Squawka: ლეო მესი ჩემპიონთა ლიგის ფინალების ისტორიაში საუკეთესოა

Squawka: ლეო მესი ჩემპიონთა ლიგის ფინალების ისტორიაში საუკეთესოა

ცნობილი ინგლისური პორტალი Squawka ბოლო 20 წლის განმავლობაში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალების საუკეთესო ფეხბურთელთა რეიტინგს აქვეყნებს.

სიაში მხოლოდ ის მოთამაშეები მოხვდნენ, რომლებიც ლიგის ფინალებში საუკეთესო ფეხბურთელებად დასახელდნენ. ალბათ, გასაკვირი არავისთვისაა, რომ მათ შორის პირველი ადგილი “ბარსელონას” კაპიტანმა, ლიონელ მესიმ დაიკავა, რომელმაც 2011 წელს “მანჩესტერ იუნაიტედთან” ბრწყინვალედ ითამაშა და კატალონიელთა ტრიუმფში დიდი წვლილი შეიტანა. მე-3, მე-13 და მე-19 პოზიციები, შესაბამისად, ჩავი ერნანდესმა, ანდრეს ინიესტამ და სამუელ ეტო’ომ დაიკავეს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალების 20 საუკეთესო ფეხბურთელის რეიტინგი ასე გამოიყურება:

  1. ლიონელ მესი (ბარსელონა-მანჩესტერი 3-1, 2011 წელი)
  2. ზინედინ ზიდანი (რეალი-ლევერკუზენი 2-1, 2002 წელი)
  3. ჩავი ერნანდესი (ბარსელონა-მანჩესტერი 2-0, 2009 წელი)
  4. სტივენ ჯერარდი (ლივერპული-მილანი 3-3 (პენ. 3-2), 2005 წელი)
  5. ოლივერ კანი (ბაიერნი-ვალენსია 1-1 (პენ. 5-4), 2001 წელი)
  6. დიდიე დროგბა (ჩელსი-ბაიერნი 1-1 (პენ. 4-3), 2012 წელი)
  7. არიენ რობენი (ბაიერნი-დორტმუნდი 2-1, 2013 წელი)
  8. ანხელ დი მარია (რეალი-ატლეტიკო 4-1, 2014 წელი)
  9. გარეთ ბეილი (რეალი-ლივერპული 3-1, 2018 წელი)
  10. დიეგო მილიტო (ინტერი-ბაიერნი 2-0, 2010 წელი)
  11. კრიშტიანუ რონალდუ (რეალი-იუვენტუსი 4-1, 2017 წელი)
  12. სტივ მაკმანამანი (რეალი-ვალენსია 3-0, 2000 წელი)
  13. ანდრეს ინიესტა (ბარსელონა-იუვენტუსი 3-1, 2015 წელი)
  14. სერხიო რამოსი (რეალი-ატლეტიკო 1-1 (პენ. 5-3), 2016 წელი)
  15. ედვინ ვან დენ სარი (მანჩესტერი-ჩელსი 1-1 (პენ. 6-5), 2008 წელი)
  16. დეკუ (პორტუ-მონაკო 3-0, 2004 წელი)
  17. პაოლო მალდინი (მილანი-იუვენტუსი 0-0 (პენ. 3-2), 2003 წელი)
  18. ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული-ტოტენჰემი 2-0, 2019 წელი)
  19. სამუელ ეტო’ო (ბარსელონა-არსენალი 2-1, 2006 წელი)
  20. ფილიპო ინძაგი (მილანი-ლივერპული 2-1, 2007 წელი)

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • Andres_Iniesta
    27 მაი 2020, 08:57

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    2011 წლის ფინალში მესი მაგრად ეღადავა მანჩესტერელებს😂😂😂😂 მთელი გუნდი სამარცხვინოდ ათრია.

    ციტატა: Andres_Iniesta
    ისე2010

    დიეგო მილიტო რამაგარი იყო

    მგონი მსოფლიოზე მაგწელს მარადონამ არ გამოიძახა არც ეგ და არც ზანეტი ხო?

    ვინმეს გახსოვთ?


    არც კამბიასო,არადა დაფრინავდა ინტერში. კამბიასო,ძანეტის პოზიციებიდან ათრია ზუსტად გერმანიამ არგენტინა 1/4 ფინალში და სამარცხვინოდ გამოაგდო.


    ხოხო მახსოვს.

    მაგ ორმა გამოგვაგდო ჩვენც ნახ ფინალიდან.😡😡

  • nika 54
    26 მაი 2020, 13:05

    საინტერესოა, მაინც რა კრიტერიუმით შეფასდნენ ამ სიაში გამარჯვებულები. გასაგებია რო 2011-ში მესი იყო საუკეთესო, და ყოველ წელს ვიღაც სხვა ხდებოდა, მაგრამ აი ამ ოცეულში ადგილები რა გამოთვლებით დაიკავეს.

  • M10 S9 D11
    26 მაი 2020, 09:29

    2011 წლის ფინალში მესიმ კარიერის მატჩი დადო რაც მაგან მანჩესტერს უქნა რავიცი

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    26 მაი 2020, 09:19

    2011 წლის ფინალში მესი მაგრად ეღადავა მანჩესტერელებს😂😂😂😂 მთელი გუნდი სამარცხვინოდ ათრია.

    ციტატა: Andres_Iniesta
    ისე2010

    დიეგო მილიტო რამაგარი იყო

    მგონი მსოფლიოზე მაგწელს მარადონამ არ გამოიძახა არც ეგ და არც ზანეტი ხო?

    ვინმეს გახსოვთ?


    არც კამბიასო,არადა დაფრინავდა ინტერში. კამბიასო,ძანეტის პოზიციებიდან ათრია ზუსტად გერმანიამ არგენტინა 1/4 ფინალში და სამარცხვინოდ გამოაგდო.

  • Andres_Iniesta
    26 მაი 2020, 09:08

    ისე2010

    დიეგო მილიტო რამაგარი იყო

    მგონი მსოფლიოზე მაგწელს მარადონამ არ გამოიძახა არც ეგ და არც ზანეტი ხო?

    ვინმეს გახსოვთ?