workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფოკუსს მიღმა – 11.05.2020

ფოკუსს მიღმა – 11.05.2020

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ფოკუსს მიღმა”. ამ რუბრიკაში შემოგთავაზებთ დღევანდელ სიახლეებს, რომლებიც ჩვენი ფოკუსის მიღმა ნაკლები მნიშვნელობის გამო დარჩა და რომლებსაც ცალკე სტატია არ მიეძღვნა.

ექტორ მორენო

“ბარსელონამ”, შესაძლოა, ყატარული “ალ გარაფას” 32 წლის მექსიკელი ცენტრალური მცველი, ექტორ მორენო გაიფორმოს. [Sport]

ჟან-კლერ ტოდიბო

“ლაიფციგი” “ბარსელონას” ახალგაზრდა ცენტრალური მცველით, ჟან-კლერ ტოდიბოთი დაინტერესდა. 20 წლის ფეხბურთელი ამჟამად “შალკეში” იჯარით იმყოფება. [Sport]

მარკ კუკურელია

ჟუნიორ ფირპოს გაყიდვის შემთხვევაში, “ბარსელონა” მარკ კუკურელიას დაიბრუნებს, რომელიც ცოტა ხნის წინ “ხეტაფემ” გამოისყიდა, მაგრამ “ბარსას” მისი 15 მილიონ ევროდ დაბრუნების უფლება აქვს. [Catalunya Radio]

მარტინ პასკუალი

“რაიო ვალიეკანოს” 20 წლის მცველი, მარტინ პასკუალი, “ბარსელონას” ინტერესის სფეროში მოხვდა. კატალონიელები ფეხბურთელს 2018 წელს, ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობის დროსაც აკვირდებოდნენ. [Marca] 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 12 მაი 2020, 16:36
    #5

    ციტატა: DAVID_BARCA_FAN
    ნეტა გრიზმანი გაგვეცვალა ნეიმარში და ობამეიანგი დაგვემატებინა რას იტყვით?


    ჩვენ ვიტყვით რო მაგარია-ო, მაგრამ ეს არაფერს შველის, ბართო უნდა დაითანხმო.

  • B.A.r.c.A
    schedule 12 მაი 2020, 10:26
    #4

    ციტატა: DAVID_BARCA_FAN
    ნეტა გრიზმანი გაგვეცვალა ნეიმარში და ობამეიანგი დაგვემატებინა რას იტყვით?


    Erti sezonistvis gadasarevi iqneba

  • M10 S9 D11
    schedule 12 მაი 2020, 01:06
    #3

    ციტატა: DAVID_BARCA_FAN
    ნეტა გრიზმანი გაგვეცვალა ნეიმარში და ობამეიანგი დაგვემატებინა რას იტყვით?


    ობამეიანგი რათ გვინდა?

  • DAVID_BARCA_FAN
    schedule 11 მაი 2020, 23:59
    #2

    ნეტა გრიზმანი გაგვეცვალა ნეიმარში და ობამეიანგი დაგვემატებინა რას იტყვით?

  • me da barca
    schedule 11 მაი 2020, 23:47
    #1

    ყატარული "ალ გარაფას" ამბავს წყალი არ გაუვა, 100% სიმართლეა.😂🤣