მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის ჩემპიონატის სეზონის დარჩენილი მატჩები მაყურებლების დასწრების გარეშე ჩატარდება, “კამპ ნოუზე” “ბარსელონას” მოთამაშეები გულშემატკივრების მხარდაჭერას მაინც მიიღებენ.
“ბარსელონასა” და კლუბის ამბასადორ CUPRA-ს ახალი ერთობლივი კამპანიით, რომლის სახელწოდებაა “მოვიგოთ ეს მატჩი ერთად”, თამაშების მიმდინარეობისას, დიდ ეკრანზე გუნდის ქომაგების ფოტოებს აჩვენებენ.
CUPRA-ს ვებგვერდის მეშვეობით, ფანებს “ბარსელონასთვის” თავიანთი ფოტოების გაგზავნა უკვე შეუძლიათ.
“კამპ ნოუზე” გულშემატკივრების მხარდაჭერა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ინიციატივა კი საშუალებას გვაძლევს, მათი იქ ყოფნა ვიგრძნოთ.
ჩვენ გვინდა, რომ შევქმნათ ატმოსფერო, რომელიც, საშინაო შეხვედრებში, გამარჯვებაში დაგვეხმარება”. – აცხადებს “ბარსას” მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ვებგვერდთან ინტერვიუში.
შენი ფოტოს გაგზავნა ამ გვერდიდან შეგიძლია. ამისთვის საჭიროა: ფოტოზე იყო “ბარსელონას” რაიმე ატრიბუტიკით; ფოტო გადაიღო თეთრ ფონზე; ფოტოზე ჩანდეს შენი სხეულის ზედა ნაწილი.
მე გავაგზავნე უკვე საქართველოს დროშას რომ ვაფრიალებ კამპ მოუზე ეგეთი სურათი❤️❤️❤️
ხელოვნური ხმაურიც გვინდა, თეთრი ხმაური 😀😀
რატომაც არა ამ დროს ფანები უნდა ამოვუდგეთ ბარსას გვერდით, მიდით ბიჭებოო ლიგა და ლა ლიგა ჩვენიიააა
ვახ, დავფიქრდი გაგზავნაზე
გილოცავ საიტის ლეგენდობას მემგონი პირველი ხარ
მადლობა ☺️
კი, მე და ჩემმა შეყვარებულმა გავაგზავნეთ ახლა
გილოცავ საიტის ლეგენდობას მემგონი პირველი ხარ
ხმასაც თუ ჩართავენ თამაშის დროს კარგი იქნება
არ იქნება ურიგო, თუ თამაშის დროს მაყურებლების ხმაურის აუდიო ხმას ჩაურთავენ დრო და დრო.
მწერალო ჩვენც შწგვიძლია გავაგზავნოთ საქართველოდან ფოტო-ები?