საუბრობს.
“როდესაც ბრაზილიელს ვხედავდით, გაოგნებული ვუყურებდით. რონალდინიო როგორც ასაკოვან, ისევე ახალგაზრდა გულშემატკივრებს აღაფრთოვანებდა. ბავშვები მას კერპად და ჯადოქრად აღიქვამდნენ.
რონალდინიო, როგორც ჩანს, სხვა განზომილების, სხვა სამყაროდან მოსული ფეხბურთელი იყო. მას ფიზიკური მდგომარეობა, ნიჭი და ქარიზმა უნიკალურსა და სანახაობრივს ხდიდა”, – ციტირებს სპეციალისტის სიტყვებს El Pais.
რონალდინიო “ბარსაში” 2003-2008 წლებში ბრწყინავდა, რა დროის განმავლობაშიც, 207 მატჩში 94 გოლი და 71 ასისტი მიითვალა. საკრისტანი კი, სწორედ ამ პერიოდში, ფრანკ რაიკაარდის ასისტენტი იყო, ხოლო მანამდე, საფეხბურთო კარიერის დროს, 1988-1995 წლების სეზონში იოჰან კრუიფის “დრიმ თიმის” წევრი გახლდათ. ასევე, ეუსებიო 2011-2015 წლებში “ბარსა ბ”-ს წვრთნიდა.
რონალდინიო იყო ფეხბურთის ფეიერვერკი, ზეიმი, სიხარული…
ასისტები აქვს ბევრი. გოლი+ ასისტი 165 გამოსდის 207 თამაშში ანუ 165 გოლში პირდაპირ მიიღო მონაწილეობა და რამდენში არაპირდაპირი ვინ დათვლის. არც ყოფილა რონალდინიოს მოვალეობა მაინცდამაინც ბომბარდირობა და ცენტრ-ფორვარდების გარდა არც არავის ევალება
207 მატჩში 94 გოლი? ანუ საშუალოდ 0.45 გოლი მატჩში? ცოტაა მეტი მახსოვდა. ლეოს საშუალოდ თამაშში 0.84 გამოსდის. და ეს ხდება 15 წლის განმავლობაში, მაშინ როცა გაუჩომ 2003-2008 წლებში სულ 5 წელი ითამაშა. საწყენია.
რონალდინიოს კიდევ 5 წელი რომ ეთამაშა უმაღლეს დონეზე ისტორიაში ვერცერთი ფეხბურთელი გვერდზე ვერ დაუდგებოდა. ახლა მაქსიმუმ ტოპ ათშია
გაუჩო მართლა სხვა სამყაროა❤❤
Ronaldinho exlac bevristvis kerpia da namdvilad sxva planetidan iyo sheidzleba chanacon messi ronaldo magram mas veravin shedreba