workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დაუფასებელი ანსუ ფატი

დაუფასებელი ანსუ ფატი

Football Talent Scout-მა მსოფლიოში საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა. ამ სიაში 2001 წელს ან უფრო გვიან დაბადებული მოთამაშეები მოხვდნენ.

გასაკვირია, რომ “ბარსელონას” ამომავალმა ვარსკვლავმა, ანსუ ფატიმ, რეიტინგში ძალიან დაბალი, მე-8 ადგილი დაიკავა, რაც იმაზე მიგვანიშნევს, რომ კატალონიელთა ნიჭიერ შემტევს, მისი შედეგების გათვალისწინებით, ძალიან ცუდად აფასებენ.

ფატიმ მიმდინარე სეზონში 24 მატჩში თავი 5 გოლით გამოიჩინა. ამასთანავე, მან რამდენიმე წარმოუდგენელი რეკორდი დაამყარა. ანსუმ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამტანის სტატუსი მოიპოვა. ის, ასევე, გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგის ერთ თამაშში დუბლის გაფორმება მოახერხა. ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, რომ წარმოშობით გვინეა-ბისაუელი ფეხბურთელი ჯერ მხოლოდ 17 წლისაა.

Football Talent Scout-ის ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელების ათეული ასე გამოიყურება:

  1. რაიან შერკი (“ლიონი”, 16 წლის)
  2. ედუარდო კამავინგა (“რენი”, 17 წლის)
  3. მეისონ გრინვუდი (“მანჩესტერი”, 18 წლის)
  4. მოჰამედ იჰატარენი (პსვ, 18 წლის)
  5. როდრიგო (“რეალი”, 19 წლის)
  6. გაბრიელ მარტინელი (“არსენალი”, 18 წლის)
  7. რეინიერი (“რეალი”, 18 წლის)
  8. ანსუ ფატი (“ბარსელონა”, 17 წლის)
  9. ბუკაიო საკა (“არსენალი”, 18 წლის)
  10. ვილიამ სალიბა (“არსენალი”, 19 წლის)
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • Iniesta_8
    schedule 10 მაი 2020, 01:53

    რეინიერს რა ჩემი ღლე აქვს ვაბშე გაკეთებული აქ როა დუბლებში თამაშობს ჯერ კიდევ

  • Messiah
    schedule 09 მაი 2020, 23:02

    იმიტო რო ბარსას პიარი არ უვარგა … ამას წესიერი პრეზიდენტი გააპიარებდა და გაყიდდა მერე 60 მილიონად . მარა სადაა კაი პრეზიდენტი :დ

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 09 მაი 2020, 22:44

    მალე ყველას მოაკეტინებს.

  • Wtf man
    schedule 09 მაი 2020, 22:10

    10ეულში 3 არსენალის არის ბრავო არსენალს

  • M10 S9 D11
    schedule 09 მაი 2020, 20:51

    კაი კავამინგა გრინვუდი და როდრიგო გასაგებია მარა მარტინელი რეინიერი იჰატარენი შერკი ვინ ჩემი ფეხები არიან