workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ფოკუსს მიღმა”. ამ რუბრიკაში შემოგთავაზებთ დღევანდელ სიახლეებს, რომლებიც ჩვენი ფოკუსის მიღმა ნაკლები მნიშვნელობის გამო დარჩა და რომლებსაც ცალკე სტატია არ მიეძღვნა.

იარი ლიტმანენი

“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, იარი ლიტმანენმა კორონავირუსის დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ უარესად ცხოვრებაში თავი არ უგრძვნია –“ალბათ უარეს ფიზიკურ მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვარ. ცხელება, თავისა და კუნთის ტკივილი, პლუს სუთქვის პრობლემები მქონდა”. [Marca]

ალექსეი მირანჩუკი

“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ, “ლოკომოტივის” ნახევარმცველის, ალექსეი მირანჩუკის ტრანსფერი მოიწონა, რომელსაც ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ერიკ აბიდალი აკვირდებოდა. [Don Balon]

ივან რაკიტიჩი

რომის “ლაციო” მზადაა, ივან რაკიტიჩის სანაცვლოდ “ბარსელონას” 20 მილიონი ევრო გადაუხადოს. ხორვატი იტალიაში გადაბარგების შემთხვევაში, 3-წლიან კონტრაქტს მიიღებს. [Diario Sport]

არტურ მელო

“ბარსელონა” არტურ მელოს “იუვენტუსთან” გარიგებაში ჩართვას არ აიძულებს. ბრაზილიელს, თავის მხრივ, “ბლაუგრანას” დატოვება არ სურს. [Marca]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • ნელსონ სემედუ
    schedule 13 მაი 2020, 02:27
    #3

    ციტატა: MARI=BARCA-fan

    ციტატა: ნელსონ სემედუ
    რაო ლაციო 50მილიონს იხდის რაკიტიჩში? ალბათ ჭორია


    🤩 🤩 🤩 50-ს კი არა 20-ს იხდის. 😂 😂 მე მგონი დაგვრჩება რაკეტა "გასათხოვარი"


    თავიდან 50ეწერა ჩაუსწორებიათ, კიდე თუ დარჩა რავიცი რააა, რითი ვერ უნდა მიხვდეს რომ წასასვლელია, მისი დრო ახალგაზრდებს 😍

  • MARI=BARCA-fan
    schedule 13 მაი 2020, 00:46
    #2

    ციტატა: ნელსონ სემედუ
    რაო ლაციო 50მილიონს იხდის რაკიტიჩში? ალბათ ჭორია


    🤩 🤩 🤩 50-ს კი არა 20-ს იხდის. 😂 😂 მე მგონი დაგვრჩება რაკეტა "გასათხოვარი"

  • ნელსონ სემედუ
    schedule 12 მაი 2020, 23:30
    #1

    რაო ლაციო 50მილიონს იხდის რაკიტიჩში? ალბათ ჭორია