“ბლაუგრანასთვის” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ძალზე დატვირთული უნდა იყოს. ნეიმარისა და ლაუტაროს გარდა, კატალონიელებს ცენტრალური მცველის დამატებაც უნდათ.
Mediaset-ის ინფორმაციით, “მილანის” კაპიტანი, ალესიო რომანიოლი, “ბარსას” რადარებზე ისევ გამოჩნდა.
კლუბი იტალიელის შეძენით აქტიურად არის დაინტერესებული, რაზეც ინტერესთა სფეროში უკვე მრავალჯერ მოხვედრაც ადასტურებს. ალესიოს კონტრაქტს მილანურ კლუბთან ვადა 2022 წელს ეწურება.
აღნიშნული წყაროს ცნობით, რომანიოლის “მილანში” დასარჩენად არანაირი სურვილი და მოტივაცია არ აქვს, ამიტომ სხვა გუნდში გადაბარგებითაა დაინტერესებული.
სამუელ უმტიტის ტრავმის გამო, “ბარსას” დაცვაში მხოლოდ ჟერარ პიკესა და კლემან ლანგლეს დუეტის იმედიღა დარჩა. განაცხადში სხვა მაღალი დონის ცენტრალური მცველი აღარ მოიძებნება.
ალესიო რომანიოლის სახით, “ბლაუგრანას” შესანიშნავი ფეხბურთელი შეემატება. მან მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ვემხრობი ამის ტრანსფერს.მე კულიბალიც ძაან მომწონს მაგრამ ესეც კარგი ბიჭია.ამასობაში ტოდიბო უნდა მოხოდონ რო პიკე ჩაანაცვლოს
Mediaset-ის ინფორმაციით, "მილანის" კაპიტანი, ალესიო რომანიოლი, "ბარსას" რადარებზე ისევ გამოჩნდა.
ჩართეს ბიჭებმა "რადარები" ისევ?
თან ისეთ ახალგაზრდა ასაკში იყო კაპიტანი რო რავი, მაგარი გამოცდილი ხალხი ხო ყავდათ, მაგ ბონავენტურა ზაპატა მონტოლივო აგერ იბრა მარა ლიდერული თვისებების გამო აირჩიეს კაპიტნად და სწორი გადაწყვეტილებაც მიიღეს
დაუფიქრებლად მოსაყვანია, თუ არ გაამართლა მისაღებ ფასში ყოველთვის გაიყიდება
რა დელიხტი რის დელიხტი ეს ბიჭი მოიყვანონ.. ძაან მაგარი ფეხბურთელიცაა და ლიდერიც ასევე
Gaxangrdzlivebaze uari tkva. Miawvnen amas da ert ert sauketeso mcvels daviteevt
კაროჩე რომანიოლი უნდა დაითრიონ აუცილებლად🙃👌თავის დონესთან შედარებით იაფი ღირს❣ლაუტაროს თუ დაითრევენ ამ სუარესი უნდა წავიდეს ან დემბელე ან გრიზმანი🤷♂️მე პირადად სუარესსაც გავუშვებდი სეზონის ბოლოს და დემბელესაც😂სუა ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია ისტორიაში მარა 33 წლისაა უკვე და დროა რო ახალგაზრდებს მიეცეს შანსი🙃33ის იყო ინი რო წავიდა და სუარესის წასვლასაც გადავიტანთ როგორმე❤დემბელეზე კიდე არვიცი რა ვთქვა🤷♂️ძაან მევასებოდა და ახლაც მევასება მარა ტრამვები აქ სულ და არამგონია იმ დონეს მიაღწიოს რო ბარსელონას უცვლელ ფუგურად იქცეს,ამიტომ ჯობია მანამდე გავყიდოთ სანამ ფასი აქ🙂ნუ ერთი სიტყვიათ ამ ზაფხულზე დიდი წმენდაა გუნდში მოსალოდნელიიი🙃რაკიტიჩი ვიდალი ფირპო უმტიტი(ძაან გული მწყდება მარა ტრამვებმა მოუღო ბოლო) სუარესი დემბელე რაფინია ლენგლე რობერტო😂ჩემი ნება რო იყოს ყველას გავყიდდი ჩამოთვლილთაგან და აზალგაზრდებს დავუთმობდი დროს მარა მე ვინ მეკითხება😂კოლიადო არაუხო ტოდიბო ფატი ტრინკაუ ალენია პუჩი ძაან ბევრი ნიჭიერი ბიჭი იქნება ბარსაში და იმედია არ ჩაიკარგებიან როგორც სჩვევიათ🙂
ტერ შტეგენი
ალბა-რომანიოლი-პიკე-სემედო
არტური-დეიონგი-კოუტინიო
მესი
გრიზმანი-ლაუტარო
1-2 წელიწადში პიკე წავა და ტოდიბო ჩაჯდება სასტავში,კუკურელია დააბრუნონ და ნელ-ნელა ამოაგდებს ალბა❤კოუტინიო იმედია შევა ისევ ფორმაში და 1-2ლიგას მოიგებს კიდევ მესი იმედია სანამ დაასრულებს კარიერას😍❣ზამენაზე:პენია,არაუხო,კუკურელია,პუჩი,ბუსკეცი,ტრინკაუ,კოლიადო
კია ძაან ახალგაზრდული მარაა ნელ-ნელა მომწიფდებიან და უნდა ჩაჯდნენ გუნდში თორე დაგვემართება მილანივით და ვეღარც ლიგაზე გავალთ ხოლმე😏 კი დავწერე ბევრი მარა არ დამზარებია ვაფშე😂😂
მაგ რადარს გვერდით ყიდვის ღილაკი არ აქვს? მარტო რო ინტერესდებიან