კოუტინიოს სეზონის რეკორდი

კოუტინიოს სეზონის რეკორდი

ფილიპე კოუტინიოსთვის კოპა ამერიკის ეგიდით გამართული 1/4-ფინალური შეხვედრა პერუს წინააღმდეგ რიგით 68 აღმოჩნდა სეზონის განმავლობაში. ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის ეს რეკორდია.

დიდი ალბათობით, კონკრეტული მაჩვენებელი ორით გაიზრდება, ვინაიდან 3 ივლისს ბრაზილია კოპა ამერიკაზე არგენტინას დაუპირისპიდება, შემდეგ კი ან ფინალს ითამაშებს, ან მე-3 ადგილისთვის გასამართ მატჩში მიიღებს მონაწილეობას.

ბრაზილიელმა "ბარსელონას" რიგებში 2018/19 წლების სეზონზე 54 მატჩი ჩაატარა. აქედან 34 ლა ლიგაზე, 12 ჩემპიონთა ლიგაზე, 7 კოპა დელ რეიზე და ერთიც ესპანეთის სუპერ თასზე.

ბრაზილიის მაისურით კი ამ სეზონში კოუტინიომ 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    barcamilan
    სტუმარი [?]
    #2 1 ივლისი 2019 18:33
    20


    ბოლოჯერ დავწერ და მეორედ ამას არ გავიმეორებ
    რო შემოდიან აქ ინტრინგნები დაწერენ გამაღიზიანებელ კომენტარებს მერე უკვირან გვეუხეშებითო მომისმინეთ თქვენ ლაწირაკებო ამოხვედით უკვე ყელში თქვენ თქვენ საიტებზე რაც გინდათ ის წერეთ
    ხოლო აქ ხართ სტტუმრები და მოიქეცით ისე როგორც სტუმარს შეეფერება თუარადა აახვიეთ აქედან


    კიდე ერთხელ ვნახავ მზგავსს გამოხტომებს აქ ჩემს თავზე არ ვაგებ პასუხს მერე არავის ეწყინოს
    ბოლოჯერ ვამბობ და ამოხვედით უკვე ყელში ეს ღლაპები
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 1 ივლისი 2019 18:23
    9
    და მაგ 68 თამაშიდან მაქსიმუმ 10 თუ ითამაშა წესიერად ისიც ნაკრებში ბარსაში კატასტროფა იყო და უნდა გავყიდოთ როგორცკი მორჩება კოპა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued